ოსკარ ტაბარესის საბანკო ანგარიშიდან თანხა 2008 წლის შემდეგ გამუდმებით იხსნებოდა
ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოსკარ ტაბარესს დაახლოებით 500 ათასი დოლარი გასტაცეს. ეს თანხა ტაბარესის საბანკო ანგარიშიდან მოხსნეს. ამასთან თანხის მოხსნა 2008 წლიდან დაუწყიათ.

მასმედიის მონაცემებით, მწვრთნელის ანგარიშიდან ფული მის სახლში მომსახურე ადამიანს გამოჰქონდა. ურუგვაის პოლიციამ არა მარტო ეს ადამიანი დააკავა, არამედ ტაბარესის დაც და დის ქმარიც. რამდენგზის მოიხსნა თანხა ანგარიშიდან უცნობია, მაგრამ ეს მუდმივად ხდებოდა.

ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მატიას ფარასის თქმით, ტაბარესის კომენტარის ლოდინს აზრი არა აქვს.

63 წლის ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ეროვნულ გუნდს 2006 წლიდან უდგას სათავეში. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში, გუნდმა ნახევარფინალში გააღწია და საბოლოო ჯამში მეოთხე ადგილი დაიკავა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა