მადრიდში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც კასილასისა და ფიგუს მეგობრებმა ითამაშეს
23 დეკემბერს მადრიდში საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი გაიმართა მოქმედი ფეხბურთელებისა და მათი მონაწილეობით, ვინც ბუცები უკვე ლურსმანზე ჩამოკიდა.

მატჩს ორგანიზება მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილასმა და მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლუიშ ფიგუმ გაუწიეს. ღონისძიებას ასეც ეწოდა: მატჩი კასილასის მეგობრებსა და ფიგუს მეგობრებს შორის. მატჩის შემოსავლის 50% ესპანურ-ეკვადორულ ასოციაცია Rumiñahui-ს გადაერიცხება, რომელიც იმიგრაციის პრობლემებითაა დაკავებული. თანხის მეორე ნაწილი იმ ფონდებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც კასილასმა და ფიგუმ საქველმოქმედო მიზნებით დააარსეს.

თამაშში ისეთმა ფიგურებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან: ფერნანდო იერო, მანილო სანჩესი, ემილიო ბუტრაგენიო, კრისტიან კარემბუ, ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, იკერ კასილასი, გუტი, ოსვალდო "ესპანიოლიდან", ესტებან გრანერო, პაოლო ფუტრე, რუი კოშტა, ფერნანდო კოუტუ და სხვები.

შეხვედრა ფიგუს მეგობრების გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. ფიგუს გუნდიდან გოლები ბუტრაგენიომ, გრანერომ (ორჯერ) და თავად ფიგუმ გაიტანეს. კასილასის გუნდში თავი ორ-ორჯერ ოსვალდომ და გუტიმ გამოიჩინეს.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა