საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი WTA-ს ტურნირ პრაღის ღია პირველობაზე გამოდის

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (156) WTA-ს ტურნირ პრაღის ღია პირველობაზე გამოდის, სადაც მერვედფინალშია გასული. დიდი იყო შანსი, რომ 220-ათასიანი ტურნირის მეორე წრეში ქართველის მეტოქე მსოფლიოს 48-ე ჩოგანი ჟიზელა დულკო (არგენტინა) ყოფილიყო, მაგრამ დულკომ ბოლო წამს უარი თქვა თამაშზე და მის ნაცვლად "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით ბადეში მოხვედრილმა ჩეხმა ევა ჰრდინოვამ რუსი ანა ლაპუშჩენკოვა დაამარცხა - 7:5, 6:0. ჰრდინოვა 26 წლისაა და დღეისათვის მსოფლიოს 303-ე ჩოგანია. ასე რომ, ანას მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი მიეცა. დღეს ცენტრალურ კორტ "კოლოზეუმზე" სწორედ ტატიშვილისა და ჰრდინოვას თამაშით გაიხსნება მეორე წრე.

ფრანგულ კონტრექსვილში (50 ათასი დოლარი) მოასპარეზე მაკა ჩახნაშვილმა (202) პირველივე წრეში წააგო მე-8 ნომრად განთესილ ფრანგ ოლივია სანჩესთან (142) - 3:6, 4:6. მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მისმა მეტოქემ - არც ერთი. მაკა კონტრექსვილს დაემშვიდობა, რადგან წყვილთა თანრიგში მონაწილეობა არ მიუღია. ბელგიურ ცვევეგემში (25 ათასი დოლარი) მანანა შაფაქიძე (404) მე-5 ნომრად განთესილ ფრანგ ანაის ლორენდონს (226) ეთამაშება. წყვილებში მანანა ავსტრალიელ ალისონ შემონთან დუეტში (716) ითამაშებს.

ამერიკის ქალაქ აპტოსში ჩელენჯერის ტურნირის (75 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (637) მე-5 ნომრად განთესილ უკრაინელ სერგეი ბუბკასთან წააგო - 6:1, 2:6, 3:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა