ბელგრადელებმა ჯერ ევროლიგაზე მოსკოვის ცსკა, შემდეგ კი სერბეთის "ცრვენა ზვეზდა" დაამარცხეს

გიორგი შერმადინის "ოლიმპია" ვარსკვლავებს დაერია, თანაც "წითელ ვარსკვლავებს" - ჯერ ევროლიგაზე მოსკოვის ცსკა დაამარცხა, შემდეგ სერბეთის "ცრვენა ზვეზდა". ბელგრადელებს რუსებზე უკეთესი დღე არ დაადგათ, სლოვენიელებმა მათ 80:67 სძლიეს.

საქართველოს ნაკრებისა და "ოლიმპიას" ცენტრმა შერმადინმა 8 წუთი ითამაშა და თითო ქულა-მოხსნა მოაგროვა. მან მეტოქეებს წესები ორჯერ დაარღვევინა, თავადაც ორჯერ დაჯარიმდა და ამდენივე შეცდომა დაუშვა.

12 ტურის შემდეგ "ოლიმპია" ადრიატიკის თასის სატურნირო ცხრილში პირველობას ჩერნოგორიულ "ბუდუჩნოსტთან" ინაწილებს. მათ 8-8 მოგება აქვთ. სხვათა შორის, სლოვენიელებს ერთადერთი საშინაო მარცხი სწორედ "ბუდუჩნოსტმა" აგემა. ადრიატიკის ლიგის მე-13 ტურში "ოლიმპია" სერბულ "რადნიჩკის" 24 დეკემბერს ეწვევა, მანამდე კი ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს ჩაატარებს - ესპანურ "ვალენსიას" სტუმრად ეთამაშება (22 დეკემბერს).

ქართველი ლეგიონერების შესახებ ინტერნეტ-სივრცეში ყოველდღიურად ახალ ინფორმაციებს ვეძებთ. გუშინ მოულოდნელი სათაური აღმოვაჩინეთ - "ბოისა ბარსელონაში". მოგეხსენებათ, "ოლიმპიას" გამოცდილი ფორვარდი ვლადიმერ ბოისა ამჟამად ტრავმირებულია. იგი მოედანზე დაბრუნებას იანვრისთვის აპირებს. რაც შეეხება სათაურს, "ბოისა ბარსელონაში", გამოცემა "კოჩინა ინტეგრალში" კალათბურთზე სულაც არ იყო ლაპარაკი - თურმე, ბარსელონაში გაიხსნა ცენტრი "ბოისა", რომლის მიზანია, ხალხს სწორი კვებით ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა