ფედერაციის გადაწყვეტილებით, ოთარ გაბელია კვლავ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის

ოთარ გაბელია კვლავ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის. მართალია, ეს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციას ჯერ საჯაროდ არ განუცხადებია, მაგრამ თავად ბატონმა ოთარმა დაგვიდასტურა.

გაბელიას ხელმძღვანელობით ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილი დაიკავა. ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა შესაბამისი წინადადებაც დაურთო.

- გავიგეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს კვლავ თქვენ გაწვრთნით.

- ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მომიწერია.

- თუმცა საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

- შეთანხმება მართლაც არსებობს. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს სურთ, რომ მუშაობა გავაგრძელო.

- შესარჩევ ციკლში მესამე ადგილს წარმატებად მიიჩნევთ?

- შესარჩევი ციკლის დაწყებამდე რომ მეთქვა, მესამეზე გავალთ-მეთქი, არარეალურ ამოცანად ჩამითვლიდნენ, მაგრამ დავიკავეთ მესამე ადგილი და მერე აღმოჩნდა, რომ ზოგიერთებს ეს შედეგიც არ მოეწონათ. მეც მინდა, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონობამდე მივიყვანო, მაგრამ გასათვალისწინებელია, რა რეალობაში ვიმყოფებით. კარგად მახსოვს, რა განწყობა იყო შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. ბევრი შიშობდა, ოღონდ ბოლო ადგილი არ დავიკავოთო. ბოლოს საქმე ისე წავიდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსიც გაგვიჩნდა, მაგრამ მესამე ადგილზე ჩვენივე მიზეზით გავედით. რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში ურიგო ფეხბურთი არ გვიჩვენებია, ხალხი რამდენჯერმე გავახარეთ და მესამე ადგილი ურიგო შედეგად არ მიმაჩნია.

- ახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოგიწევთ, წინა ციკლის ლიდერთა უმრავლესობას ვეღარ გამოიყენებთ.

- რამდენიმე ფეხბურთელი მაინც გვეყოლება და უიმედოდ არ ვარ. იგივე ოქრიაშვილი, კვეკვესკირი და სხვები.

- საკონტროლო შეხვედრები ხომ არ დაგიგეგმავთ?

- 3 თებერვლის კენჭისყრას დაველოდებით, მეტოქეების ვინაობას გავიგებთ და ამხანაგურ მატჩებს ამის მიხედვით დავგეგმავთ. არ მინდა, თამაში თანაჯგუფელთან დავგეგმოთ და მერე ახალი მეტოქის მოძებნა დაგვჭირდეს. თუმცა გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს.

- ახალი ციკლიდან ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები კვლავ ერთი და იმავე მოწინააღმდეგესთან ითამაშებენ.

- დიახ, უეფამ ძველი ფორმატი აღადგინა და შესარჩევ ჯგუფებში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ერთი და იმავე ქვეყნების გუნდები დაუპირისპირდებიან.

- ზუგდიდის "ბაიაში" დარჩებით?

- ჯერ იქ არაფერია გადაწყვეტილი.

- ისე, რომელ კლუბშიც კონსულტანტად წახვედით, "ბორჯომში" თუ "ბაიაში", ყველა გაკოტრდა.

- "ბორჯომი" ჩემ ჩასვლამდეც გაკოტრებული იყო, იმის იმედი კი მაქვს, რომ "ბაიას" მალე ეშველება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა