გუშინ ნაგოიას ბაშოზე "ქართული" დღე იყო - ყველა ჩვენებურმა იმარჯვა.

გუშინ ნაგოიას ბაშოზე "ქართული" დღე იყო - ყველა ჩვენებურმა იმარჯვა. დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ამ რანგში სადებიუტო გამარჯვებას ხარობდა, მან იაპონელთა მთავარი იმედი, 24 წლის სეკივაკე კისენოსატო დოჰიოდან გააგდო! ლევანმა იოლად იგდო ხელთ მეტოქის მავაში და ძლიერი მიწოლით დაახევინა უკან კისენოსატოს. ტოჩინოშინს 1-2 ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ სუმოს იერარქიაში მე-4 ტიტულის შესანარჩუნებლად ქართველმა ფალავანმა, სულ მცირე, 8 შეხვედრა უნდა მოიგოს, მეტის მიღწევის შემთხვევაში კი, შეიძლება, სეკივაკეს ტიტულზეც ფიქრი, რომელიც სუმოს იერარქიაში მესამე ჯილდოა. დღეს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მონღოლი პროფესიონალი კიოკუტენჰოა, ყოფილი სეკივაკე ახლა მე-3 მაეგაშირაა და ნაგოიას ბაშოზე 2-1 ბალანსი აქვს. ტოჩინოშინი მონღოლ ვეტერანს პირველად ორი წლის წინათ შეხვდა და დამარცხდა, ახლა შურისძიების დროა. შეგახსენებთ, რომ კისენოსატოსთან მოგება, ქართველი კომუსუბისთვის 97-ე გამარჯვება იყო ელიტაში, სამიც და ის საიუბილეო ტრიუმფს ჩაიწერს, არადა ელიტაში ყველაზე ახალგაზრდაა.

გვახარებს კოკაი (ლევან ცაგურია), რომელმაც დაქვეითების საფრთხე იგრძნო და ძველებურად მოყოჩაღდა. ლევანი ჯერჯერობით დაუმარცხებელია აიჩის პრეფექტურაში მიმდინარე სუპერტურნირზე. დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ქართველმა ამჯერად მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკა დაამარცხა. შედარებით მომცრო ტოსაიუტაკა ჯიქურ ეტაკა "შავ ზღვას", რომელმაც ხერხი იხმარა, იაპონელს გაეცალა და ტოსაიუტაკამაც დოჰიოზე ზღართანი მოადინა. კოკაის შემდეგი მეტოქე კიმურაიამაა, რომელიც გუშინ 29 წლისა შესრულდა. კოკაი ურთიერთშეხვედრებში წინ არის: 4:3.

ელიტაში პირველი გამარჯვება იზეიმა დებიუტანტმა და ყველაზე მძიმე სუმოისტმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). გაგამარუმ ეს ღირშესანიშნავი გამარჯვება მე-10 მაეგაშირა მოკონამისთან რკენაში ჩაიწერა, 202-კილოგრამიანმა ქართველმა მძლავრი ოშიდაშით მოისროლა მონღოლი მეტოქე მაყურებელთა დარბაზში. გაგამარუს 1-2 ბალანსი აქვს და ჰაერივით სჭირდება ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება. დღეს ჩვენებური აქამდე დაუმარცხებელ ჰოკუტორიკის ხვდება.

დიდი მონღოლი ჰაკუჰო, როგორც ჩანს, არ აპირებს გაჩერებას, მისი სარეკორდო სვლა უკვე ზედიზედ 35-ე მოგებაზე ავიდა. სამწუხაროდ, ასაშორიუს სკანდალით წასვლის შემდეგ ჰაკუჰოს ღირსეული მეტოქე არ ჩანს. ჰაკუჰომ თანამემამულე ასასეკირიუ დაამარცხა იორიკირის ილეთით. "წითელ ურჩხულს" დაჯახების თავიდან აცილება სურდა, გვერდით გადაიხარა, მაგრამ იოკოძუნას სხარტ ხელებს ვერსად გაექცა, შემდეგ კი უკვე ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო, რაც დიდ მონღოლს საკმარისი აქვს. ბაშოს 3-3 მოგებით 6 რიკიში ლიდერობს, ჰაკუჰოს და კოკაის გარდა, ჯერჯერობით ვერც კოტოოშუ, კაკურიუ, ჰომაშო და ჰოკუტორიკი გააკრეს ბეჭებზე.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

III დღე: ჰაკუჰო-ასასეკირიუ (იორიკირი), კოტოოშუ-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-კაიო (იორიკირი), ტოჩიოძანი-ბარუტო (იორიკირი), კიოკუტენჰო-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ტოჩინოშინი-კისენოსატო (იორიკირი), ამინიშიკი-ჰაკუბა (ოშიდაში), ტოკიტენკუ-ვაკანოსატო (იორიკირი), კაკურიუ-კიტატაიკი (ოშიტაოში), ტოკუსეგავა-კაკიძოე (უვატედაშინაგე), იოშიკაძე-შიმოტორი (იორიკირი), გაგამარუ-მოკონამი (ოშიდაში), კოკაი-ტოსაიუტაკა (ჰატაკიკომი), ტაკეკაძე-ტამავაში (ოშიდაში), ტაკამისაკარი-ბუშუიამა (ოშიდაში), ჰომაშო-შოტენრო (იორიკირი), კიმურაიამა-ტამაასუკა (ოკურიდაში), ჰოკუტორიკი-სოკოკურაი (ოკურიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

3-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (მაეგაშირა 6), კოკაი (მ 12), ჰომაშო (მ 13), ჰოკუტორიკი (მ 15).

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა