დღეს, სპორტის სასახლე გაივსება - ერთმანეთს ჩემპიონობის მაძიებელი ორი გუნდი "არმია" და შსს "დაეჭიდება"

დღეს, 14 საათზე სპორტის სასახლე გაივსება! - ამის თქმა წინასწარ შეიძლება. ერთმანეთს ჩემპიონობის მაძიებელი ორი გუნდი "დაეჭიდება" - "არმია" და შსს, რომელთა მატჩებზე უამრავი ქომაგი დადის.

სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ "წრის ფინალი" (როგორც ამ შეხვედრას არმიელმა კოტე ტუღუშმა უწოდა) ბევრს გადაწყვეტს. დიდი შანსია, ამ შეხვედრის გამარჯვებულმა წრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულოს, რაშიც შსს-სა და "არმიას" თსუ, "ენერჯი" და "ქუთაისი" ეცილებიან.

შეიძლება, სატურნირო ცხრილში პირველ-მეორეობას ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, რაც ფსიქოლოგიურ ფაქტორს - შსს-საც და "არმიასაც" პირველივე წრეში სურთ სხვებისთვის უპირატესობის დამტკიცება, რაც მეორე წრეში დადებით ფსიქოლოგიურ ფონს შექმნის.

წინასწარ იმის თქმა ძნელია, "არმია" გაიმარჯვებს, თუ - შსს. ქართული კალათბურთი კი ნამდვილად მოიგებს.

მეტს აღარ განვაგრძობთ. მატჩის მონაწილე მწვრთნელების მოსაზრებებს გავეცნოთ. "არმიის" თავკაც ლევან მოსეშვილსა და შსს-ს მწვრთნელ არჩილ ჟღენტს ერთი და იგივე კითხვები დავუსვით. საინტერესოა, მწვრთნელები, რა მნიშვნელობას ანიჭებენ კარსმომდგარ შეხვედრას.

ლევან მოსეშვილი:

- ხვალინდელ შეხვედრას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. მძიმე მატჩი იქნება, თუმცა მისთვის მზად ვართ როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად.

არჩილ ჟღენტი:

- ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. "არმიასთანაც" ისევე გავალთ საბრძოლველად, როგორც სხვა მატჩებში. წინა ტურში გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გავუშვით, თუმცა მას მერე "არმიასთან" მატჩზე გადმოვერთეთ და ვფიქრობ, ფსიქოლოგიურადაც მომზადებულები შევხვდებით. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

- ამა თუ იმ მატჩის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს ტრავმები.

ლევან მოსეშვილი:

- დავით უგრეხელიძე ტრავმირებული იყო და წინა ტურში, ბათუმში ამიტომაც არ წავიყვანეთ. მას მერე იგი თავს კარგად გრძნობს და შსს-სთანაც ითამაშებს.

არჩილ ჟღენტი:

- გამთამაშებელმა, ირაკლი ბერიშვილმა მხარი დაიზიანა და მისი თამაში გამორიცხულია. სათუოა დავით იმნაძის მოედანზე გამოსვლაც, რადგან მას მთელი კვირა მაღალი სიცხე ჰქონდა და მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა. მიკროტრავმებს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენები მწყობრში არიან.

მწვრთნელებს ერთურთის გუნდის დახასიათებაც ვთხოვეთ.

ლევან მოსეშვილი:

- შსს-ს გამორჩეული უკანახაზელები ჰყავს, ინდივიდუალურად ყველა ძლიერია, სროლა კარგად შეუძლიათ და თითოეულ მათგანს დიდი ყურადღება სჭირდება. მეფარეებში მცირე უპირატესობა ჩვენს მხარესაა, თუმცა ვინ აჯობებს, უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

არჩილ ჟღენტი:

- მეტოქე ძლიერია. მასში საქართველოს ნაკრების ორი წევრი ირიცხება, არიან ეროვნული გუნდის კანდიდატებიც. ასე რომ, რთული ბრძოლა გველის.

წინასამატჩო სიტყვა ლევან მოსეშვილის კომენტარით დავასრულოთ:

- დიდი ხანია, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე სპორტის სასახლე არ გავსებულა. სუპერლიგაში "არმიის" გამოჩენამ გულშემატკივართა საგრძნობი მატება გამოიწვია. ვფიქრობ, შაბათს სპორტის სასახლე ბოლომდე გაივსება, რაც ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი იქნება.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა