ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პსჟ მონაკომ შეაჩერა, ლიდერი - თოვლმა

პსჟ მონაკომ შეაჩერა, ლიდერი - თოვლმა

ლიგა 1. XVIII ტური: ბრაზილიელმა ბომბარდირმა ნენემ ყოფილ კლუბს ორი გოლი გაუტანა

შაბათს ლიდერთა ჯგუფის ორმა წევრმა "პარი სენ ჟერმენმა" და "ბრესტმა"ქულები დაკარგა და ამით სხვებს შანსი მისცა. დედაქალაქში პსჟ ლიგა 1-ში დარჩენისთვის მებრძოლ "მონაკოს" მასპინძლობდა. მონეგასკები თავისთავად უჩვეულო პოზიციაზე იმყოფებიან და ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ "პარკ დე პრენსზე" ნამდვილი ბრძოლა გაიმართებოდა. მაშ ასე, ბრაზილიელი ბომბარდირი ნენე პირველად წარდგა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, სადაც წინა სამი სეზონი გაატარა (ერთი მთლიანად გაუცდა ტრავმის გამო) და ორი გოლიც გაუტანა. მართალია, 29 წლის სამხრეთამერიკელმა "მონაკო" ასე გაიმეტა, მაგრამ სამხრეთელები მარცხისგან რუმინელმა დანიელ ნიკულაემ გადაარჩინა, რომელიც "ოსერში" თამაშიდან გვახსოვს, მან მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გაათანაბრა და ქულა იხსნა - 2:2. ნენეს 17 თამაშში 13 გოლი დაუგროვდა, 6-იც და ის იმდენივე გოლს გაიტანს, რამდენიც "მონაკოში" თამაშისას ჯამში მოახერხა.

მართალია, გი ლაკომბის გუნდს ჩემპიონატში უჭირს, მაგრამ ამ სპეციალისტს დედაქალაქელთა წინააღმდეგ წამალი კარგა ხნის ნაშოვნი აქვს - ბოლო 6 დაპირისპირებაა "მონაკო" პსჟ-სთან არ აგებს. პარიზში თოვდა, ასეთ პირობებში გუნდებისგან კარგი ფეხბურთის მოთხოვნა ძნელი იყო, თუმცა მაყურებელს მაინც არ მოუწყენია. თავი სტუმართა მცველმა პიუგრენიემ გამოიჩინა და "მონაკოს" მშრალი სერია 485-ე წუთზე დაასრულა. აუტსაიდერთა გოლკიპერი სტეფან რუფიე დიდად ყოჩაღობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ყოფილი თანაგუნდელის დაუმუშავებელ გასროლას (დაახლოებით 20 მეტრიდან) ვერაფერი მოუხერხა. მეორე ტაიმი დაიწყო და ნენემ რუფიე კიდევ ერთხელ დაამწუხრა. "მონაკო" წინ წავიდა, რისკი კინაღამ მორიგი გოლის გაშვებად დაუჯდა, მაგრამ რუფიემ ლუდოვიკ ჟულის არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება. საბოლოოდ, რისკმა გაამართლა - კრის მალონგას პასით ნიკულაემ გუნდს ქულა მოუტანა.

ანტუან კამბუარე (პსჟ): "მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ, რომ 3 ქულა ვერ შევინარჩუნეთ. 2:1-ზე მეტოქე გაიხსნა და შემოგვიტია, ეს კი უნდა გამოგვეყენებინა. საბოლოოდ, მაინც ვამაყობ ბიჭების თავდადებული თამაშით ასეთ ცუდ პირობებში. სამწუხაროდ, პირველ ადგილზე ვერ გადავედით, თუნდაც დროებით. ახლა ჩვენი მიზანია, სტუმრად "ნანსი" დავამარცხოთ".

გი ლაკომბი (მონაკო): "გუნდისთვის და განსაკუთრებით ფეხბურთელთა რწმენისთვის კარგ შედეგს მივაღწიეთ. ბედი ხშირად არ გვწყალობს, არადა გუნდი მეტ ქულას იმსახურებს. შესაძლოა, ეს მოულოდნელი შედეგიცაა ბევრისთვის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 1:0-ს ვიგებდით და ორი ბურთის სხვაობით დაწინაურების შესანიშნავი შანსიც გვქონდა. კარგია, რომ ბიჭები არ დანებდნენ".

"რენი"-"ვალანსიენი" 1:0

ფრედერიკ ანტონეტი (რენი): "მიუხედავად იმისა, რომ გოლს ბოლო წუთამდე ველოდეთ, ეს შედეგი სამართლიანია. უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "მონაკოსთან" და "ბორდოსთან" მატჩებში. ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი ძალა სოლიდარობაა და ეს საამაყოა. შეიძლება, ცოტა მრავალფეროვნება გვაკლდა, მაგრამ გუნდმა ინიციატივა ხელიდან არ გაუშვა და გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა".

"ნიცა"-"ბრესტი" 1:1

ალექს დიუპონი (ბრესტი): "კარგი ქულაა. ჩვენ ის უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე მოვიპოვეთ. დღეს დაცვის ხაზი მოიკოჭლებდა".

"ტულუზი"-"ლორიანი" 3:0

ალენ კაზანოვა (ტულუზი): "აქამდე "ლორიანისთვის" შინ არასოდეს მოგვიგია. ეს გუნდი ყოველთვის პრობლემებს გვიქმნიდა. პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ ჩვენ ყველა შანსი გამოვიყენეთ და საბოლოოდ იოლად მოვიგეთ".

"სენტ ეტიენი"-"არლი" 2:0

კრისტოფ გალტიე (სენტ ეტიენი): "გუნდის პროგრესი აშკარაა. როგორც იქნა, ჩვენს ფანებსაც ვანახეთ, რომ შინ მოგებაც შეგვიძლია. ბოლო ორ თამაშში 6 ქულა - მშვენიერია".

მონპელიე-ოსერი 1:1

გოლები: 1:0 ბელჰანდა (59), 1:1 ა. ტრაორე (76)

ნიცა-ბრესტი 1:1

გოლები: 1:0 ლიუბოია (7), 1:1 მარტიალი (14)

რენი-ვალანსიენი 1:0

გოლი: 1:0 კანა ბიიკი (90)

სენტ ეტიენი-არლი 2:0

გოლები: 1:0 ბატLე (51), 2:0 რივიერი (52)

გაძევება: პიოსელი (58. არლი)

ტულუზი-ლორიანი 3:0

გოლები: 1:0 მაჩადო (15), 2:0 მაჩადო (60-პენ), 3:0 სანტანდერი (67)

პსჟ-მონაკო 2:2

გოლები: 0:1 პიუგრენიე (32), 1:1 ნენე (40), 2:1 ნენე (52), 2:2 ნიკულაე (88)

ლანსი-კაენი გადაიდო

ლილი-ნანსი გადაიდო

სოშო-ბორდო 1:1

გოლები: 0:1 ჟუსიე (28), 1:1 იდეიე (35)

მარსელი-ლიონი 1:1

გოლები: 0:1 ლ. ლოპესი (35), 1:1 ვალბუენა (51)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლილი 17 8 7 2 32-20 31

2. პსჟ 18 8 7 3 30-19 31

3. რენი 18 8 7 3 18-11 31

4.ლიონი 18 8 6 4 25-20 30

5. მარსელი 18 7 7 4 27-17 28

6. სტ. ეტიენი 18 7 7 4 25-19 28

7. ბრესტი 18 7 6 5 20-15 27

8. ტულუზი 18 8 3 7 20-18 27

9. ბორდო 18 6 8 4 22-19 26

10. მონპელიე 18 7 5 6 15-19 26

11. სოშო 18 7 4 7 28-21 25

12. ლორიანი 18 7 3 8 22-24 24

13. ოსერი 18 4 10 4 24-21 22

14. ნიცა 18 5 7 6 14-18 22

15. ნანსი 17 6 4 7 19-26 22

16. ვალანსიენი 18 4 7 7 19-20 19

17. მონაკო 18 2 10 6 17-19 16

18. კაენი 17 3 6 8 16-26 15

19. ლანსი 17 3 6 8 15-30 15

20. არლი 18 1 4 13 10-36 7

ბომბარდირები: 13 - ნენე (პარი სენ ჟერმენი), სოუ (ლილი); 10 - ელ-არაბი (კაენი); 8 - გამეირო (ლორიანი), პაიე (სენტ ეტიენი), ლ. ლოპესი (ლიონი); 7 - პუჟოლი (ვალანსიენი), ჟერვინიო (ლილი), ბრაუნი (სოშო).

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა

დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს

რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის