პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში თბილისის მერიის თასის ღია გათამაშება დასრულდა

ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში გუშინ სეზონის ბოლო შეჯიბრებაც დასრულდა - თბილისის მერიის თასის ღია გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელშიც უცხოელთაგან მხოლოდ ერთი სტუმარი - ბელარუსი სპორტსმენი გამოდიოდა (სულ 45 მონაწილე).

გუშინ მხოლოდ ბიჭების ასპარეზობა იყო დარჩენილი, რადგან დანარჩენ სახეობებში გამარჯვებულები წინა დღეებში გამოვლინდნენ. ისევე, როგორც გოგოებში, ამ ასაკის ვაჟებშიც ქუთაისელმა სპორტსმენმა დავით სულაქველიძემ იმარჯვა, დანარჩენი მედლები კი თბილისელებმა მოიპოვეს. ვერცხლი ჩვენი სახელოვანი მესტენდურის, მსოფლიოს ჩემპიონ თამაზ იმნაიშვილის ვაჟმა თენგიზ იმნაიშვილმა ირგუნა, ბრინჯაო - ომარ სანოძემ.

შეგახსენებთ, რომ გოგოებში ქუთაისელმა ნინო ფანჩულიძემ გაიმარჯვა, ქალებში ჩემპიონობა კვლავაც ნინო სალუქვაძემ მოიპოვა, ვაჟებში კი ლევან ქადაგიძემ გაიმარჯვა.

ახლა ჩვენების უახლოესი სამიზნე მიუნხენის საერთაშორისო ტურნირია, რომელიც 25-30 იანვარს გაიმართება. ისიც მხოლოდ პნევმატური იარღიდან სროლაში ჩატარდება, რადგან ამავე დისციპლინაში მარტში გასამართი ევროპის პირველობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. იქ საკმაოდ მოზრდილი, ქართული ტყვიის სროლის რეალობისთვის უჩვეულოდ დიდი გუნდის გაგზავნა იგეგმება, მაგრამ ჯერ ფედერაციის ბიუჯეტი არაა დამტკიცებული და რამდენ კაცს დააფინანსებენ, ამ ეტაპზე არაა ცნობილი. ფედერაციას იქ სალუქვაძესთან ერთად, ახალგაზრდების გაგზავნაც სურს. ამ ეტაპზე გუნდის წინასწარ განაცხადში სალუქვაძე, ქადაგიძე, სულაქველიძე, იმნაიშვილი, ფანჩულიძე, თეონა იაშვილი, ანა გაგილაძე და ნია ხაჩიძე შედიან.

ფედერაციის სურვილი გასაგებია - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გამოსცადოს, თუმცა ისეთებს არჩევს, რომლებიც დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებენ. მაგალითად, ფანჩულიძემ ამ ტურნირზე 370 ქულა დაიმსახურა, მისი საუკეთესო შედეგი კი 374-ია. ეს ისეთი მაჩვენებელია, მსოფლიოს თასებზე ან ასეთ დიდ ტურნირებზეც კი ფინალში შესვლაზე ფიქრის საშუალებას რომ გაძლევს.

ამავე ტურნირზე გაგილაძემ და იაშვილმა 366-366 ქულა დააგროვეს. ამ შედეგით ფინალზე და წარმატებაზე ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ ისინი ახალგაზრდები არიან. ასაკით ხაჩიძეც პატარაა, თუმცა ურიგოდ არ ისვრის. რაც მთავარია, შედეგების მოსამატებლად აუცილებლად სჭირდებათ ხშირი საშეჯიბრო პრაქტიკა. ბოლოს და ბოლოს, უფროსთა ტურნირებში თუ არა, ახალგაზრდებში მაინც გამოვლენ წარმატებით. ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ფანჩულიძემ შარშან თავისი ზემოაღნიშნული რეკორდიც იმავე შეჯიბრებაში დაამყარა მიუნხენში. მაშინ ისეთ კარგ შედეგს (ამდენს ხშირად ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრები ვერ აგროვებენ), არც მისგან ელოდნენ, მაგრამ იმის შემდეგ სტაბილურად დამკვიდრდა 370-იან ზონაში. ახლა მას პროგრესისთვის, რაც შეიძლება მეტ ტურნირში გამოსვლა სჭირდება.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა