ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სახელები: სიტყვის კაცი რევაზ მინდორაშვილი

სახელები: სიტყვის კაცი რევაზ მინდორაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ყველა სინჯის მედლის მფლობელია
ოლიმპიურ დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მდგარი ფალავანი სახეგაბადრული მისჩერებოდა ხუთჯვრიან დროშას, რომელიც ნელ-ნელა მაღლა მიცურავდა...

- გავაკეთე ის, რაც შემეძლო: სამშობლოს ოლიმპიური ოქროს მედალი მოვუტანე, - ეს სიტყვები კოლაგელმა რევაზ მინდორაშვილმა მას შემდეგ მითხრა, რაც პეკინის თამაშების ჩემპიონობა მივულოცე.

სათქმელად იოლია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ამ ერთი უბრალო წინადადების მიღმა რამდენი შრომა და საჭიდაო ხალიჩაზე დაღვრილი ოფლია.

სახელოვანი ფალავანია რევაზ მინდორაშვილი - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ყველა სინჯის მედლის მფლობელი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, რომელმაც თავისი მდიდარი სპორტული კოლექცია პეკინში ოლიმპიური ოქროთი გაიმდიდრა.

წლების განმავლობაში იგი დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. გზახერგილიც ბევრჯერ შეხვედრია, ისეთი მომენტებიც ჰქონია, სპორტიდან წასვლას რომ აპირებდა.

დაბრუნება პირველი

ჭიდაობა გვიან, 14 წლისამ დაიწყო დავით გონაშვილის ხელმძღვანელობით. თუმცა სკოლის დამთავრებამდე მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონობა მოასწრო. თბილისში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ჩამოსულმა ფალავანთა კლუბს მიაშურა.

მარლენ ოსიყმაშვილის ჯგუფში ჩაეწერა. ნახა, მისი თანატოლები როგორ ჭიდაობდნენ, საკუთარ ძალებში დაეჭვდა - ჩემგან ფალავანი ვერ დადგებაო. ვარჯიშს უკლო.

ზედიზედ რამდენიმე მეცადინეობა გააცდინა. ერთ საღამოს ბიჭებმა შინ მიაკითხეს - დარბაზში გიბარებენო. 1996 წელს საქართველოს ნაკრების წევრები ატლანტის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გია გალდავამ, ბატონ მარლენის რჩევით, რევაზ მინდორაშვილი შეკრებაზე წაიყვანა - ჯანიანი ბიჭია, სპარინგპარტნიორად გამოგადგებაო. სტიმული მიეცა. იმ შეკრების შემდეგ სერიოზული ვარჯიში დაიწყო.

2002 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ამგვარ წარმატებას 2003 წელს მიაღწია, სამაგიეროდ, იმავე წელს კონტინენტის პირველობაზე ყველა მეტოქე დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

2004 წლის გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლით დაიმშვენა მკერდი. ფინალში გაქონილი თურქი მეტოქე რომ არა, ალბათ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლასაც შეძლებდა. მერე იყო ათენის თამაშები. თავად ვიხილე მისი ორთაბრძოლები ოლიმპიურ ხალიჩაზე. ასე დათრგუნული რეზო მინდორაშვილი არასდროს მინახავს.

- ოლიმპიადაზე განცდილი მარცხის შემდეგ ჭიდაობისთვის თავის დანებება მინდოდა, - მითხრა რეზომ. - ადგილს ვერ ვპოულობდი, გულს ვერაფერს ვუდებდი, თუმცა შინაგანი ძალა ისევ დარბაზისკენ მექაჩებოდა. 2004 წლის შემოდგომაზე ირანის გუნდურ ჩემპიონატში ჭიდაობა გადავწყვიტე - გულს გადავაყოლებ-მეთქი...

თეირანისკენ მიმავალს ფიქრები მომეძალა - რა უცნაურია ცხოვრება, შაჰები ჩემს წინაპრებს ძალით მიერეკებოდნენ სპარსეთისკენ, მე კი ჩემი ნებით მივდივარ, თან სევდის გასაქარვებლად-მეთქი. ჯავრიც ვიყარე იქაურებზე: ზედიზედ რვა შეხვედრა მოვიგე. გულიც მომეცა. თურმე, ჯერ ჩამოსაწერი არ ვყოფილვარ...

ისევ დაუბრუნდა ხალიჩას, მაგრამ 2005 წლის გაზაფხულზეც ხელი მოეცარა - ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უკრაინელ ტარას დანკოსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. მერე დაღესტნის საერთაშორისო ტურნირზე კუბელ რომეროსთან დაპირისპირებისას წარბი გაიხეთქა და ოთხი ნაკერი დაადეს. ტრამვამოუშუშებელი შეკრებებზე ვერ წაყვა ნაკრებს. 29 წლის ფალავანმა მომავლის იმედი დაკარგა და ისევ წასვლა გადაწყვიტა.

დაბრუნება მეორე

- ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი: ჭიდაობა დავამთავრე. ასე უსაქმოდ ხომ ვერ ვიქნები, ცოლს მაინც მოვიყვან და ახლობლებს გავახარებ-მეთქი. ჰოდა, ავდექი და მეც შევირთე ერთი კარგი გოგო - თამილა ბარაბაძე. თორმეტი წელიწადი ვიცნობდი.

თავს არ ვუტყდებოდი, თორემ ვგრძნობდი, რომ მიყვარდა. როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, დავურეკავდი. იგი ლექსებს მიკითხავდა და მამხნევებდა. ერთ საღამოსაც დავურეკე და პირდაპირ კახურად ვუთხარი - ცოლად გამომყევი-მეთქი. ისიც არ დაფიქრებულა და იმ დღიდან ერთად ვართ.

რომ გაიგო, ჭიდაობას თავს ვანებებდი, კინაღამ გაგიჟდა - მედლები აწი ჩემს სახელზე უნდა მოიპოვოო, მითხრა.

მეუღლესაც ხათრი ვერ გაუტეხა და დარბაზს დაუბრუნდა. ივარჯიშა და 2005 წელსვე უნგრეთის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. 2006 წელს ჩინურ გუანჩჟოუში მსგავს შეჯიბრებაზე პირველივე შეხვედრა გერმანიის სახელით მოასპარეზე დავით ბიჩინაშვილს მოუგო, მერე აზიის 2006 წლის ჩემპიონი მონგოლი დაამარცხა, მის გზას გაუყენა გასომხებული ვადიმ ლალიევი და ფინალში რუსეთელ საჯიდ საჯიდოვს დაუპირისპირდა.

ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ მას დააყრევინა ნახევარფინალში ფარ-ხმალი. ჩინეთში კი ქართველმა ფალავანმა მეტოქე ვერ დაჯაბნა და საბოლოოდ `ვერცხლს~ დასჯერდა, თუმცა ეს ჯილდო სულაც არ იყო ურიგო, თუნდაც იმიტომ, რომ რეზოს კოლექციაში ერთი თავისუფალი ადგილი შეივსო - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების სამივე სინჯის მედლის კავალერი გახდა.

ოცნება, რომელიც რეალობად იქცა

ახალი ათვლა 2007 წლიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რეზო ევროპასა და მსოფლიოზეც კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯებმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ნოვრუზ ტებრეზოვთან რომ წააგებინეს და ულიცენზიოდ დატოვეს, მისთვის იოტისოდენი გულგატეხილობაც არ შემიმჩნევია - ყველას დავუმტკიცებ, რომ ჩემი გზიდან ჩამოშორება ასე იოლი არ არისო, მითხრა.

მონდომებით ემზადებოდა ახალი სეზონისთვის. ბათუმში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ნახევარფინალს უწია და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან ტრავმის გამიზეზებას მოერიდა, მერე კიევის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. ნელ-ნელა აღიდგინა სპორტული ფორმა.

- 2008 წელს ტამპერეს ევროპის ჩემპიონატზე პეკინის ოლიმპიადის თითო საგზური თამაშდებოდა, - იგონებს რევაზ მინდორაშვილი. - ყველაფერი ვიღონე, ამ შეჯიბრებაზე მომეგვარებინა ლიცენზიის პრობლემა და შემდეგ მშვიდად განმეგრძო ზაფხულის თამაშებისთვის მზადება. პირველ წრეში დავით ბიჩინაშვილს ვძლიე, შემდეგ - ესპანელ ხავიერ რამოსს, ბელარუს ივან იანკოვსკის, ებრაელ სერგეი კოლესნიკოვს და გადამწყვეტ პაექრობაში გიორგი კეტოევს (იმავე ქეთიშვილს), დავუპირისპირდი.

გიორგიმ 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად პეკინის ლიცენზიაც დაიმსახურა, ამიტომ ფინალში გასვლით ოლიმპიადის საგზური დავიბევე. თავის მართლებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ გადავწყვიტე, ტამპერეს ხალიჩაზე ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამომემჟღავნებინა.

ვიფიქრე, გიორგი დარჩეს წონის ფავორიტად, რათა მთელი ყურადღება მისკენ იყოს მიმართული, მე კი საჩემო საქმეს ისედაც გავაკეთებ-მეთქი. ამას რომ ვამბობ, ისე არ გამიგოთ, კეტოევის შესაძლებლობებს ვაკნინებდე. იგი იდალური მოჭიდავეა. ფილამ 2007 წელს სამართლიანად ცნო წლის საუკეთესო ფალავნად.

ორწელიწად-ნახევარი შეხვედრა არ წაუგია. რუსეთის ნაკრებიდან სახელოვანი მოჭიდავე საჯიდ საჯიდოვი ამოაგდო. გიორგის ბევრი შერკინება მაქვს ნანახი. ოთხჯერ თავადაც შევხვედრივარ და მისი ორთაბრძოლის ძლიერი და სუსტი მხარეები დავამუღამე, რაც ოლიმპიადაზე გამომადგა.

თამაშებისთვის მზადება სპეციალური პროგრამით განვაგრძე. ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრებები გავიარეთ თბილისში, წახკაძორში, ბორჯომში. ვიჭიდავე რუმინეთში იონ კორნეანუს მემორიალში, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. ეს გამარჯვება ჩემთვის აუცილებელი იყო, რათა საკუთარი ძალების რწმენა განმემტკიცებინა. ამ შეჯიბრებაზე გამოვცადე ტექნიკა-ტაქტიკის ყველა ის ნიუანსი, რომლებიც ვარჯიშებზე ბატონ მარლენ ოსიყმაშვილთან და ნაკრების მწვრთნელებთან ერთად დავამუშავე.

- კინაღამ ყველაფერი წყალში ჩაგეყარა...

- ბოლო შეკრებას ბორჯომში გავდიოდით, რუსეთმა საქართველოს კუთხეების დაბომბვა რომ დაიწყო. ნაადრევად შევწყვიტეთ წვრთნა. რადგანაც გორზე გამოვლა შეუძლებელი იყო, თბილისში შემოვლითი გზით 12-საათიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ძლივს ჩამოვაღწიეთ.

მეორე დილით კი კიევის გავლით პეკინში გავფრინდით. ჩინეთის დედაქალაქში მასმედიის საშუალებით საშინელ ინფორმაციებს ვიგებდით. თბილისში მეუღლე, ორი წლის ვაჟიშვილი, დედა და და დავტოვე.

ოჯახის წევრებს პეკინიდან დავურეკე და ვთხოვე, კოლაგში წასულიყვნენ. მათ კი დედაქალაქი არ დაუტოვებიათ, რადგან საამისო სიტუაცია არ ყოფილა.

- ყველაზე რთული ორთაბრძოლა ვისთან გქონდა?

- ვფიქრობ, არავისთან გამჭირვებია. დავით ბიჩინაშვილი, რომელმაც გერმანიის სახელით იასპარეზა, ცნობილი მოჭიდავეა. ამ შეჯიბრებისთვის კარგად მომზადებულა, რაც ჩემთან შეხვედრისას გამოჩნდა. მართალია, პირველი პერიოდი 1:4 წავაგე, მაგრამ დანაკარგი მომდევნო ორ რაუნდში ავინაზღაურე. იოლად ვძლიე სომეხ არუთინ ენოქიანს. მთავარი მეტოქე ნახევარფინალში მყავდა - გიორგი კეტოევი. ორივე პერიოდში სამი სამქულიანი გდება შევძელი, ხოლო გონგამდე 20 წამით ადრე სუფთა გამარჯვება მოვიპოვე.

- რადგანაც მედალი განაღდებული გქონდა, ფინალში ყურადღება ხომ არ მოადუნე?

- უბრალოდ, მედალზე რომ მეფიქრა, ჩემპიონი ვერ გავხდებოდი. მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა - კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. ამგვარი შემართებით გავედი ხალიჩაზე ფინალში საჭიდაოდ.

- და გვარიანადაც გვანერვიულე...

- აბდუსალიმოვი ძლიერი მოჭიდავეა. 2007 წელს ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. შუააზიელმა პირველსავე წუთზე ჰაერში კი ამიტაცა, მაგრამ დავუძვერი და ქულაც დავიმსახურე. მერე ჩოქბჯენში გამოვიჭირე ტაჯიკი მოჭიდავე და დატრიალება ვცადე, მაგრამ ფანდი ბოლომდე ვერ მივიყვანე, რადგან დილით მოთელვისას ნეკნი დავიზიანე. ილეთის ჩატარებისას საშინელი ტკივილი ვიგრძენი.

მეტოქემ ამით ისარგებლა და პირველი რაუნდი მომიგო. მაგრამ მეორე-მესამე პერიოდებში მისთვის წარმატების იოტისოდენი შანსიც არ მიმიცია - 3:0 და 4:0 ვაჯობე, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი და რუსებისგან დაბომბილ ჩემს სამშობლოს სიხარული მოვუტანე.

მართალია, იმ წუთას, როცა კვარცხლბეკზე მდგარი ეროვნულ ჰიმნს ვუსმენდი და ხუთჯვრიანი დროშის ფრიალს ვუყურებდი, უაღრესად ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს არ იყო ისეთი სიხარული, რომელიც სხვა დროს განმიცდია, რადგან ვიცოდი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ რუსები თარეშობდნენ.

- რეზო ბიძამისმა მომიყვანა დარბაზში, - გაიხსენა ამაგდარმა მწვრთნელმა მარლენ ოსიყმაშვილმა. - პატიოსანი, ზრდილობიანი და შრომისმოყვარე ბიჭი იყო და საკუთარი გარჯით მიაღწია ყველაფერს. მძიმე წლები გადავიტანეთ, განსაკუთრებით საქართველოს სამოქალაქო ომის შემდეგ. ნახევრად მშიერი ვარჯიშობდა სიცივეში. ცხელ წყალს ვინ ჩივის, ცივიც გვენატრებოდა. ასე გამოიწრთო ფოლადივით. დღეს, მართლაც, მისი მომრევი არავინ მეგულება.

პეკინში ნახევარფინალური ორთაბრძოლის წინ ნაკრების მწვრთნელი დავით ხურცია მისულა ჩემს შეგირდთან და უთქვამს, რეზო, ჯერ ნუ გახურდები, რადგან რუსები კეტოევს ასვენებენო. თუ უნდათ, დილამდე დაასვენონ, სულერთია, მაინც მოვუგებო, უპასუხია მინდორაშვილს, ისე იყო დარწმუნებული წარმატებაში. ჩინეთში გამგზავრებამდე მეც მითხრა, აუცილებლად ჩემპიონი დავბრუნდებიო. რეზო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აუცილებლად რომ ავიდოდა, ეს არც მეეჭვებოდა.

- ალბათ, იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, სხვებისგან გამორჩეული წვრთნის ერთი ხერხიც გქონიათ...

- (ეცინება) არც ეს არის გამორიცხული. თბილისთან ახლოს ვცხოვრობ - საკუთარი კარ-მიდამო მაქვს. ყოველწლიურად ტონაზე მეტ ყურძენს ვიწევ, ბლომად მომყავს სიმინდი, ხილი, კარტოფილი. ჰოდა, ჩემი ბიჭები მეხმარებიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში - თოხნა იქნება, ბარვა თუ მოსავლის აღება. ეს მათთვის სასარგებლო ფიზიკური მომზადებაცაა და შრომასაც ეჩვევიან, თან ნატურალურ ვიტამინებს იღებენ.

ერთ რამეზეც მინდა გავამახვილო ყურადღება - მუშაობით დაღლილ ბიჭებს ვეტყოდი, დავისვენოთ-მეთქი და ოფლში გახვითქულნი ჩრდილში რომ წამოგორდებოდნენ, რეზო განმარტოვდებოდა და მკლავებზე აწევაში ვარჯიშობდა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბარვისას სამი კაცის სამუშაოს ასრულებდა. ყველაფერში ასეთი მუყაითია და ამიტომაც მიაღწია საწადელს. ამ ბებერ კაცსაც სიცოცხლე გამიხანგრძლივა.

- ოლიმპიური ჩემპიონი სამომავლოდ რას აპირებს? - ვკითხე პეკინიდან დაბრუნებულ მინდორაშვილს.

- ჯერ ვისვენებ, დანარჩენი მერე გამოჩნდება.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან

დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!

ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]

"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]

კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის