თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ახალგაზრდებმა ირანში, საერთაშორისო ტურნირში, წარმატებით იჭიდავეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებმა წარმატებით იჭიდავეს ირანში, საერთაშორისო ტურნირში. შეჯიბრებას მაზარანდარანის პროვინციის ქალაქმა ბეშკეთმა უმასპინძლა და მასში 13 გუნდი მონაწილეობდა. ძირითადად ირანის პროვინციათა ნაკრებები, უცხოელთაგან კი ჩვენი, სომხეთის, აზერბაიჯანის, ერაყის და კიდევ რამდენიმე მეზობელი არასაჭიდაო ქვეყნის გუნდები გამოდიოდნენ.

ქართველთა ნადავლი ერთი ოქრო და ორი ვერცხლია. ჩემპიონი ომარ გუსოშვილი (96) გახდა, ბექა ლომთაძემ (60) და ალექსანდრე ამინაშვილმა (84) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ფინალში სამივე მათგანის მეტოქე ირანელი ფალავანი იყო. როგორც ამ შეჯიბრებაზე ჩვენი ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ იაშვილმა გვითხრა, თურმე ობიექტურობით განთქმული ირანელი მაყურებელი ყველაზე მეტად ლომთაძემ მოხიბლა და ჯერ ხომ წინასწარ შეხვედრებშიც აქტიურად ქომაგობდნენ, ფინალის წაგების შემდეგ მას ტაშიც კი დაუკრეს.

დაგვეთანხმებით, ეს ნებისმიერი ფალავანისთვის პატივია, ლომთაძე კი ის მოჭიდავეა, რომელმაც საქართველოს წლევანდელ პირველობაზე ფურორი მოახდინა. ადგილობრივი სპეციალისტები აქამდე მის ძმას, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ ლაშა ლომთაძეს (50) იცნობდნენ, ბექა კი პირველად გამოჩნდა დიდ არენაზე. ამის მიუხედავად, ძალზე კარგად იჭიდავა და ბრინჯაოც მოიპოვა. ის მომავალ ჩემპიონ მალხაზ ზარქუასთან დამარცხდა, თუმცა ბევრი დღემდე მიიჩნევს, რომ ამაში მსაჯთა ხელი ურევია.

giorgi
:D:D:D:D:D ბექა მაგარია
zura-zura
ბექა ჩემპიონია ამას დაამტკიცებს ოლიმპიადა სადაც ბექა პირველ ადგლის აიგებს
kobakhidze
მართლა მაგარი ბიჯია ბექა ლომთაძეე = )))
goga gelashvili
ვინაა ბიჯო ზარქუა ლომთაძემ შეჭამა, სულ მელნიცები უკეთა და იმ მსაჯმა ძალით წააგებია ზარქუასტან ოლიმპიური ჩემპიონი გახდება ბექა და დაუმტკიცებს ყველას რო უძლიერესია
giorgi
ბიჯო მომისმინეთ ამ სათაურს რა აწერია წაიკითხეთ ირანმა ლომთაძე აგიარაო ის კი არ აწერია ზარქუაო ბექასთან შედარებით ვინაა ზარქუა არის 0000000 და სულ ასე იქნებააა ამას დაამტკიცებს 2012 გინდ ქურდიანი და თუ გინდა ბალიაშვილი არ გააპო თუ არ გიყურებია დძმა და ტუ არ გიყურებია უყურე და მიხვდები რაა არის ლომთადძე და რა არის ზარქუა ბალიაშვლი და ქურდიანი
giorgi777
რას ქვია მსაჯის ხელი ურევია იცი? იმას რო ბეკა ლომთაძე უნდა ყოფილიყო ჩემპიონი მარა მსაჯმა ქულები არ მიცა ტორე ზარქუა ვერ გახდებოდა ჩემპიონი ............. მთელმა დარბაზმა ბეკა აგიარა .. ზარქუა ვიინაა ბეკასთან შედარებით
intereli
რას ქვია მსაჯის ხელი ურევია??? ზარქუა,ქურდიანი და ბალაშვილი უკონკურენტო არიანდა რა ჭირდა ზარქუას მსაჯის დასახმარებელი? მითუმეტეს ეს ბავშვი ახალგაზრდებშია ჯერ კიდევ
zaza nutsubidze
ბექა ჩემპიონია. ქუთაისი!!!
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა