შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ჰოლივუდში არსებობს საკრივო ფედერაცია, რომელიც მსახიობებსა და შოუ ბიზნესის ვარსკვლავებს შორის ბრძოლების ორგანიზებით არის დაკავებული

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ჰოლივუდში არსებობს საკრივო ფედერაცია, რომელიც მსახიობებსა და შოუ ბიზნესის ვარსკვლავებს შორის ბრძოლების ორგანიზებით არის დაკავებული. სწორედ ამ ორგანიზაციამ შესთავაზა მსახიობებს - უილ სმიტსა და მარკ უოლბერგს რინგზე შეხვედრა. ამ ბრძოლამ უნდა გაარკვიოს - ვინ უკეთ მოემზადა ცნობილი მოკრივეების როლების შესასრულებლად. ბრძოლის სავარაუდო თარიღია 26 თებერვალი და მას ლას ვეგასის რინგი უმასპინძლებს.

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მსახიობები ერთმანეთს მძიმე ტრავმებს მიაყენებენ. უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ისინი რინგზე გავლენ და საკუთარ თავსა და მაყურებელს გაართობენ", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

თითო მსახიობმა ამ ბრძოლისთვის, შესაძლოა, მილიონი დოლარი მიიღოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სმიტისა და უოლბერგის რეაქცია ამ იდეაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობები სხვადასხვა წონით კატეგორიას განეკუთვნებიან: უილ სმიტის სიმაღლე 188 სანტიმეტრია, მარკ უოლბერგისა - 175. ასევე შეგახსენებთ, რომ სმიტს მოჰამედ ალის როლი აქვს შესრულებული ფილმში - "ალი", ხოლო უოლბერგმა მიკი უორდი განასახიერა "მებრძოლში".

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა