ჩავლილ უქმეებზე ორმა ქართველმა ბერძენ-რომაელმა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ (84), ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა რამაზ ნოზაძემ (96) მადრიდის საერთაშორისო ტურნირში იჭიდავეს...
ჩავლილ უქმეებზე ორმა ქართველმა ბერძენ-რომაელმა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ (84), ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა რამაზ ნოზაძემ (96) მადრიდის საერთაშორისო ტურნირში იჭიდავეს. ეს შეჯიბრება ჩვენებურთა კალენდარში არც იყო, მაგრამ იქ წასვლა ბოლო მომენტში გადაწყდა და თანაც საგანგებოდ ამ დუეტისთვის. მოგეხსენებათ, ტრავმების გამო მათ ძალზე ბევრი გაუცდათ და საშეჯიბრო პრაქტიკა აკლდათ, დეფიციტის შევსება კი მადრიდში გადაწყვიტეს. ამასთან, კვირის ბოლოს ორივე იჭიდავებს ბაქოში, `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირში.

ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიასთვის ესპანეთში შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, ბიჭებს რაც შეიძლება მეტი შეხვედრა მოეგოთ, ანუ სტარტი მიეღოთ. ამ მხრივ კვირკველიამ სრულად გაუმართლა - ჩემპიონი გახდა, ნოზაძემ კი პირველივე შეხვედრაში ადრე ნატკენი ფეხი გაიმიზეზა და ახალგაზრდებში რუმინელ ევროპის ჩემპიონ რობერტ ალექსანდრ პაპთან დამარცხდა.

კვირკველიას ამ ჯერზე წონა არ დააკლებინეს - 4 კილოგრამამდე აქვს დასაკლები და ზედა წონაში აჭიდავეს. საბედნიეროდ, ჩვენი ნაკრების ლიდერმა გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. სამივე ტურნირში (ქალები, ბერძენ-რომაელები და ~თავისუფლები~) 35 ქვეყანა მონაწილეობდა და მთლად სუსტიც არ იყო, მაგრამ ბევრი ძლიერი ფალავანი მაინც აკლდა. ამის მიუხედავად, კვირკველიას გამოსვლა ყოველმხრივ დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ხარისხიანად, დამაჯერებელად, იჭიდავა. დარჩიას სიტყვით, მას ძალიან წაადგა სომხურ წახკაძორში გავლილი ფიზმომზადების შეკრება და მთელი შეჯიბრება შემტევი სტილით ჩაატარა. მის აგრესიას ჯერ იტალიელი ტომაზო ზენერე ემსხვერპლა, მერე - ფინელი პეკა რაინტამაკი, ფინალში კი შვედ კრისტოფერ ლიურიგბაკს პირველი პერიოდი ქულებით სუფთად მოუგო - 6:0, მეორეში კი 5:0 აჯობა. მან წინა ორი მეტოქეც ასევე ძირითად დროში დაამარცხა, თუმცა, იტალიელისგან განსხვავებით, ფინელთან ორივე პერიოდში თითო ქულა დაკარგა - 2:1; 3:1. მთავარია, რომ მან სტარტი მიიღო, კვირას კი ბაქოშიც იჭიდავებს.

ალბათ, ბაქოში ნოზაძეც იასპარეზებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ნაკრებში იმედოვნებენ, რომ ტრავმა არაა საშიში და იქ ხელს არ შეუშლის. ბარემ აქვე ბაქოში წამსვლელთა სრულ სიასაც შემოგთავაზებთ. `თავისუფალთაგან~ იქ გამოვლენ ბესარიონ გოჩაშვილი, ლაშა ლომთაძე, ამირან ელბაქიძე (55), მალხაზ ქურდიანი, მალხაზ ზარქუა, გიორგი ბალიაშვილი (60), შალვა მუზიაშვილი, პაატა ნოზაძე, გოგა ხუჭუა (66), გელა საღირაშვილი, ოთარ ურატაძე, მარადი ზოიძე (74), დავით მარსაგიშვილი, არჩილ ქიტიაშვილი, თორნიკე სვანიძე (84), გიორგი გოგშელიძე, ბელდუხ გავაშელიშვილი, დაჩი ქერაშვილი (96), ლევან ბერიანიძე, დავით მოძმანაშვილი, კობა კერესელიძე (120), ბერძენ-რომაელთა ტურნირში კი ლაშა გოგიტაძე, ზურაბ კეკელიძე, მინდია წულუკიძე (55), რევაზ ლაშხი, გოგა გოგიბერაშვილი (60), ანტონ მამაგეიშვილი, მუხრან მაჭუტაძე, საჩინო დავითაია (66), გიორგი ცირეკიძე, გენადი გოგიშვილი, შმაგი გულიაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე, აკაკი ჯოხაძე (84), ვასილ იმერლიშვილი, იოსებ ჯაბიძე, სერგო ნინუა (96), ოთარ ბოლქვაძე, გურამ ფერსელიძე, სერგო გოგისვანიძე (120) იჭიდავებენ. ოღონდ `თავისუფლებში~ მარსაგიშვილს, სავარაუდოდ, ბექა ჭელიძე შეცვლის, რაკიღა დავითს სულ მალე ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობა ელის. ამავე მიზეზით ბერძენ-რომაელთაგან ვერც იმერლიშვილი და გოგიბერაშვილი იჭიდავებენ- პირველს ნოზაძე შეცვლის, მეორეს - ირაკლი ჭოჭუა. ჯერაც პაციენტ გულიაშვილის ნაცვლად კვირკველია იასპარეზებს, თუმცა მანუჩარი, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, პერსონალურადაა მიწვეული, დავითაიას ნაცვლად კი მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია გამოვა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა