ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპარტაკი - იმედიანი გაზაფხულის მოლოდინი

სპარტაკი - იმედიანი გაზაფხულის მოლოდინი

გუნდის მთავრი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია მეორე ეტაპისთვის მზადებას ახალ წლამდე იწყებს

საქართველოს სუპერთასზე მოასპარეზე "ოლიმპისა" და "ვიტ ჯორჯიას" გარდა ყველა დანარჩენი გუნდისთვის საფეხბურთო 2010 დასრულდა. თუმცა ზოგ გუნდს საკმაოდ ხანმოკლე შესვენება ელოდება: ერთ-ერთი პირველი, მეორე ეტაპისათვის მზადება რომ უნდა დაიწყოს, ცხინვალის "სპარტაკია". როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ გვითხრა, "სპარტაკი" 27 დეკემბერს შეიკრიბება და ახალ წლამდე ივარჯიშებს. "სადღესასწაულო პაუზაც" დიდხანს არ გასტანს - 3 იანვრიდან გუნდი კვლავაც მომზადებას განაგრძობს, ხოლო 10 იანვრიდან ორკვირიან შეკრებაზეც გაემგზავრება (სავარაუდოდ, საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ კურორტზე). იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დაგეგმილია რამდენიმე საკონტროლო მატჩის ჩატარება, 12 თებერვლიდან კი "სპარტაკისთვის" გადამწყვეტი, მეორე ეტაპი დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის საბოლოო ცხრილში "სპარტაკი" ბოლო ადგილზეა, მაგრამ გუნდის მდგომარეობას უიმედო ნამდვილად არ ეთქმის. თავად განსაჯეთ: მასზე წინ მყოფ ორ გუნდს ("კოლხეთი", "სამტრედია"), "სპარტაკი" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ეგ კი არა, მე-4 ადგილს ექვსი ქულა აშორებს! არადა, დაახლოებით ორთვენახევრის წინ "სპარტაკი", ფაქტობრივად, ყველას "გამოტირებული" ჰყავდა - რვა შეხვედრაში მოპოვებული 5 ქულით გუნდი უიმედო აუტსაიდერად მიიჩნეოდა. თუმცა ამის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა: მომდევნო ათ მატჩში "სპარტაკმა" 11 ქულა მოაგროვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშუალო კონკურენტებთან სხვაობაც საგრძნობლად შეამცირა. გუნდის ასეთი "მოფერიანება" კი, რაღა თქმა უნდა, სექტემბრის ბოლოს მომხდარ საკადრო ცვლილებას უკავშირდება - გოჩა ჩიქოვანის ნაცვლად "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად ბადრი კვარაცხელია დაინიშნა, ვისაც ამ ამპლუაში საქართველოში მანამდე არსად ემუშავა. დებიუტს ურიგო ნამდვილად არ ეთქმის - იმის გარდა, რომ გუნდმა ორი უშუალო კონკურენტის ("ბაია", "კოლხეთი") დამარცხება მოახერხა, სტუმრად "ვიტ ჯორჯიასაც" აჯობა.

აქვე, რაღა თქმა უნდა, ამ გუნდის კიდევ ორი წარმატებული მატჩიც უნდა ვახსენოთ, როცა "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" შეხვედრებში საპატიო ფრეს მიაღწია. სხვათა შორის, ახალმა მწვრთნელმა სადებიუტო შეხვედრაშივე სერიოზული საკადრო რეფორმები განახორციელა და დუბლშემადგენლობიდან (სეზონის დასაწყისიდან რომ თავკაცობდა) ძირითადში ხუთი-ექვსი ყველასთვის უცნობი ჭაბუკი ფეხბურთელი დააწინაურა. თუმცა გადამწყვეტი ეტაპისთვის გუნდში კიდევ რომ უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები, ჩვენზე უკეთ "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელს მოეხსენება და კვარაცხელიას ამის თაობაზეც დავეკითხეთ:

"ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "სპარტაკიდან" 11 ფეხბურთელი წავიდა. მეკარე ლუკა გალდავას, მცველებს: მიხეილ კორსანტიას, ბიძინა ცინცაძეს, გიორგი თავბერიძეს, ლევან სალარიძეს, ნახევარმცველებს: ვასილ ფურცელაძეს, დავით მამუდოვს, ლაშა ჩალაძეს, თავდამსხმელებს: ზურაბ ძაგანიას, გიორგი ბაბულაიძეს და ილია ბუზალაძეს ჩვენთან ბევრი სათამაშო დრო ნამდვილად არ ჰქონდათ. თითქმის ყველა მათგანი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელია, თავის გამოჩენის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ იქნებ სხვა გუნდებში უფრო უკეთ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

გუნდიდან წავიდა მეკარეების მწვრთნელი დავით გვარამაძე, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" იმუშავებს. გარდა ამისა, სხვა სერიოზული პრობლემის წინაშეც ვდგავართ: ნიკა მგელაძე "ვიტ ჯორჯიას" საკუთრებაა და ჩვენთან იჯარით თამაშობდა (ანუ, კლუბებს შორის არის მოსალაპარაკებელი); ჩემთვის ცნობილია, რომ რამდენიმე ქართული გუნდია დაინტერესებული "სპარტაკის" სამი ფეხბურთელის (ნიკოლოზ მაისურაძე, თეიმურაზ შონია შოთა კაშია) შეძენით. არადა, შონია და კაშია ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები არიან და მათი სრულფასოვანი შემცვლელების მოძებნა არცთუ იოლი საქმე იქნება. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა, ალბათ, ყველა ღონეს იხმარს, რათა შონიამ და კაშიამ კვლავაც ჩვენს გუნდში გააგრძელონ ასპარეზობა.

რაც შეეხება შევსებას, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შეკრებაზე, სულ მცირე, სამი-ოთხი ახალი ფეხბურთელი გვეყოლება, რომელთაგანაც ერთ-ერთი თავდამსხმელი იქნება. სამწუხაროდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში გვიჭირს. გოლის ალღოს მქონე ფორვარდი გვჭირდება და ამ ამპლუის რამდენიმე ფეხბურთელს ჩვენს გუნდში მოვიაზრებთ. სხვათა შორის, სახიფათო მომენტების გამოუყენებლობის ბრალიც არის, თასის გათამაშებას რომ გამოვეთიშეთ. "ვიტ ჯორჯიასთან" განმეორებით მატჩში სამი-ოთხი რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ: გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდათ დეკანოიძესა და ბარაბაძეს, ერთ ეპიზოდში ბურთი მოწინააღმდეგის კარის ძელს მოხვდა და ასე შემდეგ.

რაღა თქმა უნდა, მატჩის საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია ორმა ფაქტორმაც: 100-პროცენტიანი გოლი არ ჩაგვითვალეს და არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი წამყვანი ფეხბურთელის, ვალერი ბოლქვაძის არყოფნაც. ეს მოთამაშე "ვიტ ჯორჯიასთან" პირველ სათასო შეხვედრაში, შესაძლოა, გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მეტისმეტად მკაცრი სასჯელი იყო. ისე, შემიძლია თამამად ვთქვა: განმეორებით შეხვედრაში ბოლქვაძეს რომ ეთამაშა, ნახევარფინალში "სპარტაკი" გავიდოდა!

საერთოდ კი, განვლილ პერიოდს მთლიანობაში თუ შევაფასებთ, უკმაყოფილო ნამდვილად ვერ ვიქნები. ფეხბურთელთა უდიდესი ნაწილის გამოუცდელობა რომ არა, ალბათ, უფრო უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეიძლებოდა. რაც მთავარია, მეორე ეტაპს საკმაოდ ოპტიმისტური განწყობით ვხვდებით და უმაღლეს ლიგაში დარჩენის რეალური შანსიც გაგვაჩნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?