ქართველი გამთამაშებლის "ტარტუ როკმა" ტალინის "კალევთან" ბალტიის ლიგაზე საშინაო მარცხი იწვნია
"ტარტუ როკმა" მარადიულ მეტოქესთან, "კალევთან" ბალტიის ლიგაზე ითამაშა. შეხვედრა ტარტუს დარბაზში გაიმართა და ადგილობრივი გულშემატკივარი "როკერების" გამარჯვებას ელოდა. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა, პირველივე პერიოდიდან უპირატესობას ტალინელები დაეუფლნენ. მათ საწყისი მეოთხედი 27:19 მოიგეს. მეორე და მესამე ათწუთეულებში ტარტუელებმა მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს, თუმცა მეოთხე რაუნდში დაღმასვლას თავი ვერ აარიდეს (19:26) და საბოლოოდ ისეთივე ანგარიშით დამარცხდნენ, როგორითაც შაბათს თბილისში "სამედიცინომ" სტუ-სთან წააგო - 80:90.

ცინცაძესთან დაკავშირებული ავტოინციდენტის კომენტირებისას "როკის" მწვრთნელმა, ინდრიკ ვესპაანუმ აღნიშნა - ქართველი გამთამაშებელი ძველ ფორმას იბრუნებსო. ჰოდა, ცინცაძე "კალევთან" მატჩში სასტარტო ხუთეულში დააყენა და 25 წუთიც ათამაშა. "როკის" მე-8 ნომერმა, გიორგიმ მონაგარში, პოზიტივის გრაფაში 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

უარყოფითში - 5 ფოლი და 1 შეცდომა. მეოთხე პერიოდის მეხუთე წუთზე ცინცაძემ ორქულიანით სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა, თუმცა საპასუხო შეტევაში "როკს" დორბეკის სამქულიანი გაეპარა. მომდევნო იერიშისას "ბუს" (ცინცაძის მეტსახელი) მორიგი ორქულიანით ჩამორჩენა 6-მდე შემცირდა (72:78). დარჩენილ ოთხ წუთში "კალევმა" მასპინძლებს თამაშის შემოტრიალების უფლება აღარ მისცა და ათქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

ბალტიის თასის ცხრილში "ტარტუ როკი" მეოთხე ადგილზეა - 7 მოგება, 4 წაგება. პირველია ლატვიური "ვენტსპილსი", რომელსაც 11 ტურის შემდეგ 9 გამარჯვება აქვს.

"როკერების" უახლოესი შეხვედრა დღეს იგეგმება, ევროჩელენჯზე პორტუგალიის "ბენფიკას" უმასპინძლებენ. ეს ცინცაძის თანაგუნდელთათვის პრესტიჟის მატჩია, რადგან ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი მოგება აქვთ და მომდევნო ეტაპზე გამსვლელ ორეულში ვეღარ მოხვდებიან.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა