რუსთავის "ოლიმპის" ფეხბურთელებს ჰოლანდიაში, მერაბ ჟორდანიას კუთვნილ არნემის "ვიტესში", ახალი წლიდან ელიან

რუსთავის "ოლიმპის" ფეხბურთელებს ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბში გასასინჯად იწვევენ. ლაპარაკია საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" აღზრდილებზე, ცენტრალურ მცველ დათი ხოჭოლავასა და ფლეიმეიკერ ვაკო ყაზაიშვილზე - მათ მერაბ ჟორდანიას კუთვნილ არნემის "ვიტესში" ახალი წლიდან ელიან.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ორივე წევრი 17 წლისაა და წლეულს გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა გუნდში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშეს. ხოჭოლავამ "ოლიმპის" რიგებში უმაღლესი ლიგის ორი შეხვედრა ჩაატარა, ყაზაიშვილმა კი - შვიდი. ამ უკანასკნელმა ელიტრაუნდის სამ მატჩში ორი გოლიც გაიტანა. ყაზაიშვილი 21 დეკემბერს "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ სუპერთასის მატჩში "ოლიმპის" ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ და ასაკის კვალობაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ამ შემთხვევაში ჰოლანდიური კლუბი მოლაპარაკებას აწარმოებს არა რუსთავულ კლუბთან, არამედ საფეხბურთო აკადემია "ოლიმპთან". ორივე ფეხბურთელი აკადემიაში გაიზარდა და ქვეყნის ჩემპიონის რიგებში სკოლასა და კლუბს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე თამაშობენ.

როგორც გვითხრეს, ხოჭოლავა და ყაზაიშვილი ჰოლანდიელებს 8 იანვარს ანთალიურ შეკრებაზე გაჰყვებიან. თუმცა დეტალები 29 დეკემბრამდე გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ "ვიტესში" ვარჯიშობს მათი ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ჭანტურია და ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია.

კლუბის ყიდვის შემდეგ მერაბ ჟორდანიას "ვიტესში" ლამის ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის გასიჯვა შესთავაზეს. შეგახსენებთ, რომ არნემში მიწვევა "ლელოსთან" დაადასტურეს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მცველმა საბა კვირკველიამ, ტალინის "ფლორას" ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა და დონეცკის "შახტარის" ფლეიმეიკერმა თორნიკე ოქრიაშვილმა.

სხვათა შორის, "ვიტესში" ჩვენებურთაგან პირველმა ქართველმა ებრაელმა, ჰაიმ მეგრელიშვილმა ითამაშა. ჰაიმი არნემულ კლუბში 2007-დან 2009 წლამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი ჰაიფას "მაკაბში" დაბრუნდა, წლეულს კი კარიერა კვიპროსში, ლარნაკას ალკი-ში გააგრძელა. იყო დრო, ჰაიმი ისრაელის ნაკრების კანდიდატი იყო, მაგრამ ბოლო ორი წელია, ტრავმებმა შეაწუხა და აღარ იწვევენ. ამჟამად მეგრელიშვილი 28 წლისაა. მისი ძმა აკივა მეგრელიშვილიც ფეხბურთელია, მაგრამ ჰაიმის დონეზე არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ramo
თუ ყველა გამოცადა და მარტო ჭანტურია დაიტოვა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა