”ბენიტესს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ერთი სამადლობელო სიტყვა არ წამოსცდენა. გინდა თუ არა, ეს წარმატება ხომ მე შევუქმენი მას"

გუშინ კი დავწერეთ, რომ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა ახალ, "სიჩუმის ტაქტიკას" მიმართა და ამიტომ არ გამოცხადდა სამეფო თასისწინა პრესკონფერენციაზე, მაგრამ აბა განსაკუთრებულს რა გააჩერებდა და ჟოზე მოურინიო კიდევ ერთხელ გადაწვდა "ინტერის" აწ უკვე ყოფილ თავკაც რაფა ბენიტესს. "რაში მაინტერესებს, როდის ან რატომ მოხსნიან ბენიტესს? ჩემთვის საინტერესო მხოლოდ "ინტერია", კლუბის პრეზიდენტი, მეგობრები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები, მათ ორი წლის განმავლობაში ყველაფერი მომცეს და ამას ვერ დავივიწყებ. მსურს "ინტერმა" ყველაფერი მოიგოს ჩემპიონთა ლიგის გარდა, რადგან ლიგაზე "რეალი" მონაწილეობს. რაფაზე რა ვთქვა? სათქმელიც არაფერია, საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ერთი სამადლობელო სიტყვა არ წამოსცდენია. გინდა თუ არა, ეს წარმატება ხომ მე შევუქმენი მას", - განუცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა "გაძეტა დელო სპორტს".

ამ გამოცემასთან ინტერვიუში მან სხვა თემებზეც ილაპარაკა, მაგალითად, "ინტერში" დაბრუნების ალბათობაზე: "არ ვიტყვი, რომ ეს გამორიცხულია, თუმცა არც იმას ვიტყვი, რომ საერთოდ გამორიცხულია, რომელიმე სხვა კლუბში გადავიდე. რა თქმა უნდა, "ინტერი" პირველი იქნება, მაგრამ, ვიმედოვნებ, გუნდს არ დავჭირდები. თუკი ვჭირდები, ესე იგი ცუდ გზას დაადგნენ, ეს კი მე ნამდვილად არ მსურს. ჩემი მომავალი იტალიაში ან ინგლისში მესახება". მოურინიომ უარყო, რომ "რეალში" პრობლემები გაუჩნდა და მოკლედ მოჭრა: "მე პრობლემები არასოდეს მაქვს".

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა