აზერბაიჯანული ვებგვერდების ცნობით, ბაქოს "ნეფთჩის" ქართველი ნახევარმცველი კლუბმა დაითხოვა

აზერბაიჯანული ვებგვერდების ცნობით, ბაქოს "ნეფთჩის" ქართველი ნახევარმცველი ლადო ბურდული კლუბმა დაითხოვა. ლადო საშობაო არდადეგებზე თბილისშია და გუშინ ამ საკითხზე ველაპარაკეთ.

- ეგ ამბავი მეც გავიგე და გავოცდი. არასწორი ინფორმაციაა. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ კვლავაც "ნეფჩის" ფეხბურთელი ვარ და კლუბიდან არავის გავუშვივარ. "ნეფთჩისთან" ამ სეზონის დასაწყისში გავაფორმე კონტრაქტი, რომლის ვადა წელიწადნახევრის შემდეგ იწურება.

- აზერბაიჯანის პრემიერლიგას 19 ტურის შემდეგ "ნეფთჩი" ლიდერობს. თუმცა თქვენ სათამაშო პრაქტიკა გაკლიათ, მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარეთ. თქვენს პოზიციაზე აზერბაიჯანის ნაკრების მარჯვენა ნახევარმცველი რაშად აბდულაევი თამაშობს.

- აზერბაიჯანულ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. ერთადერთი, რაც მაღელვებს, უთამაშებლობაა. სწორედ ამის გამო მინდა, დროებით სხვა გუნდში გამანათხოვრონ. თბილისში გამომგზავრებამდე "ნეფთჩის" ხელმძღვანელებს ამ საკითხზე ვესაუბრე და თანხმობა მივიღე. გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, ამიტომ დაირხა ხმა, ბურდული "ნეფთჩიმ" ტრანსფერზე დააყენაო. ასე ნამდვილად არ არის, უთამაშებლობის გამო სხვა გუნდში განათხოვრება თავად მოვითხოვე.

- ზაფხულში "ნეფთჩიში" გადასვლისას ზედმეტი წონა გქონდათ. ახლა როგორაა საქმე?

- გუნდთან ერთად მოვემზადე, ძალიან მონდომებული ვიყავი და ჭარბი წონაც მოვიშორე. თითქმის ცხრა კილო დავიკელი, ახლა 78-79 კილოგრამი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. უთამაშებლობის მიუხედავად, ხელი არ ჩამიქნევია და ჩვეულებრივ ვემზადები. ფიზიკურად კარგ კონდიციაში ვარ, სხვა გუნდში გავივლი მოსამზადებელ შეკრებას და ვითამაშებ კიდეც. ამჟამად, სეზონის დასრულებამდე იჯარაზეა ლაპარაკი. ხელფასს ისევ "ნეფთჩი" გადამიხდის. ზაფხულში ჩემს გუნდს უნდა დავუბრუნდე და ევროტურნირებზე დავეხმარო.

- რა ვარიანტებზეა ლაპარაკი?

- სამი აზერბაიჯანული კლუბია: "განჯა", "მუღანი" და "აზალი". ამათგან უფრო მეტად "აზალი" და "მუღანი" აქტიურობენ. შესაძლოა, სხვა ვარიანტიც გამოჩნდეს.

- ამ გუნდებს სხვადასხვა მიზანი აქვთ.

- "ნეფთჩი" პირველზეა და ჩემპიონობას უმიზნებს. "განჯა" და მუღანი" მერვე და მეცხრე ადგილებზე არიან. არა მგონია, ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქროთ. "აზალი" კი მესამე ადგილზეა, საპრიზო სამეულში მოხვედრისა და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს. ამ კლუბს უფრო უნდა ჩემი დამატება და ვნახოთ.

- არჩევანს როდის გააკეთებთ?

- 8 იანვარს ბაქოში უნდა ვიყო. მანამდე დრო მაქვს და ვიფიქრებ.

- გავიგეთ, რომ "ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელად კლაუს ტოპმიოლერის კანდიდატურა განიხილებოდა. მართალია?

- დიახ, ასე იყო, მეც მითხრეს, საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა და შენი აზრიც გვაინტერესებსო. მეც ჩემი ვუთხარი, მაგრამ საბოლოოდ ტოპმიოლერმა უარი თქვა. ეგ კი არა, ივო შუშაკის ჩამოყვანაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ არც ეს ვარიანტი გამოვიდა, რადგან ორიოდე წლის წინ ივო შუშაკი სომხეთში, ერევნის "მიკაში" მუშაობდა და ამის გამო მისი კანდიდატურაც მოიხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა