ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იშვიათი ლიდერი და მოულოდნელი მდევრები

იშვიათი ლიდერი და მოულოდნელი მდევრები

სერია A-ს მიმდინარე სეზონის განვლილი 17 ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები და ანალიზი

გუშინ გაგაცანით ის თერთემეტი ფეხბურთელი, რომლებმაც სეზონის პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაიმსახურეს მოხვედრა. დღეს კი შევეცდებით გავაანალიზოთ ყველაფერი ის, რაც განვლილი 17 ტურის განმავლობაში მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

ლიდერი

“მილანი” ევროპული ფეხბურთის აღიარებული გრანდია, მაგრამ სატურნირო ცხრილის სათავეში იშვიათად უწევს ყოფნა. დიახ, ბოლო წლებში ასეთი რამ პრაქტიკულად არ მომხდარა და ბუნებრივია, გულშემარკივრები ძალიან კმაყოფილნი არიან მიმდინარე სეზონში განვითარებული მოვლენებით. პირველივე ტურებიდან “როსონერი” სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს და დამაჯერებლად ლიდერობს. მართალია, უახლოეს მდევრებს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ უახლოესი მდევრები “მილანის” მთავარი კონკურენტები არ არიან.

“ნაპოლისა” და “ლაციოსადმი” ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ გუნდებმა სკუდეტოსთვის ბოლო ტურებამდე იბრძოლონ. “როსონერის” მთავარ კონკურენტებად კი ისევ და ისევ “იუვენტუსი”, “რომა” და “ინტერი” უნდა მივიჩნიოთ. ლომბარდიელები ტურინელებს ხუთი ქულით უსწრებენ, რომაელებს - შვიდით, თანაქალაქელებს კი - მთელი 13 ქულით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ინტერს” ორი თამაშით ნაკლები აქვს გამართული და თუ ორივე გადადებული მატჩი მოიგო, სხვაობას შვიდ ქულამდე შეამცირებს.

“მილანია” ძალიან ძლიერი თუ კონკურენტები მოიკოჭლებენ? - ეს კითხვა იტალიურ პრესაში ხშირად ისმის. ალბათ უფრო მეორე, რადგან “მილანი” ჯერჯერობით არ ტოვებს უძლეველი გუნდის შთაბეჭდილებას. ეს კარგად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ლომბარდიულმა გრანდმა მადრიდის “რეალთან” ორივე თამაში პირწმინდად წააგო. “სან სიროზე” გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა, ეს კარგად გვახსოვს, მაგრამ თამაშით აშკარად სამეფო კლუბმა აჯობა მასპინძელს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთზე გადაარჩინა ქულა, გადარჩენილი მაინც “მილანს” უნდა ვუწოდოთ.

არადა, ეს ყველაფერი იმ “რეალთან” მოხდა, რომელიც “ბარსელონასთან” პაექრობაში საშინლად შერცხვა და ისე განადგურდა, სამი პასი ვერ გადააბა ერთმანეთს. თუმცა, ისე არ გაიგოთ, რომ “მილანი” არაფრად ვარგა - არა, გუნდი თამაშობს, უკეთესად ვიდრე წინა წლებში და ეს მთლიანად მასიმილიანო ალეგრის დამსახურებაა. ახალი მწვრთნელის ხელში “მილანი” მართლაც უკეთესად ათამაშდა და გასვლაზე თუ სახლში ქულებს სტაბილურად აგროვებს. სტაბილურობა კი “როსონერის” კარლო ანჩელოტის დროსაც აკლდა და მით უმეტეს, ლეონარდოს პერიოდშიც. მაინც რა შეცვალა ალეგრიმ? - ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

სინიორ მასიმილიანომ აქცენტი სისწრაფეზე გააკეთა და უარი თქვა ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებიც შესაძლოა ინდივიდუალური ოსტატობით ყველასგან გამოირჩევიან, მაგრამ მაღალ ტემპში თამაში არ ძალუძთ. ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება რონალდინიო, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო და მიუხედავად ამისა, ალეგრიმ ის თადარიგში გადაისროლა. წინა წლებისგან განსხვავებით, აღარც კლარენს ზეედორფია ძირითადი შემადგენლობის უცვლელი ფეხბურთელი და ვის ათამაშებს მათ ნაცვლად ალეგრი? - კევინ პრინც ბოატენგს, რობინიოს და იგივე მატიო ფლამინის, რომელმაც არაერთი შეხვედრა დაიწყო სასტარტო თერთმეტეულში. ერთი შეხედვით, ბოატენგს ბევრი უკლია ზეედორფამდე და არც რობინიოს აქვს გაუჩოს დარი ტექნიკა, მაგრამ სამაგიეროდ, გუნდი დარბის, “მილანი” სწრაფად გადადის დაცვიდან შეტევაში და პირიქით, რასაც რეზულტატი მოაქვს.

როგორც იქნა, გამოჩნდა მეკარე, რომელსაც მწვრთნელი ბოლომდე ენდობა და ისიც ამართლებს ამ ნდობას. უფრო სწორად, აბიატი აქამდეც ჩანდა, მაგრამ ასეთი სტაბილური არ იყო. ხან მარკო სტორარი იდგა “მილანის” კარში, ხან ჟელკო კალაჩი, ხანაც ნელსონ დიდა, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩებოდა. და რაც მთავარია, “მილანს” ჰყავს ზლატან იბრაჰიმოვიჩი - როგორც ადრიანო გალიანიმ განაცხადა, ფეხბურთელი, რომელიც “როსონერის” აუცილებლად მიიყვანს სკუდეტომდე.

სიურპრიზი

ის, რომ “მილანის” ლიდერობა ამ გუნდის უძლეველობაზე მეტად კონკურენტების სისუსტის ბრალია, სერია A-სთვის მთლად კარგი ამბავი ვერ არის, მაგრამ კალჩოში არსებულ ვითარებას მხოლოდ პესიმისტურ ჭრილში ვერ განვიხილავთ. ჯერ ერთი, ბოლო ტურებში “იუვემაც” ამოქაჩა და “რომამაც”, ანუ თუ “მილანს” ლიდერობის შენარჩუნება სურს, სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთ უნდა ჩაატაროს. და მეორე, რამდენიმე ისეთი გუნდი გაერია ლიდერებში, რომლისგანაც ამას არავინ ელოდა. სეზონის პირველი ნახევრის მთავარი მოულოდნელობა “ლაციოს” შესანიშნავი ასპარეზობაა და იქვე უნდა ვთქვათ “ნაპოლის” წარმატებების შესახებაც.

მართალია, ახლო წარსულში “ლაციომ” იტალიის თასი მოიპოვა, მაგრამ ამან ოდნავადაც არ შეცვალა საერთო ტენდენცია ამ გუნდის რეგრესირების შესახებ. სეზონის წინ, თითქოს არაფერი უქადდა იმას, რომ რომაელებს წარმატებულად უნდა ეასპარეზათ, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. “ლაციოს” წარმატების მთავარი შემოქმედი ედუარდო რეიაა, რომელმაც შეძლო და არსებული რესურსისგან მაქსიმუმი გამოიღო. სეზონის დაწყებამდე კლუბის მესვეურები სტეფანო მაურისთან აპირებდნენ გამოთხოვებას, თუმცა რეიას დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ განზრახვაზე ხელი აიღეს. გადაიბირეს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ერნანესი, რომელმაც თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. ექსპერტთა მოსაზრებით, “ლაციალეს” ყველაზე ძლიერი რგოლი ნახევარდაცვაა და ეს იქიდანაც ჩანს, რომ თითქმის ყველა პაექრობაში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას რეიას გუნდი ფლობს.

“ლაციო” შემთხვევით არ გახლავთ ცხრილის ზედა ნაწილში, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ის პაექრობებიც კი, რომლებშიც გუნდი ქულებს კარგავს, მისი უპირატესობით მიმდინარეობს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ რეია მუდმივად ცვლის ტაქტიკა-სტრატეგიას და მიუხედავად ამისა, გუნდი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს. ჯერჯერობით, საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს მაურო სარატე - ბოლო ტურებში შედარებით მიუახლოვდა ოპტიმალურ კონდიციას, რაც იმის იმედს იძლევა, რომ სეზონის მეორე ნახევარში ჩვეულად ათამაშდება. სარატე კი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მას მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. და კიდევ ერთი, სერჯო ფლოკარი ურიგო ფორვარდი არ გახლავთ, მაგრამ კარგი იქნება თუ ზამთრის სატრანსაფერო პერიოდში რომაელები უფრო მაღალი დონის თავდამსხმელის გადაბირებაზე იფიქრებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს საკითხი დგას კიდეც დღის წესრიგში.

“ნაპოლის” წარმატებებიც მთავარ მწვრთნელთან ასოცირდება, რაც ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი. ვალტერ მაძარი იმ იშვიათ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გუნდს სამი მცველით ათამაშებენ. ანუ, “ნაპოლი” 3-5-2-ით თამაშობს, რომელიც თავდაცვისაც ტრანსფორმირედება და 5-3-2 ხდება. დასაწერად იოლია, შესასრულებლად კი ძალიან რთული, ამიტომ, ამ სქემას ბევრი მწვრთნელი უბრალოდ ერიდება. არ მოერიდა მაძარი და თუ განვლილი ბატალიებით ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გულშემატკივრებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას პირდება - ვნახოთ, თუ აასრულა სიტყვა, ვინ იცის, იქნებ “ნაპოლიმ” მართლაც სკუდეტოსთვის იბრძოლოს.

იმედგაცრუება

სეზონის მთავარი იმედგაცრუება “ინტერის” ძალიან ცუდი ასპარეზობაა. მილანელთა კრიზისი იტალიაში ბევრს გაუხარდა, მაგრამ ამ გუნდის გულშემატკივრები ბუნებრივია, რომ ძალიან იმედგაცრუბულნი არიან. მართალია, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ “ნერაძურიმ” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ჩვენ სერია A-ზე ვსაუბრობთ და თანაც, საკლუბო მუნდიალის პრესტიჟი ევროპაში არც თუ ისე მაღალია.

ის, რომ ჟოზე მოურინიო წავიდა გუნდიდან, თავად მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და ამაში მასიმო მორატის ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა პრეზიდენტმა, მაგრამ პორტუგალიელის შენარჩუნება ვერაფრით მოახერხა. სამაგიეროდ, მაშინ შეცდა, როდესაც “მანჩესტერ სიტიში” გაშვებულ მარიო ბალოტელის ღირსეული შემცვლელი არ მოუძებნა. “ინტერის” გასული სეზონის ტრიუმფში მარიომ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა. გასაგებია, რომ ჭირვეული ხასიათის გამო, მისი გუნდიდან გაშვება გადაწყდა, მაგრამ ამასთანავე, შემცვლელის მოძებნა იყო საჭირო. “ინტერის” მესვეურებმა იპასიურეს და ეს ძალიან ცუდად დაუხვდათ წინ.

პრობლემამ მაშინ იჩინა თავი, როდესაც დიეგო მილიტო დაშავდა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე სამუელ ეტოომ აინაცვლა. გარემარბის პოზიცია გათავისუფლდა, სადაც ხან ჯონათან ბიაბიანი ირჯებოდა, ხანაც კოუტინიო. ახალგაზრდა ფეხბურთელების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ “ინტერის” დარ გუნდში თამაშისთვის ჯერ ბოლომდე მზად არ არიან. რაც მთავარია, ვეღარც გორან პანდევია ისეთი ძლიერი, როგორიც გასულ სეზონში - ამაში გასაკვირი არაფერია, ეს მოურინიოს აქვს ნიჭი პანდევის კალიბრის ფეხბურთელისგან სუპერვარსკვლავი დააყენოს, რაც რაფაელ ბენიტესს უბრალოდ არ შეუძლია. დავამატოთ ამ ყველაფერს ტრავმების ეპიდემია და შედეგად, მივიღეთ მეშვიდე ადგილზე მყოფი “ინტერი”, რომელიც მთელი 13 ქულით ჩამორჩება ლიდერს. ზემოთაც ვთქვით, “ნერაძურის” ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, მაგრამ ასეთი თამაშით ძნელად წარმოსადგენია, რომ გადადებულ პაექრობებში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვოს.

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც სეზონის პირველ ეტაპზე გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა, “ფიორენტინა” გახლავთ. ამ შემთხვევაშიც კლუბის მესვეურთა არასწორ სატრანსფერო პოლიტიკამდე მივდივართ. აშკარაა, რომ სინიშა მიხაილოვიჩს მაღალი კლასის ფეხბურთელები უბრალოდ არ ჰყოფნის. დიდწილად ეს თავად სერბის ბრალია, რადგან ზაფხულში არ მოითხოვა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა. როგორც ჩანს, ის უბრალოდ ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ “ფიორენტინას” მესაჭეობა ანდეს და გმირულად გადაწყვიტა, მაღალი მიზნებისთვის არსებული კონტიგენტით ებრძოლა - არ გამოვიდა, “ფიორენტინა” არ გავს იმ გუნდს, რომელიც თუნდაც ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს. ჯერჯერობით, არც ზამთარში გაძლიერების შესახებ ვრცელდება ინფორმაციები, რაც იმ პროგნოზისკენ გვიბიძგებს, რომ “ვიოლას” პროგრამა მაქსიმუმი სერია A-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. ამას ალბათ მოახერხებენ კიდეც ფლორენციელები, მაგრამ საკითხავია, ამას ელოდნენ გულშემატკივრები?

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!