ტურის გმირად ურუგვაელი ედისონ კავანი აღიარეს, რომელზეც ნეაპოლში უკვე ლექსებს და სიმღერებს თხზავენ

2010 წლის ბოლო, ანუ მიმდინარე სეზონის XVII ტურში რამდენიმე მეტად საინტერესო პაექრობა გაიმართა, ერთი შეხვედრა კი გადაიდო. დიდთოვლობის გამო "სტადიო მარასი" მოუმზადებელი შეხვდა გენუურ დერბის და შესაბამისად, ფედერკალჩომ თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობის გამო, ვერც "ინტერმა" გამართა თავისი პაექრობა "ფიორენტინასთან". ასე რომ, დღეს ნაკლული ტურის შეჯამება მოგვიწევს.

ტურის სიმბოლური ნაკრები

სერენი (ბრეშა) - ნ. ბურდისო (რომა), ჟუანი (რომა), ლუკარელი (პარმა), გროსო (იუვენტუსი) - გატუზო (მილანი), ერნანესი (ლაციო), კონსტანტი (კიევო) - სანჩესი (უდინეზე), კავანი (ნაპოლი), კვალიარელა (იუვენტუსი).

სიმბოლურ ნაკრებში არაერთი ფეხბურთელი მოხვდა დამარცხებული გუნდიდან, რაც იშვიათი და ერთობ გასაკვირი ამბავი გახლავთ. მაგალითად, სანჩესი "უდინეზედან" და გატუზო "მილანიდან". როგორც ჩანს, ჯენარომ უშუალო მოვალეობებს თავი შესანიშნავად გაართვა და მისი გუნდის "რომასთან" მარცხში ბრალი არ მიუძღვის. რინო პირველად მოხვდა სიმბოლურ გუნდში, არადა, აქამდე არაერთ ისეთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გამარჯვებული დარჩა. მესამეჯერ მოხვდა სიმბოლურში ედისონ კავანი, მოთამაშე, რომელზეც ნეაპოლში უკვე ლექსებს და სიმღერებს თხზავენ. ურუგვაელი გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა და ისეთი გოლი გაუტანა "ლეჩეს", საცოდაობა იქნებოდა, რომ თერთმეტ საუკეთესო ფეხბურთელში არ მომხვდარიყო.

ტურის გმირი

ედისონ კავანის გოლის შესახებ აქ უფრო დეტალურად ვისაუბროთ, რადგან ტურის გმირი სწორედ ურუგვაელი გახლავთ. შეხვედრის 93-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, დაახლოებით 15 მეტრი გაირბინა, გზად ერთი მცველი ჩამოიცილა და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში ჩაჭედა - ეს იყო ფანტასტიკური გოლი, რომელმაც "ნაპოლის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა[VIDEO]. სწორედ ამ გოლის დამსახურებაა ის, რომ "ნაპოლი" შობა-ახალწელიწადს სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე შეხვდება.

აქვე, კავანის კომენტარი: "ბევრს უკვირს რატომ გავრისკე და როგორ დავარტყი ბოლო წუთზე ასეთი შორი დისტანციიდან. სიმართლე გითხრათ, ეს მეც არ ვიცი და ალბათ სხვა სიტუაციაში, ათიდან ცხრა შემთხვევაში პასის გაკეთებას ვამჯობინებდი. ყველაფერი სპონტანურად მოხდა, კარგი ტემპი ავკრიფე, ვიგრძენი, რომ ბურთი კარგად მაჯდებოდა ფეხზე და კარის ერთი კუთხეც დაუცველი მომეჩვენა - საბედნიეროდ, კარში დარტყმის გადაწყვეტილება მივიღე".

ამასობაში...

ამასობაში, "ინტერის" თავს ხდება რაღაც ძალიან უცნაური და გაუგებარი. "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაფაელ ბენიტესი უკვე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და სავარაუდოდ, მის ნაცვლად "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტი დაინიშნება. თუმცა, თავად ესპანელი უარყოფს გავრცელებულ ხმებს და დაჟინებით ამტკიცებს, კვლავაც "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი გახლავართო.

პრესასთან ურთიერთობას გაურბის მასიმო მორატი, თუმცა რაც თქვა, იმაზე მიუთითებს, რომ ბენიტესს "ინტერში" აღარაფერი ესაქმება. კითხვაზე, ვინ შეცვლის რაფას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დღეს ამაზე საუბარი გაუჭირდება და მოსაფიქრებლად გარკვეული დრო მოითხოვა. ის, რომ კითხვის შინაარსი მორატიმ არ უარყო, ერთგვარი დადასტურებაც გახლავთ გავრცელებული ინფორმაციის. ვნახოთ, უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ტურის ფრაზა

აურელიო დე ლაურენტისი (ნაპოლის პრეზიდენტი): "კავანი ჩვენი კეთილი ჯადოქარია, რომელსაც ყველაზე რთულ მომენტშიც კი შეუძლია საჩუქრების გუდაში ხელი ჩაყოს და ყველანი აღფრთოვანებაში მოგვიყვანოს".

ტურის ციფრები და ფაქტები

- "მილანს" ყველა საშინაო შეხვედრაში გააქვს გოლი 2009 წლის 13 დეკემბრიდან მოყოლებული;

- 2010 წელს "რომამ" ყველაზე მეტი ქულა დააგროვა სერია A-ს პაექრობებში - 81;

- 2010 წლის სამი საუკეთესო მეგოლე სერია A-ში: ანტონიო დი ნატალე (27), ედისონ კავანი (19), მარკო ბორიელო (17);

- "იუვენტუსს" უკვე 18 ოფიციალური თამაშია, რაც არ წაუგია.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა