ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ორმა მოიგო, ორმა წააგო, ორი გადაიტანეს

ორმა მოიგო, ორმა წააგო, ორი გადაიტანეს

ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის ევროთასების გათამაშების მეოთხე ტური უიღბლო გამოდგა

ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის ევროთასების გათამაშების მეოთხე ტური უიღბლო გამოდგა. თუ წინა, მესამე ტურში ექვსიდან ექვსივემ მოიგო, ამჯერად გამარჯვებას მხოლოდ ორმა, "ტულონმა" და "აჟენმა" მიაღწია. ორი, "კლერმონი" და "მონპელიე" დამარცხდა, ხოლო, "ბრივისა" და "კასტრის" შეხვედრები სტუმრად, შესაბამისად "სეილ შარქსთან" და "ედინბურგთან", დიდთოვლობის გამო გადაიდო.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" A ჯგუფში ასპარეზობს და სამი ტურის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილზეა. ამ ჯგუფში ორივე შეხვედრა გადაიდო. ევროთასების ორგანიზატორებს ჯერ არ დაუდგენიათ, დიდთოვლობის გამო ჩაშლილი შეხვედრები როდის უნდა გაიმართოს. მეტიც, მსგავსი ფორსმაჟორული ვითარებიდან გამოსავალი გზა რეგლამენტით გათვალისწინებულიც არ არის.

A ჯგუფი

ედინბურგი-კასტრი (გადაიდო), კარდიფი-ნორსჰემპთონი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა

ნორსჰემპთონი - 12 ქულა, კასტრი - 9, კარდიფი - 5, ედინბურგი - 3.

B ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" სტუმრად წააგო ირლანდიურ "ლენსტერთან" - 8:24 და, მიუხდავად იმისა, რომ მეორე ადგილს მაინც ინარჩუნებს, საქმე გაირთულა. აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს. შესაბამისად, დარჩენილ ორ ტურში უმძიმესი ბრძოლებია მოსალოდნელი.

"ვულკანებთან" მატჩში ლენსტერელთა წარმატება შუამარბ ბრაიან ოდრისკოლის ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა, რომელიც გუნდს ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში პარიზულმა "მეტრო რასინგმა" შინ წააგო ინგლისურ "სარასენზთან" - 14:19. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ითამაშეს და მშრალი ანგარიშით 0:16 დათმეს. პარიზელებმა მეორე ნახევარში მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, ტემპს მოუმატეს და ანგარიშში სხვაობის ორ ქულამდე შემცირება შეძლეს - 14:16. თუმცა მატჩის ბოლო წუთზე, სტუმართა მგეზავმა ოუენ ფორელმა საჯარიმოთი "მეტრო რასინგს" მატჩის გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაუწურა.

B ჯგუფი

ლენსტერი-კლერმონი 24:8, მეტრო რასინგი-სარასენზი 14:19

სატურნირო მდგომარეობა

ლენსტერი - 14 ქულა, კლერმონი - 9, მეტრო რასინგი - 9, სარასენზი - 6.

C ჯგუფში ლიდერი დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" გახდა. ჩვენებურის გუნდმა შინ ინგლისური "ლონდონ აირიში" დაამარცხა - 38:17. თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და მშრალი ანგარიშით 17:0 მოიგეს. ქუბრიაშვილმა ორივე სალელოვე შეტევაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. "დუდუ" შერკინებაშიც კარგად იდგა და ახლაზელანდიელ ვიზავის, კლერკ დერმოდის სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

მეორე ტაიმის საწყის ოც წუთში ტულონელებს "ჩაეძინათ". ინიციატივას მთლიანად ლონდონელები დაეუფლნენ და ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 17:17. მასპინძლები ამ უეცარმა ალიყურმა უმალ გამოაფხიზლა და დასკვნით ოც წუთში ვითარების გამოსწორება შეძლეს. "ტულონმა" მეტოქეს კიდევ ორი ლელო გაუტანა, რისთვისაც ერთი საპრემიო ქულაც მიიღო.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში უელსურმა "ოსფრიზმა" შინ ირალნდიური "მანსტერი" დაამარცხა - 19:15 და ლიდერობა დააკარგვინა.

C ჯგუფი

ტულონი-ლონდონ აირიში 38:17, ოსფრიზი-მანსტერი 19:15

სატურნირო მდგომარეობა

ტულონი - 13 ქულა, მანსტერი - 11, ოსფრიზი - 10, ლონდონ აირიში - 5.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში A ჯგუფის ლიდერად ისევ დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" რჩება. ჩვენებურთა გუნდის მატჩი სტუმრად, უშუალო კონკურენტ ინგლისურ "სეილ შარქსთან", დიდთოვლობის გამო გადაიდო. "ბრივს" 14 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ინგლისური კლუბი მას ოთხი ქულით ჩამორჩება.

ამავე ჯგუფში ესპანურმა "ელ სალვადორმა" შინ იტალიურ "პადოვას" მოუგო - 37:16.

B ჯგუფი

სეილ შარქსი-ბრივი (გდაიდო), ელ სალვადორი-პადოვა 37:16.

სატურნირო მდგომარეობა

ბრივი - 14 ქულა, სეილ შარქსი - 10, ელ სალვადორი - 5, პადოვა - 5.

C ჯგუფში მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად წააგო "ბურგუენთან" - 18:36, თუმცა ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.

"მონპელიეს" ამ შეხვედრაში პირველად უკაპიტნა მამუკა გორგოძემ, რომელმაც სრულად ითამაშა. ასევე თავიდან ბოლომდე ითამაშეს ჩხაიძემ და შველიძემ, ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილი განაცხადში არ იყო.

ამავე ჯგუფში, ინგლისურ დერბიში "ნიუკასლმა" შინ მოუგო მეორეადგილოსან "ექსეტერს" - 26:24.

C ჯგუფი

ბურგუენი-მონპელიე 36:18, ნიუკასლი-ექსეტერი 26:24.

სატურნირო მდგომარეობა

მონპელიე - 13 ქულა, ექსეტერი - 11, ნიუკასლი - 8, ბურგუენი - 6.

E ჯგუფში ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" შინ იტალიური "როვიგო" გაანადგურა - 61:11 და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეყლაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 54-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "გლოსტერმა" შინ მოუგო ფრანგულ "ლა როშელს" - 23:12.

E ჯგუფი

აჟენი-როვიგო 61:11, გლოსტერი-ლა როშელი 23:12

სატურნირო მდგომარეობა

აჟენი - 15 ქულა, გლოსტერი - 14, ლა როშელი - 11, როვიგო - 0.

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ მეორე დივიზიონში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ კავთიძის "ლიონმა" შინ მშრალი ანგარიშით 37:0 მოუგო აუტსაიდერ "სენტ ეტიენს". კავთიძე განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ სძლია "ორიაკს" - 28:21. მაგრაქველიძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავას არ უთამაშია.

II დივიზიონი

ოიონაქსი-მონ დე მარსანი 15:9, ბორდო-ოში 28:23, კარკასონი-კოლომიე 32:9, ნარბონი-დაქსი 12:18, ალბი-ექსი 23:6, ტარბი-ორიაკი 28:21, ლიონი-სენტ ეტიენი 37:0, გრენობლი-პო 21:13.

სატურნირო მდგომარეობა

1. ალბი - 53 ქულა, 2. ლიონი - 49, 3. გრენობლი - 45, 4. კარკასონი -43, 5. ბორდო -42, 6. ტარბი - 37, 7. მონ დე მარსანი - 37, 8. ორიაკი - 37, 9. ოიონაქსი - 34, 10. პო - 33, 11. ნარბონი - 33, 12. ოში - 31, 13. კოლომიე - 27, 14. ექსი - 26, 15. დაქსი - 21, 16. სენტ ეტიენი - 11.

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!

RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია