ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე გუშინ მორიგი ტურის პარტიები გათამაშდა...

ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე გუშინ მორიგი ტურის პარტიები გათამაშდა. უფროსები საჭადრაკო დაფებს მეორედ მიუსხდნენ. შეხვედრები უშეღავათო გამოდგა. 28 პარტიიდან მხოლოდ 8 დამთავრდა ყაიმით.

დაწინაურებულთაგან დაზავდნენ: ტიგრან კოტანჯიანი (სომხეთი)-გიორგი ნიკოლაშვილი, ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი)-დავით ბენიძე, სოფიკო გურამიშვილი-დავით მაღალაშვილი, მერი არაბიძე-ჯამბულ მაკარაძე, დავით ლომსაძე-მადონა ბოკუჩავა. დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ლევან ფანცულაია-პარმენ გელაზონია 1:0, აკაკი შალამბერიძე-კონსტანტინე შანავა 0:1, გაიოზ ნიგალიძე-აჰმედ ალი ლაუდი (ერაყი) 1:0, შოთა აზალაძე-გიორგი გამზარდია 1:0, ჰუსეინ ალ-ალი (ერაყი)-თამარ ხმიადაშვილი 1:0, ნოდარ ლორთქიფანიძე-მაია ლომინეიშვილი 1:0, ღასან ალი (ერაყი)-მირანდა მიქაძე 1:0, ზურაბ ჯავახაძე-მარიამ ვასილცევა 1:0, ვახტანგ კაშია-დავით ზარქუა 0:1.

ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობენ: ფანცულაია, შანავა, ზარქუა, ლორთქიფანიძე, ჯავახაძე, ნიგალიძე, აზალაძე, ღასან ალი. მესამე ტურში მათი დაპირისპირების შემდეგ დაწინაურებულთა წრე უფრო შემჭიდროვდება.

ნანა ალექსანდრიას თასზე მთავარი პრიზისთვის უფროსებთან ერთად 8-14 წლის მოჭადრაკეებიც იბრძვიან. გუშინ ისინი მეოთხე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს.

8-წლიან გოგონებში 3 ტურის შემდეგ სამ-სამი ქულით ანასტასია სიდამონიძე, მაია ბეჭვაია და თიკა ცაგურია ლიდერობენ. ნახევარ-ნახევარი ქულით მათ ანი მიქაძე და ნუცა ცირეკიძე ჩამორჩებიან. ამავე ასაკის ვაჟებში უდანაკარგოდ მხოლოდ ოთხი მოჭადრაკე დარჩა _ ალექსანდრე გორგაძე, ანტონ ნადირაძე, ედგარ ვარდანიანი (სომხეთი) და დავით კამკია.

10-წლიან გოგონებში ერთპიროვნულად მხოლოდ გვანცა მარგველაშვილი ლიდერობს, რომელმაც სამივე პარტია მოიგო. 2,5-2,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ნინო ჯალაღონია და ელენე კოსტავა იყოფენ. ვაჟებში გათამაშების ცხრილის სათავეში ერთადერთი მონაწილეა _ სამი მეტოქის მძლეველი ლევან ბაბუხადია. შვიდი მოჭადრაკე მას ნახევარ-ნახევარით ქულით ჩამორჩება.

12-წლიან გოგონებში ნინო ხომერიკმა გუშინ შავი ფიგურებით მაია მუმლაძე დაამარცხა და 3 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეს მარტოდმარო შემორჩა. 2,5-2,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს მარიამ ჯავახიშვილი, მარიამ მჟავია და ნარმინ მამადოვა (აზერბაიჯანი) იყოფენ. ვაჟებში ორხელისულფებიანობაა: გიორგი სიბაშვილსა და ნიკა ღვამბერიას 3-3 ქულა აქვთ, ნოე თუთისანმა, ალექსანდრე პანასენკომ და ავთანდილ ფანჩულიძემ 2,5-2,5 ქულა მოაგროვეს.

უკვე გაუწყეთ, რომ 14-წლიან გოგონებში მხოლოდ 9 მონაწილეა, ამიტომ ისინი წრიული სისტემით ხვდებიან ერთმანეთს. გუშინდელი მესამე ტურის პარტიები ასე დამთავრდა: ნინო გერგეშელიძე-ანა ხორგუაშვილი 0:1, ანა შამათავა-ადა კაკუტია 1:0, ნატო იმნაძე-თათია კოხრეიძე 1:0, მარიამ წულაია-მარიამ ჭოლაძე 0:1, თეკლა მაჭარაშვილი ისვენებდა.

სამი ტურის შემდეგ: შამათავა-3, მაჭარაშვილი, ჭოლაძე, იმნაძე _ 2-2, გერგეშელიძე, ხორგუაშვილი, კაკუტია, კოხრეიძე _ 1-1, წულაია _ 0 ქულა.

ვაჟებში თანატოლთა შორის საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა ირაკლი ბერაძემ და ალექსანდრე ებრალიძემ 3-3 ქულას მოუყარეს თავის. გიგლა ბენიძე მათ კვალში 2,5 ქულით მიჰყვება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა