სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში, გოგონათა შორის "ბაქსვუდის თასის" გათამაშების ფინალში ზღვისპირელებმა თსუ დაამარცხეს

გუშინ სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში გოგონათა შორის "ბაქსვუდის თასის" გათამაშება დასრულდა. შეგახსენებთ, ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ფინალში ჯგუფური ეტაპის ორ საუკეთესო გუნდს უნდა ეთამაშა. "ბათუმმა", თსუ-მ და "ბაქსვუდმა" ჯგუფურ რაუნდში ორ-ორ გამარჯვებასა და თითო მარცხს მოუყარეს თავი, დამატებითი მაჩვენებლებით კი გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება პირველმა ორმა გუნდმა მოიპოვა.

მოედანზე პირველად მესამე ადგილისთვის შეხვედრის მონაწილენი გავიდნენ. "ბაქსვუდმა" სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი იოლად - 25:7, 25:18, 25:14 - დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება კი მეტად დაძაბული გამოდგა. როგორც გახსოვთ, ჯგუფურ ეტაპზე თსუ-ს "ბათუმი" დამარცხებული ჰყავდა, მაგრამ ტურნირის ფავორიტს ამჯერად ვეღარ მოერია. პირველი ორი სეტი აჭარელებმა ერთნაირი ანგარიშით, 25:19 მოიგეს. ამის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთი ხელი დამაჯერებლად, 25:12 მოიგო, მაგრამ შემდეგ მაინც "ბათუმმა" იძალა და დამაგვირგვინებელ სეტში 25:23 გაიმარჯვა.

ტურნირის მსგავსად, მაღალ დონეზე ჩატარდა დაჯილდოების ცერემონიალიც. ბაქსვუდის სკოლისა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ "ბათუმს" გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მთავარი თასი გადასცა, სამივე პრიზიორი გუნდის წევრები კი შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვა.

გამოვლინდნენ ინდივიდუალურ კატეგორიებში გამარჯვებულებიც: ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ბათუმელთა კაპიტანი ანა ყიფშიძე დაასახელეს, საუკეთესო თავდამსხმელი ბაქსვუდელი ანი შერმადინი გახდა, საუკეთესო ლიბერო კი - თსუ-ს წევრი ირინა სილინციევა.

Gioo
ჩემი თხოვნა იკნება, რომ უფრო მეტად გააშუქოთ სპორტის ეს სახეობა, მსოფლიო ფრენბურთში ბევრი რამ ხდება, მერწმუნეთ, მხოლოდ ბაქსვუდის ყბადაღებული თასი სამარცხვინოდაც კი მიმაჩნია ეწეროს საიტზე ამდენი ხნის მანძილძე ბოლო სიახლედ ფრენბურთის ბლოგში, ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება ფრენბურთი სხვა სახეობებს, რომ ეგეთი ნაკლები ყურადღება მიექცეს, პირადად მე მალე ვგეგმავ ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ჩემპიონატის ჩატარრებას. და აუცილებლად დაგიკავშირდებით, იკნებ გაგეშუქებინათ. უდიდესი პატივისცემით, ლელოს ერთგული მკითხველი გიორგი, თბილისიდან :)ადმინისტრაცია: თუკი დროულ და ობიექტურ ინფორმაციას მოგვაწვდით, საიტზე მას სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ.
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა