რა არის საჭირო, რომ გახდე მსოფლიოს ჩემპიონი?

რა არის საჭირო, რომ გახდე მსოფლიოს ჩემპიონი? უნდა გაირბინო 767 კილომეტრზე მეტი, გადააწოდო 3 803 ზუსტი პასი, საჯარიმოში ჩააწოდო 178-ჯერ, კარისკენ დაარტყა 121-ჯერ, 107-ჯერ შეუტიო მეტოქის კარს, მოიგო 17 საჰაერო ორთაბრძოლა, ჩამოაწოდო 56 კუთხური... ოღონდ ეს ყველაფერი სასურველია ნაკრებში ჩავის, ვილიას, ინიესტას, პუიოლის, კასილიასის, რამოსისა და ჩაბი ალონსოს წყალობით გააკეთო და მთელი მსოფლიო შენს ფერხთაა...

"კასტროლ ინდექსმა" ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად (სტატისტიკურად) ესპანეთის ნაკრების მარჯვენა მცველი სერხიო რამოსი დაასახელა - 9,79 ბალი. რამოსი ფინალამდეც პირველი მივიდა, იქ კი "კასტროლ ინდექსის" მიხედვით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რამოსმა საიმედოდ ჩაკეტა თავისი ფლანგი, მთლიანად გამოთიშა თამაშიდან დირკ კუიტი და ჩვეულად შეუტია ჰოლანდიელებს. რამოსის შემტევი პოტენციალი გასაკვირი სულაც არ არის, ფეხბურთელის კარიერას "რეალის" ვარსკვლავი ხომ თავდამსხმელად იწყებდა.

მუნდიალის საბოლოო სტატისტიკა

საინტერესო ფაქტები

სულ მუნდიალის 64 მატჩში გავიდა 145 გოლი, 101 ჯგუფურ ეტაპზე, 44 პლეი ოფში. მატჩში საშუალო შედეგიანობა 2,27 გოლია. მუნდიალზე მხოლოდ ერთი ჰეტ თრიკი დაფიქსირდა (გონსალო იგუაინი). სულ 15 პენალტი დაინიშნა, რომელთაგანაც 9 გოლად გარდაისახა. ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო 5-5 გოლის გატანა: თომას მიულერმა (გერმანია), დავიდ ვილიამ (ესპანეთი), ვესლი სნეიდერმა (ჰოლანდია), დიეგო ფორლანმა (ურუგვაი). ყველაზე მეტი გოლი მეტოქეთა კარში გაიტანა გერმანიამ - 16. 3-3 საგოლე პასი მიითვალეს: კაკამ (ბრაზილია), მიულერმა, მესუთ იოზილმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა (ყველა გერმანია), დირკ კუიტმა (ჰოლანდია). გოლი პლუს პასი ფორმულით საუკეთესო თომას მიულერი გახდა (8). გოლის გაუტანლად შინ დაბრუნდნენ ალჟირი და ჰონდურასი. ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვეს შვეიცარიისა და პორტუგალიის ნაკრებებმა - 1-1. ბურთების ყველაზე კარგი სხვაობა აღმოაჩნდა გერმანიას: +1, უარესი ჩრდილოეთ კორეას: - 11. ყველაზე მეტჯერ კარი მშრალად შეინახა ესპანეთის ნაკრებმა - 5. ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა თომას მიულერმა - არგენტინელთა კარში 2:38 წუთში.

მატჩებს ჯამში დაესწრო 3 მილიონ 178 856 მაყურებელი, საშუალოდ 49 670 კაცი თამაშზე. ყველაზე მეტი მატჩი მოიგეს ჰოლანდიამ და ესპანეთმა - 6-6. 8 ნაკრები შინ მოგების გარეშე გაბრუნდა. არ წაუგია მხოლოდ ახალი ზელანდიის ნაკრებს.

მუნდიალს 18 449 მოხალისე ემსახურებოდა, რომელთაგანაც უხუცესი 80 წლის იყო. მუნდიალზე მსაჯებმა 261 დარღვევა დააფიქსირეს. ანდრეს ინიესტამ 117-ე წუთზე გაიტანა და ისტორიაში შევიდა, როგორც ფინალში გამარჯვების გოლის ყველაზე ბოლოს გამტანი ფეხბურთელი. 39 წლისა და 330 დღის დევიდ ჯეიმსი (ინგლისი) მუნდიალის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე იყო. ყველაზე მეტი გოლი კეიპტაუნის "გრინ პოინტზე" გავიდა - 22. ყველაზე მეტი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გამოიყენა - 22 (ყველა მეკარე ვიზეს გარდა). ყველაზე მეტი გოლი მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა გაიტანეს - 12, შემდეგ მოდის "ინტერი" (9 გოლი) და მადრიდის "ატლეტიკო" (8). ესპანური პრიმერას წარმომადგენლებმა 29 გოლი გაიტანეს, ბუნდესლიგელებმა - 21, სერია ა - 16.

ინდივიდუალური

გოლი

5 მიულერი გერმანია

5 ვილია ესპანეთი

5 სნეიდერი ჰოლანდია

5 ფორლანი ურუგვაი

4 იგუაინი არგენტინა

4 ვიტეკი სლოვაკეთი

4 კლოზე გერმანია

საგოლე პასი

3 კაკა ბრაზილია

3 მიულერი გერმანია

3 შვაინშტაიგერი გერმანია

3 იოზილი გერმანია

3 კუიტი ჰოლანდია

სრულად 14 ივლისის ლელოში

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს