"გვახარებს, რომ "დინამოთი" დაინტერესდა ადამიანი, რომელსაც გააჩნია სურვილიც და შესაძლებლობაც, კლუბს გვერდში ამოუდგეს"
საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისთან" დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს ვაცნობოთ ქართული ფეხბურთის ქომაგებსა და ფართო საზოგადოებას, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოსთვის" ახალი ინვესტორის ძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი ბიზნესმენი, ბატონი რომან ფიფია, დაინტერესდა საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერით და გამოთქვა მზადყოფნა, მოახდინოს დინამოსათვის ყველა საჭირო ფინანსური სახსრების ინვესტირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში საბოლოო შეთანხმება იქნება მიღწეული.

ჩვენის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ "დინამოთი" დაინტერესდა ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სურვილიც და შესაძლებლობაც, რათა კლუბს გვერდში ამოუდგეს. აქვე გვსურს მივცეთ კლუბის ადმინისტრაციას რეკომენდაცია დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა და დამატებითი დეტალების განხილვა", - აღნიშნულია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა