ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა...

ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჯეკი სტიუარტმა კიოლნის გაზეთ Express-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მიხაელ შუმახერის დიდ სპორტში დაბრუნებას შეცდომას უწოდებს. ლეგენდარული შოტლანდიელის აზრით, გერმანელი კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ დაასრულებს.

- შეძლო თუ არა სეზონის პირველ ნახევარში მიხაელ შუმახერმა ახალგაზრდა პილოტებთან - ჰემილტონთან და ფეტელთან ტოლსწორად ბრძოლა?

- ის თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც ვერ ეწევა - ნიკო რეგულარულად უსწრებს მიხაელს და უფრო ახლოა გრან-პრის მოპოვებასთან.

- თქვენი აზრით, მისი დრო გავიდა?

- მერჩივნა შუმახერი საერთოდ არ დაბრუნებულიყო. რატომ გააკეთა ეს? მან უკვე ყველაფერს მიაღწია და ახლა მხოლოდ კარგავს ძველ დიდებას. ვფიქრობ, თავის დროზე შუმი ძალიან ადრე წავიდა და სავსებით შეეძლო ერთი-ორი წელი "ფერარიში" დარჩენილიყო. სამწლიანი პაუზის შემდეგ კი ძალიან რთულია დაბრუნება. ასეთი რამ ხომ არავის გაუკეთებია?!

- ნიკი ლაუდა?

- ნიკი სულ სხვა დროს გამოდიოდა, როცა უფრო მნიშვნელოვანი პილოტის ნიჭი იყო და არა ძრავის სიმძლავრე. ახლა შუმახერი დაბრუნდა - იმიტომ, რომ მის გულს ასე უნდოდა. მაგრამ რთულ სიტუაციაში მოხვდა და ახლა კრიტიკას უნდა მიეჩვიოს.

- შეძლებს შუმი მომავალ წელს შედეგების მომატებას?

- კითხვა სხვანაირად უნდა დავსვათ: ექნება თუ არა კიდევ ერთი წელი? ჩემი აზრით, ის ამ სეზონის დასრულების შემდეგ წავა სპორტიდან.

- მაგრამ მიხაელი ყველა ინტერვიუში 2011 წელზე ლაპარაკობს...

- ეს ასეა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, საკუთარ თავს რას ეუბნება?! მის დარჩენას მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როცა 2011 წლის პირველ რბოლაში სასტარტო ბილიკზე ვიხილავ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა