კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი გაწვრთნის
კიევის "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რუსი იური სიომინი გახდება. სურკისის თქმით, ამჟამად სიომინთან მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, კონტრაქტის გაფორმება კი ხუთშაბათს, 23 დეკემბერსაა დაგეგმილი.

სურკისმა სიომინის მოწვევის შესახებ უკრაინული ტელეარხის, ''2+2''-ის ეთერში განაცხადა. "დინამოს" პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი ყველაფერს მიიღებს, რაც მას გუნდის გაძლიერებისთვის დასჭირდება. სურკისმა სიომინს შედეგების მიღწევაში დახმარება აღუთქვა.

2010/11 წლის სეზონის მთავარ ამოცანად სურკისმა ევროპის ლიგაში "ხარისხიანი ფეხბურთის" თამაში დაისახა. თებერვალში ამ ტურნირის 1/16 ფინალში "დინამო" თურქულ "ბეშიქთაშთან" ითამაშებს. კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიეველები ჩემპიონატში და უკრაინის თასზე იბრძოლებენ. "მჯერა, რომ სიომინი გუნდს ახალ სიმაღლეზე აიყვანს", - თქვა სურკისმა. ქვეყნის ჩემპიონატში "დინამო" "შახტარს" 12 ქულით ჩამორჩება.

სიომინი კიევის "დინამოს" 2008 წლის იანვრიდან 2009 წლის მაისამდე თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით კიეველებმა უკრაინის ჩემპიონატი მოიგეს და უეფას თასის ნახევარფინალში გავიდნენ. 2009 წლის მაისში სიომინი მოსკოვის "ლოკომოტივს" ჩაუდგა სათავეში, მაგრამ წელიწადნახევრის განმავლობაში რაიმე სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია. ნოემბრის ბოლოს სიომინი "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი იური კრასნოჟანი გახდა.

კიევის "დინამოში" სიომინი ოლეგ ლუჟნის შეცვლის. ის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ასრულებდა, როდესაც ვალერი გაზაევი გაათავისუფლეს.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა