სებასტიან ლოებმა ისევ გაიმარჯვა და ეს შედეგი არავის გაკვირვებია

რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი

სებასტიან ლოებმა ისევ გაიმარჯვა და ეს შედეგი არავის გაკვირვებია - ასფალტის საფარზე ფრანგის შესაძლებლობების შესახებ ბევრი დაწერილა, ასე რომ, შეიძლება ასეთ ეტაპებზე ლოებს პირდაპირ 25 ქულა მიენიჭოს და ბრძოლა მხოლოდ მეორე ადგილისთვის გაიმართოს. რა თქმა უნდა, არსებობდა მსოფლიოს ჩემპიონის შეცდომის ან რაიმე ტექნიკური გაუმართაობის ალბათობა, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდა. ამის იმედად მყოფი კონკურენტები ვერასოდეს ჩამოართმევენ ტიტულს ფრანგს რალისტს.

ბულგარეთის რალის პირველივე დღეს ლოებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვა მეტოქეებზე და ამის შემდეგ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეძლო ამ ჰანდიკაპის რეალიზება.

საშინლად გამოვიდნენ გასულ უიქ ენდზე "ფორდის" პილოტები. რაზეა ლაპარაკი, როცა ლოების მთავარი კონკურენტი მიკო ჰირვონენი გარკვეულ სპეცმონაკვეთებზე კიმი რაიკონენზე უარეს დროს აჩვენებდა. ამ სეზონში ერთადერთი გამარჯვება "ფორდმა" ზამთარში შვედეთში მოიპოვა, როცა ლოები საბურავების შერჩევისას შეცდა. ახლა კი ჰირვონენის ჩამორჩენა ფრანგთან 65 ქულას შეადგენს.

ამ ჩემპიონატს "ფორდი" აშკარად აგებს და თავისი ამბიციები შემდეგი სეზონისთვის უნდა გადადოს, როცა ახალი რეგლამენტი შევა ძალაში. სხვათა შორის, ამ გუნდის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს სებასტიან ოჟიესთან, რომელიც ლოების გამო "სიტროენში" ჩრდილშია მოქცეული და მინიმუმ ორი წელი ვერ მიიღებს ფრანგულ გუნდში პირველ ნომრის სტატუსს. "ფორდში" კი სულ სხვა სიტუაცია იქნება - აქ გამოეთხოვებიან იარი-მატი ლატვალას და ახალგაზრდა ფრანგსა და ჰირვონენს თანაბარი სტატუსი ექნებათ.

ბულგარეთში საინტერესო ბრძოლა იყო მეორე ადგილისთვის. დანიელ სორდო ყოველთვის კარგად გამოდიოდა ასფალტზე და შარშან ძალიან ახლოს იყო ესპანეთის რალის მოგებასთან. ასე რომ, მისი წარმატებული გამოსვლა არავის გაკვირვებია. ესპანელის კონკურენტი კი მოულოდნელად პეტერ სოლბერგი გახდა, რასაც არავინ ელოდა. ნორვეგიელმა შტურმანი შეიცვალა და ამან სწრაფად მოიტანა შედეგი.

ეტაპის ერთ-ერთი გმირი გახდა კიმი რაიკონენი. მისგან ელოდნენ ასფალტზე შედეგის გაუმჯობესებას, მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო კარგად განვითარდა. ფინელმა შესანიშნავად გაიარა რამდენიმე მონაკვეთი და ზოგიერთ ადგილას ლოებსაც კი აჯობა. და ეს იმ დროს, როცა კიმის დებიუტი ჰქონდა ასფალტზე.

სამი კვირის შემდეგ ფინეთის რალი გაიმართება. "ფორდს" აქვს წარმატების შანსი და მან ის უნდა გამოიყენოს, რადგან შემდეგ მოდის ისევ ასფალტი, ღორღი იაპონიაში და ტალახი წვიმიან ბრიტანეთში. საბოლოოდ კი ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ლოები მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდება.

VII ეტაპი. ბულგარეთის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:02.39,2; 2. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +29,50; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +36,30; 4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +1.55,00; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - +3.17,80; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +4.28,50; 7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, "შკოდა") - 5.25,20. 8. ფრიდის ტურანი (უნგრეთი, "პეჟო") - 7.04,00; 9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +9.28,60; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +13.06,00...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 151 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 100; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 86; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 80; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 78; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 67; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 40; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 25; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 15.

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა