„შალკემ“ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში 32 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ვალებს თავი დააღწია

მართალია, „შალკემ“ ბუნდესლიგის პირველი წრე მე-10 ადგილზე დაასრულა, რაც გელზენკირხენული კლუბისთვის ძალიან ცუდი შედეგია თუნდაც იმიტომ, რომ წინა სეზონში „ხუმარები“ გერმანიის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, სამაგიეროდ, ფელიქს მაგათის გუნდი გერმანიის თასის მეოთხედფინალშია და ჩემპიონთა ლიგაშიც კარგად ასპარეზობს (ჯგუფიდან გავიდა). ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „შალკემ“ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ძალიან ბევრი ფული გამოიმუშავა - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 32 მილიონი ევრო.

შემოსავლის უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევაზე მოდის. ჯგუფში მოხვედრის გამო მიღებული ფული, პრემიები თოთოეულ მოპოვებულ ქულაზე, მარკეტინგ-შემოსავლები, გაყიდული ბილეთებიდან აღებული თანხა და პრემიები პირადი სპონსორებისგან (გაზპრომი, ადიდასი) - ეს ყველაფერი სულ 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ჩემპიონთა ლიგიდან მიღებულ ფულთან შედარებით, გერმანიის თასზე აღებული შემოსავალი სასაცილოა - 2 მილიონი ევრო. ეს თანხა „შალკემ“ გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან, ტელეკომპანიებისგან და გაყიდული ბილეთებით „შეაკოწიწა“.

„ფეხბურთელებისთვის საუკეთესო მწვრთნელი ყოველთვის ისაა, ვის ხელშიც მოთამაშეები ყველაზე მეტ ფულს შოულობენ“, - აცხადებს თვითკმაყოფილი მაგათი და უნდა ვთქვათ, რომ მას ნამდვილად აქვს ამის მიზეზი, რადგან გელზენკირხენული კლუბი ვალებშია ჩაფლული, რის გამოც გუნდისთვის თითოეულ მილიონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საკმარისია, „შალკემ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ესპანური „ვალენსია“ გააგდოს, რომ გუნდი კიდევ 5 მილიონს მიიღებს და თუ „ხუმარები“ გერმანიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპსაც გადალახავენ, სადაც „ოფენბახს“ ან „ნიურნბერგს“ უნდა დაუპირისპირდნენ, ბიუჯეტს კიდევ 2 მილიონით შეავსებენ.

ფული „შალკესთვის“ დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გელზენკირხენელებმა ზაფხულში კლაას-იან ჰუნტელაარში 14 მილიონი გადაიხადეს, მანუელ ხურადოში კი -13 მილიონი (აღარაფერს ვამბობთ სხვა, წვრილ-წვრილ ტრანსფერებზე) და თუ გახსოვთ, „შალკე“ ზაფხულის სატრანსფერო სეზონამდეც ყელამდე ვალებში იყო. ტრანსფერებისთვის ის 30 მილიონიც ძლივს გამოიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, მაგათმა ზაფხულში დახარჯული ფული უკვე ამოიღო.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა