სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა გულშემატკივრებს 2011 წლის სეზონისთვის მზადების შესახებ უამბო

სერბმა ჩოგბურთელმა ანა ივანოვიჩმა გულშემატკივრებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 2011 წლის სეზონისთვის მზადების შესახებ უამბო. ავსტრალიური სერიის ტურნირებისთვის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ფიტნესის მწვრთნელ მარია ლოიანიჩთან ერთად ვარჯიშობს.

"სეზონისთვის კარგად მომზადების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვარჯიშების მრავალფეროვნებაა, - მიიჩნევს 2008 წლის როლან გაროსის ჩემპიონი. - პროგრამაში უნდა შეიტანო რაც შეიძლება მეტი სავარჯიშო, თანაც სპორტის სხვადასხვა სახეობიდან. მაგალითად, რეგულარულად ვთამაშობ პლაჟის ფრენბურთსა და კალათბურთს. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა, რადგან ვარჯიშები ბუნების წიაღში მიმდინარეობს.

თუმცა არც სპორტდარბაზში ვარ მოწყენილი. იქ მაგალითად, მუსიკის თანხლებით იოგას ვარჯიშებს ვაკეთებ, გარდა ამისა, მომზადების პროგრამაში შევიტანე კრივის ელემენტები.

რა თქმა უნდა, ტრადიციული ვარჯიშებიც არ მავიწყდება: დიდ დროს ვატარებ ტრენაჟორებთან, კერძოდ, სარბენ ბილიკზე, მაგრამ ეს ყველაზე მოსაწყენი ვარჯიშია, არატრადიციული უფრო მომწონს".

როგორც იცით, უკვე დიდი ხანია კრივის ელემენტები აქვს შეტანილი თავის მოსამზადებელ პროგრამაში დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა