"ატლანტა ჰოქსის" მწვრთნელი ქართველ ცენტრს ბოლომდე ენდო, 18:46 წუთი ათამაშა და ზაზაც დამაჯერებლად გაისარჯა

"ატლანტა ჰოქსის" მწვრთნელმა ლარი დრიუმ "კლივლენდთან" მატჩში სასტარტო ცენტრად ელ ჰორფორდი გაამწესა (ჯეისონ კოლინზის ნაცვლად), ხოლო შეცვლაზე პირველი ზაზა ფაჩულია შეუშვა. იმ დღეს მწვრთნელი ქართველ ცენტრს ბოლომდე ენდო, 18:46 წუთი ათამაშა და ზაზამაც დამაჯერებლად ითამაშა. შეიძლება, ვინმემ თქვას, 5-დან 1 ორქულიანის ჩაგდება ძალიან ცოტააო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველმა ცენტრმა 2 პასი, ამდენივე ჩაჭრა, 4 მოხსნა მიითვალა და რაც მთავარია - შავი სამუშაო კარგად შეასრულა, რაც სტატისტიკაში არ ისახება.

წინა შეხვედრებში სასტარტო ცენტრად მოთამაშე კოლინზმა "კლივლენდთან" 2 წუთი ითამაშა, ხოლო ზაზას კიდევ ორი კონკურენტი პაუელი და ტომასი მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილან.

"ატლანტამ" მატჩში გარდატეხა მეორე პერიოდში (რომელშიც ზაზამ 8 წუთი ითამაშა) შეიტანა - 32:24 მოიგო. მეორე ტაიმში "ქორებს" უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ.

"ატლანტა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხეა - 19 მოგება, 12 წაგება.

ჯორჯიელები ოთხი დღე დაისვენებენ, 26 დეკემბერს კი "ნიუ ორლეანთან" სტუმრად ითამაშებენ.

ატლანტა-კლივლენდი 98:84

ზაზა ფაჩულია: 18:46 წუთი, 2 ქულა (5-დან 1 ორქულიანი), 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:47 ზაზამ სმიტი შეცვალა

01:08 ორქულიანი: 2ქ (15:18)

00:33 შეცდომა: 1

II პერიოდი

11:21 ჩაჭრა: 1 (ჰიქსონს ჩაუჭრა)

10:15 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

10:14 პასი: 1 (სმიტი 2ქ, 22:22)

08:49 ფოლი: 1

08:29 მოხსნა: შეტ-2, დაც-0

08:29 ორქულიანი: არაზუსტი

07:43 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

07:41 პასი: 2 (ევანსი 2ქ, 29:27)

05:41 ორქულიანი: არაზუსტი

04:15 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

03:20 ზაზამ ბიბი შეცვალა

02:12 ჩაჭრა: 2 (უილიამსს ჩაუჭრა)

01:29 მოხსნა: შეტ-3, დაც-1

01:15 ფოლი: 2

IV პერიოდი

09:42 ორქულიანი: არაზუსტი

07:43 ორქულიანი: არაზუსტი

07:06 ჯონსონმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა