გიორგი შერმადინმა "ვალენსიასთან" მატჩში 10:34 წუთი ითამაშა, 4 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა
წინასწარ გეტყვით: ევროლიგის ბოლო ტურში "ოლიმპიასთვის" წაგება ტრაგედია არ იქნებოდა, მის მეტოქე "ვალენსიას" კი შეიძლება ეს ჯგუფში ჩარჩენად დაჯდომოდა. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ოლიმპიელებმა ლაღად ითამაშეს და ესპანეთში გამარჯვებაც თითქოს ჯიბეში ჰქონდათ.

საწყის სამ პერიოდზე არაფერს ვიტყვით. ერთი იმიტომ, რომ მწვრთნელმა გიორგი შერმადინს ცოტა სათამაშო დრო მისცა და მეორე - მთავარი მოვლენები ბოლო პერიოდში განვითარდა.

32-ე წუთზე "ოლიმპიას" სასტარტო ცენტრმა კევინ პინკნიმ (27 ქულა) მესამე ჯარიმა მიიღო და მწვრთნელმა მის ნაცვლად ქართველი ცენტრი შეუშვა. პინკნისგან დაზარალებულმა დე კოლომ ორივე საჯარიმო ჩააგდო და "ვალენსიას" ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. ამის შემდეგ "ოლიმპია" 11:5 გაიქცა. რომლის დროსაც გიორგიმ ორი საჯარიმო ჩააგდო, ერთი ჩატენა და ორი პასიც მიითვალა.

მოკლედ, 9 ქულა უშუალოდ მისი შრომის შედეგი იყო. ამასობაში "ოლიმპიას" უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა (70:63), სირენამდე კი 5 წუთი რჩებოდა.

დანებებას არ აპირებდა უკრაინელი სერგეი ლიშჩუკი, რომელმაც ფარიდან მოშორებით მყოფმა ორი ორქულიანი გამოიყენა და ესპანელებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა. ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. მატჩის დასრულებას 1.3 წამი უკლდა, როცა ოლიმპიელი კენი გრეგორი საჯარიმოს ხაზთან დადგა, პირველი ტყორცნა ააცილა, მეორის განზრახ გაცუდება სცადა, მაგრამ ბურთი მოულოდნელად კალათში ჩაეშვა (77:75 სლოვენიელთა სასარგებლოდ). ამან "ვალენსიას" მწვრთნელს სვეტისლავ პეშიჩს წუთშესვენების აღებისა და თამაშის მეტოქის ნახევრიდან განახლების საშუალება მისცა. შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ მოედანზე გამოჩნდა გიორგი შერმადინი, რომელიც მწვრთნელმა ბურთის შემომტანის წინ დააყენა, რათა თვალთახედვის დიაპაზონი შეემცირებინა. თუმცა, "ოლიმპიას" უკანახაზელებს უმეთვალყურეოდ დარჩათ დუშკო სავანოვიჩი, რომელმაც დაახლოებით 8 მეტრიდან სამქულიანი ჩააგდო და ადგილობრივი გულშემატკივარი ძალიან გაახარა.

შერმადინმა 10:34 წუთი ითამაშა, 4 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან მეტოქეს წესები ოთხჯერ დაარღვევინა, თვითონ ერთხელაც არ დაჯარიმებულა.

"ოლიმპიამ" D ჯგუფში გამოსვლა 6 მოგებითა და 2 წაგებით მეორე ადგილზე დაასრულა. პირველი ადგილი "პანათინაიკოსს" ერგო (7 გამარჯვება), მესამე - "ეფესს", მეოთხე - "ვალენსიას", მეხუთე - "მილანს", მეექვსე - ცსკა-ს. ბოლო ორი გუნდი ევროლიგას დაემშვიდობა. მეორე ჯგუფური ეტაპი იანვარში დაიწყება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა