ბოლო დროს ქართველი მოჭადრაკეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატებში და წარმატებითაც...

ბოლო დროს ქართველი მოჭადრაკეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატებში და წარმატებითაც. ამას წინათ ჩვენებურთა 12-კაციანი ჯგუფი თურქეთში იმყოფებოდა ორი კვირის განმავლობაში. როგორც გაცნობეთ, ლევან ფანცულაიას `ისეკმა~ მესამე ადგილი დაიკავა და ქართველმა დიდოსტატმაც დიდი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო მესამე დაფაზე 12 შესაძლებლიდან 10,5 ქულით `ოქროსაც~ გამოჰკრა ხელი. თავიანთ დაფებზე ასევე პირველ ადგილებზე გავიდნენ მარიამ დანელია და მიხეილ მჭედლიშვილი, ხოლო მერაბ გაგუნაშვილსა და სოფიო გურამიშვილს ბრინჯაოს მედლები ხვდათ.

უფრო ხანგრძლივად იმყოფებოდნენ ბარსელონაში საჭადრაკო კლუბ `პეონა და პეოს~ მიწვევით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესცენტრის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე და ახალგაზრდა ოსტატები _ სალომე სირაძე, ირაკლი ჯანიაშვილი და ნიკა ვოლკოვი.

_ კატალონიის ჩემპიონატში I ლიგაში ვითამაშეთ, _ მითხრა სოფიკო ნიკოლაძემ. _ თითოეული გუნდის ღირსებას 10-10 მოჭადრაკე იცავდა. ქართველებს რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავიღეთ `პეონა და პეოს~ უმაღლეს დივიზიონში აღსაზევებლად. მე, მაგალითად, 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულა შევძინე გუნდს, ნიკამაც _ ამდენივე, ირაკლიმ _ 6 ქულა. ყველას სალომემ გვაჯობა: მან ერთი პარტია დაამთავრა ყაიმით, დანარჩენი რვა შეხვედრა კი მოიგო. ყოველივეს მიუხედავად, მე-4 ადგილს მაინც ვერ გავცდით. უმაღლეს ლიგაში კი მხოლოდ ერთი გუნდი გადადიოდა.

კატალონიაში ყოფნისას ორ-ორ საერთაშორისო ტურნირშიც ვიასპარეზეთ ედამსა და საბადელში. ვაჟებში ორივეგან ჯანიაშვილმა გაიმარჯვა, ქალებში კი სიარძემ. ესპანური ტურნეთი კმაყოფილი ვარ, რადგან რეიტინგი 50 პუნქტით გავიმდიდრე.

_ კატალონიაში ყოფნა იმითაც იყო საინტერესო, რომ მასპინძელთა დახმარებით ესპანურ და კატალონიურ ენებს ვსწავლობდით, _ ჩაერია საუბარში სალომე სირაძე. _სოფიკომ ბარსელონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულეტზე გამოცდები ჩააბარა და სერთიფიკატიც კი აიღო. მე და ირაკლიც იმავე უნივერსიტეტში დავდიოდით კალატალონიური ენის შემსწავლელ კურსებზე. ნიკას კი, როგორც მცირეწლოვანს, პერსონალურად ამეცადინებდა მასწავლებელი.

კატალონიაში საინტერესო იყო ექსკურსიები, დავათვალერეთ იქაური ღირსშესანიშნაობანი. განსაკუთრებით მონსერატის სამონასტრო კომპლექსმა მოგვხიბლა, `კამპ ნოუზე~ კი `ბარსელონისა~ და `მაგაგას~ მატჩს დავესწარით. ისეთი მოხიბლული დავრჩით, რომ `პეონა და პეო~ გაისადაც თუ მიგვიწვევს, სიამოვნებით ვეწვევით კატალონიას.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა