ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ასპარეზი ახალგაზრდებს დარჩათ

ასპარეზი ახალგაზრდებს დარჩათ

ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი დღეც ახალგაზრდების უპირატესობით წარიმართა
ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატის დღევანდელი, დასკვნითი დღეც ახალგაზრდების უპირატესობით წარიმართა, როგორც - გუშინდელი, თუმცა ამჯერად განსხვავება უფრო თვალშისაცემია. დღეს ტურნირში მხოლოდ სამი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და მონაწილეც ბევრად ნაკლები იყო, თუმცა უფრო მეტი ახალგაზრდა გამოჩნდა.

რაც მთავარია, მათ დღეს გუშინდელი სიურპრიზების ავტორებზე ცოტათი უკეთესი ჭიდაობის ხარისხი აჩვენეს. 84-სა და 96-ში კვარცხლბეკი სულ ახალგაზრდებმა დაიკავეს, რომელთაგანაც უმეტესობა პირველად მოექცა სპეციალისტთა და ქომაგთა ყურადღების ცენტრში. მაგალითად, ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე, ბაღდათელი მათე სოფაძე, თბილისელი რევაზ ნადარეიშვილი (ყველა - 84), ასევე დედაქალაქელები - ალექსანდრე დიხამინჯია და სოლომონ გიკაშვილი, ოზურგეთელი ბოქა ჩოფლიანი (სამივე - 96). ამათგან ოქროს მედალს მხოლოდ დიხამინჯია შეწვდა, თუმცა ჩაკვეტაძეც ძალიან მოგვეწონა. რაც მთავარია, ორივე ძალზე ახალგაზრდაა - ჯერ მხოლოდ 18 წლისანი არიან.

ზემოჩამოთვლილთა შორის ისინი შედიან, რომლებმაც პირველად მოიპოვეს მსგავსი წარმატება, დანარჩენებს კი, ასევე ახალგაზრდებს, ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებიდან წინა წლებშიც ვიცნობდით. ახალი თაობის ასეთ მასშტაბურ წარმოჩენას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ჩემპიონატში ტიტულოვანი ლიდერები არ გამოდიოდნენ - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ 84-ში, ევროპისა და მსოფლიოს პირველობების გამარჯვებულმა, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა რამაზ ნოზაძემ კი მძიმე წონაში გამოსვლა გუშინ იუარეს. თან ამჯერად ორივეს ზედა წონაში უნდა ეჭიდავა.

84-ში ვლადიმერ გეგეშიძემ გაიმარჯვა - ფინალი ძირითად დროში მოუგო ჩაკვეტაძეს, მაგრამ ქუთაისელი ფალავანი საკმაოდ კარგად მომზადებულიც ჩანდა და ძალზე ჟინიანი მოჭიდავეცაა. უბრალოდ, გეგეშიძე კლასით აღემატება და გააზრებული ტაქტიკით გამარჯვება არ გასჭირვებია. ის კარტოზიას სახელობის ტურნირის ჩემპიოპნიცაა და ზედიზედ მეორე სეზონია, ამ წონის ლიდერად რჩება.

96-ში რამაზ ნოზაძის გარდა, ჩემპიონატს ფეხმტკივანი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სოსო ჯაბიძეც გამოაკლდა. სხვათა შორის, ორივე ლიდერს ოთარ ტატიშვილი ავარჯიშებს, მათ არყოფნაში კი ისევ ტატიშვილის მოსწავლე დიხამინჯიამ გაიმარჯვა. ქომაგისთვის ასევე უცნობია გიკაშვილიც. ჯერ ორივე ახალგაზრდაა, გამოუცდელი და აკლიათ სრულყოფილება, მაგრამ დასაწყისი დამაიმედებელია. ამ წონაში ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან ოზურგეთიდან - ჩოფლიანი და ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ვლადიმერ ქარჩავა. ორივემ დამაჯერებლად იჭიდავა და დამსახურებულად მოიპოვა მედლები.

ერთადერთი წონა, სადაც ლიდერობისთვის ისევ ძველი ლიდერები იბრძოდნენ, მძიმე წონაა - ბათუმელმა გურამ ფერსელიძემ ოზურგეთელი რევაზ ჭელიძე დამატებით დროში დაამარცხა.

მთლიანობაში თუ განვიხილავთ აქ ნანახს, დღევანდელი სურათის მიხედვით, ამ ჭიდაობით საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან გაუჭირდებათ.

გუნდურ ჩათვლაში თბილისის ნაკრებმა გაიმარჯვა და მასვე გადაეცა საქართველოს თასი. მეორეზე აჭარის ნაკრები გავიდა, მესამეზე - ქუთაისისა.

კვარცხლბეკი

84 კგ. 1. ვლადიმერ გეგეშიძე (თბილისი), 2. დავით ჩაკვეტაძე (ქუთაისი), 3. მათე სოფაძე (ბაღდათი), რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი).

96 კგ. 1. ალექსანდრე დიხამინჯია (თბილისი), 2. სოლომონ გიკაშვილი (თბილისი), 3. ვლადიმერ ქარჩავა, ბექა ჩოფლიანი (ორივე - ოზურგეთი).

120 კგ. 1. გურამ ფერსელიძე (აჭარა), 2. რევაზ ჭელიძე (ოზურგეთი), 3. დიმიტრი ჯავახიშვილი (თბილისი), შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი).

• intereli

მარტალი ხარ თამარ... ნოზაძეს კარიერა შეიწირა უკვე ერთმა მანდილოსანმა და კვირკვეზე კიდო 74 კგ ში ვერ დაიკლებს და 84 კგ ში კი გეგეშიძე მყარად ჩაჯდა, ურჩევნია კვირკვეს ჩემპიონის სტატუსით წავიდეს დიდი სპორტიდან...

• tamar barteli

ნოზაძე და კვირკევლია ეჭვი მაქვს მალე მხოლოდ მათი პირადი ცხოვრების მადევარ პაპარაცებს დააინტერესებთ

• intereli

ბიჭებს მონდომებას არ დავუკარგავ და ვიტყვი რომ მშვრნივრად იჭიდავეს,მართალია,მეც მომეწონა ჩაკვეტაძე!ფერსელიძემ როგორც იქნა მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, აქამდე არ ქონდა მოგებული,არადა ნაკრების წევრად ითვლება როგორც მანუჩარ ცხადაიას! რაც შეეხება გულშემატკივრებს.. 250 მდე თუ იქნებოდა მაყურებელი და ერთი უცნობი სახე ვერ ვნახე, ყველა ნაცნობი იყო, ეს რას ნიშნავს? რას და ისევ მოჭიდავეები და ფედერაცის წარმომადგენლები იყვნენ დარბაზში და სხვა არავინ!!! მძიმე წონაში 120 კგ. როგორც კი მორჩა ფინალი სპორტსმენები ეგრევე წავიდნენ სახლებში და ჩემპიონ პრიზიორების დაჯილდოვებას მე, მანუჩარ ცხადაია,ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ვაჯა კრავეიშვილი და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები ვესწრებოდით!!! ჯურნალისტები??? კი იყვნენ მაგრამ უფრო ფოტო კორესპონდეტები და ჯურნალ გაზეთების ჯურნალისტები!!! 1 არხი და რუსთავი2 მოვიდა 3:50 წთ, რომ იყო და მაშინ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო!!! 120 კგს დაჯილდოება გადაიღეს მგონი. რას გავს ეს?

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა