გუშინ ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები დაასახელა

გუშინ ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები დაასახელა. ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით ახალგაზრდულ ნაკრებში კვლავ ძველი შტაბი იმუშავებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გიორგი დევდარიანს ჩააბარეს, რომელიც 18-წლამდელებს თავკაცობდა.

ევროელიტრაუნდისთვის 17-წლამდელთა გუნდს კობა ჟორჟიკაშვილი მოამზადებს, 17-წლიანთა მომდევნო თაობას კი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები 2011 წლის ოქტომბერში ელის - ვასილ მაისურაძე.

16-წლიანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა, U15-ში - ნოდარ აკობია, U14 –ში - გოჩა ტყებუჩავა. ერთადერთი სიახლე ამ უკანასკნელის დანიშვნაა. ძველი მწვრთნელებიდან მხოლოდ ვლადიმერ გუცაევი აღარ დაამტკიცეს, რომლის 19-წლამდელებმაც შემოდგომაზე პორტუგალიაში შესარჩევი ციკლი ჩააგდეს. ამის შემდეგ გუცაევი თავად გადადგა. გოჩა ტყებუჩავას ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს, ის 2005-დან 2006 წლამდე საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ბოლო ორი წელი კი ესპანეთში ცხოვრობდა.

ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ მწვრთნელებთან კონტრაქტები 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ახალგაზრდული ნაკრების თავკაც ოთარ გაბელიასთან და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან (ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი, დავით გვარამაძე) კონტრაქტები ორი წლით გაფორმდა - 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა