ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა
ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა. მონაწილე ოთხი გუნდის "ზესტაფონს", "ვიტ ჯორჯიას", ქუთაისის "ტორპედოსა" და "გაგრას" წარმომადგენელს ლოტოტრონიდან თითო ბურთულა უნდა ამოეღოთ, რომელში მოთავსებულ ქაღალდშიც 1-დან 4-მდე ციფრები ეწერა.

წილისყრის ორგანიზატორებმა, საშეჯიბრო განყოფილებიდან, ნოდარ კაკულიამ და რევაზ შენგელიამ თავიდანვე განმარტეს კენჭისყრის სისტემა - N1 N2-ს შეხვდებოდა, შესაბამისად, N3 კი N4-ს. კენტნომრიანი გუნდები კი ნახევარფინალის პირველ მატჩებში მასპინძლები იქნებოდნენ. სულ ეს იყო წილისყრის პროცედურა, რომლის შედეგადაც გუნდები ასე დაწყვილდნენ:

"გაგრა"-"ვიტ ჯორჯია"

"ტორპედო"-"ზესტაფონი"

ნახევარფინალის პირველი და საპასუხო მატჩების გამართვის თარიღებს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნახევრის გათამაშების კალენდართან ერთად, ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილება ამ დღეებში წარმოადგენს.

როგორც ხედავთ, "ვიტ ჯორჯიას" ისევ პირველლიგელი გუნდი ერგო მეტოქედ. თუ წინა გათამაშებაში ვეტერინარებს მარტვილის "მერანთან" მოუწიათ დაპირისპირება, ამჯერად მეოთხედფინალში თბილისის "დინამოს" მძლეველ "გაგრას" შეეჭიდება. მეორე ნახევარფინალში კი იმერული დერბია, რომელიც უფრო მეტს თუ არა, არანაკლებ ინტერეს იწვევს.

სხვათა შორის, ეს გუნდები თასის წინა გათამაშებაში მერვედფინალში, ერთმატჩიან რაუნდში იყვნენ მეტოქეები. შარშან 21 ოქტომბერს ზესტაფონელებმა ქუთაისში ჯაბა დვალისა და თორნიკე აფციაურის თითო გოლით, 2:0 მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

სულ ეს გუნდები აქამდე ათჯერ ეთამაშენ ერთმანეთს. აქედან 6-ჯერ "ზესტაფონმა" მოიგო, 2-ჯერ "ტორპედომ", რამდენიმე შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა. ბურთების სხვაობაც ზესტაფონელთა მხარესაა - 13-11. აღსანიშნავია ისიც, რომ 13 გატანილი გოლიდან ყველაზე მეტი, 6 ბურთი, ზურაბ იონანიძის ანგარიშზეა, რომელიც "ზესტაფონამდე" სწორედ "ტორპედოში" თამაშობდა. ერთადერთი ფეხბურთელი კი დავით ჯანაშიაა, რომელსაც ამ ორივე გუნდში აქვს ნათამაშები და ორივეს კარში გაუტანია გოლი.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა