იტალიის ვალ გარდენასა და საფრანგეთის ვალ დ'იზერში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპები გაიმართა

იტალიის ვალ გარდენასა და საფრანგეთის ვალ დ'იზერში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპები გაიმართა. ამჯერადაც მოთხილამურეები ჩქაროსნულ დისციპლინებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. უქმეების ყველაზე საინტერესო სტარტი ქალებს შორის სუპერკომბინაცია იყო, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

იტალიაში კაცები შეიკრიბნენ. სწრაფდაშვებაში ფავორიტად ავსტრიელი მიხაელ ვალჰოფერი მიიჩნეოდა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და წინა დღეს სუპერ-გიგანტი მოიგო. მაგრამ სწრაფდაშვებისას ავსტრიელმა ტრამპლინების გავლისას მცირე შეცდომები დაუშვა და მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

უძლიერესთა ჯგუფიდან ბოლო შვეიცარიელი დიდიე კუში დაეშვა და საუკეთესო დროის ჩვენების შემდეგ ეს მოთხილამურე წინასწარ გამარჯვებულად გამოაცხადეს. მაგრამ 23-ე ნომერმა სილვან ცურბრიგენმა ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა. შვეიცარიელი არასოდეს მიიჩნეოდა ჩქაროსნული ეტაპების სპეციალისტად, მაგრამ აქ მთელი დისტანცია უშეცდომოდ გაიარა და მოიგო ვალ გარდენას რთული და კლასიკური ეტაპი.

დიდიე კუშმა ვერც მეორე ადგილი შეინარჩუნა - მესამე პოზიციაზე ჩამოაქვეითა ნაკლებად ცნობილმა ავსტრიელმა რომედ ბაუმანმა.

სამაგიეროდ, მეორე დღეს კანონზომიერი შედეგი დაფიქსირდა. სეზონში მესამედ გაიმართა გიგანტური სლალომი და მესამედ ამ დისციპლინაში ამერიკელმა ტედ ლიჯეტიმ გაიმარჯვა. მისი მთავარი მეტოქე ფრანგი სიპრიენ რიშარი აღმოჩნდა, რომელიც პირველი ცდის შემდეგ დაწინაურდა, მაგრამ ცნობილია, რომ ლიჯეტი უფრო კარგად მეორე ცდას გადის. ასე მოხდა ამჯერადაც და საბოლოოდ ამერიკელმა რიშარს 14 მეასედი წამი მოუგო, რამაც საერთო ჩათვლაში ლიდერობა მოუტანა.

მესამე ადგილი სენსაციურად მოიპოვა ფრანგმა ტომას ფანარმა, ვინც მეორე ცდაზე საუკეთესო დრო აჩვენა. ვეტერანი ფრანგისგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა. მეხუთე იყო სეზონის აღმოჩენა, ჩეხი ონდრეი ბანკი. ის საკმაოდ სტაბილურ შედეგებს აჩვენებს და სულ მალე, ალბათ, მზად იქნება პოდიუმისთვის საბრძოლველად.

საფრანგეთის ვალ დ'იზერში კი მთელმა ეტაპმა ერთი სპორტსმენის დომინირებით ჩაიარა. ამერიკელმა ლინდსი ვონმა, როგორც იქნა, ოპტიმალური ფორმა აკრიფა და უქმეები დუბლით დაასრულა. პირველ დღეს, ლინდსის საყვარელ დისციპლინაში - სწრაფდაშვებაში ამერიკელისა და მარია რიშის დუელს ელოდნენ. წელს გერმანელმა პირველი ორი სწრაფდაშვება მოიგო, რითაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ვონის რეპუტაციას.

მაგრამ ფრანგულ პუბლიკას იმედი გაუცრუვდა. რიშმა უბრალოდ ჩააგდო ეტაპი და ამას არანაირი ახსნა არ მოეძებნებოდა - 24-ე ადგილი და 2-წამიანი ჩამორჩენა ვონთან.

მსოფლიოს თასის მოქმედი ჩემპიონი ტრასაზე უკონკურენციოდ და საბოლოოდ, უახლოეს მდევარს ნახევარ წამზე მეტი მოუგო.

მეორე დღეს სუპერკომბინაცია იყო დანიშნული და უპირველეს ფავორიტად სამართლიანად მიიჩნევდნენ მარია რიშს, რომელიც საუკეთესო უნივერსალია, ხოლო სლალომში ამ მომენტისთვის საუკეთესოა მსოფლიოში. მაგრამ, როგორც ჩანს, რიშმა გასაღები ვერ მოუძებნა ვალ დ'იზერში სწრაფდაშვების ტრასას და ამჯერადაც საუკეთესო ათეულის მიღმა აღმოჩნდა, რითაც ვონმა კარგად ისარგებლა.

მეორე ცდაზე სლალომში გერმანელმა დაიბრუნა დაკარგული, მაგრამ მისი მონდომება და ტემპი მხოლოდ მეხუთე ადგილზე გასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი. გამარჯვებულის საკითხზე კი ეჭვი არავის შეუტანია - ვონმა შეინარჩუნა სწრაფდაშვებაში მოპოვებული უპირატესობა და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ამერიკელმა ვალ დ'იზერში დუბლი შეასრულა და ამის წყალობით სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლას - ის ყოფილ ლიდერს მარია რიშს სამ ქულას უგებს.

ვალ დ'იზერი (საფრანგეთი)

ქალები

სწრაფდაშვება

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 1:51.42; 2. ნადია კამერი (შვეიც) - +0.68; 3. ლარა გუტი (შვეიც) - +0.80; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +0.96; 5. ინგრიდ ჟაკემო (საფ) - +1.19; 5. იოჰანა შარფი (იტა) - +1.19.

სუპერკომბინაცია

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 2:07.80; 2. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +0.46; 3. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - +0.69; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0.77; 5. მარია რიში (გერ) - +1.25; 6. მიხაელა კირხგასერი (ავსტრია) - +1.44...

საერთო ჩათვლა

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 581 ქულა; 2. მარია რიში (გერ) - 578; 3. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 366; 4. ჯულია მანკუზო (აშშ) - 284; 5. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 276; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - 273...

ვალ გარდენა (იტალია)

კაცები

სწრაფდაშვება

1. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 1:57.21; 2. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - +0.06; 3. დიდიე კუში (შვეიცარია) - +0.10; 4. კლაუს კრელი (ავსტრია) - +0.11; 5. მიხაელ ვალჰოფერი (ავსტრია) - +0.35; 6. გულიემო ფაიე (საფ) - +0.57...

გიგანტური სლალომი

1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 2:31.99; 2. სიპრიენ რიშარი (საფ) - +0.14; 3. ტომას ფანარა (საფ) - +0.55; 4. დიდიე კუში (შვეიცარია) - +1.16; 5. ონდრეი ბანკი (ჩეხ) - +1.30; 6. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - +1.32...

საერთო ჩათვლა

1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 321 ქულა; 2. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 315; 3. დიდიე კუში (შვეიცარია) - 294; 4. მიხაელ ვალჰოფერი (ავსტრია) - 294; 5. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 281; 6. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 259...

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა