28 წლის კანადელ ჟან პასკალსა და 45 წლის ამერიკელ ბერნარდ ჰოპკინსს შორის კვებეკში გამართული ბრძოლა ფრედ დასრულდა

გასულ უქმეებზე გამართული ბრძოლებიდან ყველაზე საინტერესო შეხვედრის შესახებ ჩვენ უკვე მოგახსენეთ - კუბელმა ოდლანიერ სოლისმა ამერიკელი რეი ოსტინი დაამარცხა და სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის უფლება მიიღო. თუმცა კვირას გაიმართა კიდევ ერთი ბრძოლა, რომელმაც ასევე მიიპყრო კრივის მოყვარულთა ყურადღება.

კვებეკეში (კანადა) ნახევრადმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი, 28 წლის კანადელი ჟან პასკალი ტიტულს იცავდა სახელოვანი ამერიკელი ვეტერანის, 45 წლის ბერნარდ ჰოპკინსის წინააღმდეგ.

პირველ რაუნდში კეფაში დარტყმის შემდეგ ამერიკელი რინგზე დაეცა და მისი აქტიური პროტესტის მიუხედავად, რეფერიმ ნოკდაუნი მაინც ჩათვალა. მესამე რაუნდში კანადელმა გაიმეორა ეს წარმატება, მაგრამ ჰოპკინსის არც ამჯერად დაუკარგავს კონცენტრაცია და აგრძელებდა შეტევებს.

მეოთხე რაუნდში ჰოპკინსი ისევ რინგზე აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად მსაჯმა ნოკდაუნი არ დააფიქსირა, რადგან პასკალმა კვლავ კეფაში ჩაარტყა მეტოქეს და გაფრთხილებაც მიიღო. მეექვსე და მეშვიდე რაუნდში კანადელმა აქტიურობას უკლო და ჰოპკინსმა ეს რაუნდები დამაჯერებლად მოიგო. მე-11 რაუნდში უკვე პასკალი დაეცა, მაგრამ ამერიკელმა დარტყმასთან ერთად ხელი უბიძგა მოწინააღმდეგეს და რეფერიმ ამის გამო ნოკდაუნი არ ჩათვალა.

ბოლო რაუნდებში ჰოპკინსმა მისი ასაკისთვის გასაოცარი აქტიურობა აჩვენა და სრულ უპირატესობას ფლობდა. სტატისტიკის მიხედვით, პასკალმა 353-დან 105 ზუსტი დარტყმა განახორციელა, ჰოპკინსმა - 171 ზუსტი დარტყმა 445-დან. ერთმა მსაჯმა უპირატესობა ჰოპკინსს მიანიჭა - 114:112, დანარჩენმა ორმა ფრე დააფიქსირა - 114:114, 113:113. მსაჯთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბრძოლის საბოლოო შედეგად ფრე გამოცხადდა. შეხვედრის შემდეგ ჰოპკინსმა მსაჯების გადაწყვეტილებას "ყაჩაღობა" უწოდა, პასკალმა კი თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზად არის ჰოპკინსს რევანშის საშუალება მისცეს.

24-საათიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილედან გაუშვეს ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი. ცნობილი ამერიკელი ყოველგვარი გირაოს შეტანის გარეშე გაანთავისუფლეს, თუმცა ლას ვეგასის ერთ-ერთი კაზინოს მცველის ცემის საქმე არ დახურულა და მეივეზერს მალე სასამართლოში მოუწევს გამოცხადება.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა