ქალები საბოლოოდ დაგვემშვიდობნენ
ქალთა პროფესიულ ტურში სეზონი ერთი კვირის წინ დასრულდა, თუმცა გასათამაშებელი რჩებოდა ფედერაციის თასი, რომელზეც ბოლო წლებში დომინირებს ჩეხეთის ნაკრები. ეს გუნდი პრაღაში მასპინძლობდა გერმანიას.

პირველები კორტზე პეტრა კვიტოვა და ანდრეა პეტკოვიჩი გავიდნენ. მასპინძლის უპირატესობა პირველივე სეტის სტარტზე გამოიხატა, როცა უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი 3:0 დაწინაურდა. მართალია, ამის შემდეგ პეტკოვიჩმა ერთი ბრეიკის აღება მოახერხა, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა და კვიტოვამ საპასუხო ბრეიკით სეტი 6:2 მოიგო.

პეტრას მცირე პრობლემა შეექმნა მეორე სეტის დასაწყისში, რადგან პეტკოვიჩმა პარტია ბრეიკით დაიწყო, თუმცა ჩეხმა მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ყველაფერი მეათე გეიმში გადაწყდა, როცა 4:5-ზე და 30:30-ზე გერმანელმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და მატჩბოლი აჩუქა მეტოქეს, რომელიც კვიტოვამ კარგად გამოიყენა - 6:2, 6:4.

გერმანელებს იმედი ჰქონდათ, რომ ანგარიშს მატჩში ანჟელიკ კერბერი გაათანაბრებდა, რომელიც რეიტინგში ლუსი საფაროვაზე მაღლა დგას. და მართლაც, კერბერს ბევრი შანსი ჰქონდა, ორივე სეტში ბრეიკით იგებდა (მეორეში ორჯერ ჰქონდა ასეთი უპირატესობა), მაგრამ საფაროვამ შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გადამწყვეტ მომენტებში ზუსტად ითამაშა, რამაც ორ სეტში მოგება მოუტანა - 6:4, 6:4.

ასე რომ, პირველი დღის შემდეგ ჩეხეთმა ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ტრიუმფის ბრწყინვალე შანსი მიიღო. საქმე ისაა, რომ ფედერაციის თასის ფინალში 0:2-დან არც ერთ გუნდს არ შემოუტრიალებია მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ.

მესამე შეხვედრა, რომელიც გუშინ გაიმართა, ფინალის მშვენება გამოდგა. პეტრა კვიტოვასა და ანჟელიკ კერბერის მატჩის პირველ სეტს ფანტასტიკური სცენარი ჰქონდა. გერმანელმა პირველმა გააკეთა ბრეიკი და მალე 5:2 დაწინაურდა.

მომდევნო სამ გეიმში კერბერს სამი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ სამივე გაანიავა და კვიტოვას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. თუმცა იქვე სტუმარმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მესამედ მიიღო სეტზე ჩაწოდების უფლება. პარტიამ კულმინაციას მე-12 გეიმში მიაღწია, სადაც შვიდჯერ დაფიქსირდა "თანაბარი". კერბერმა კიდევ სამი სეტბოლი მიიღო, მაგრამ მაინც წააგო გეიმი და შემდეგ ტაი-ბრეიკზე დამარცხდა - 5:7.

ბუნებრივია, კერბერმა ამდენი გამოუყენებელი შანსის გამო ფსიქოლოგიური შოკი მიიღო და მეორე სეტის სამი სასტარტო გეიმი შვიდ წუთში წააგო - 0:3. მატჩისა და მთლიანად ტიტულის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ გერმანელი დაბრუნდა და თანაც როგორ! კერბერმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 4:3 წაიყვანა ანგარიში. გეიმების გაცვლის შემდეგ ანჟელიკმა მორიგი ბრეიკი გააკეთა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

დაინიშნა მესამე სეტი, რომელიც სცენარით პირველსაც ჰგავდა და მეორესაც. კერბერმა 3:0 დაწინაურება შეძლო და ისევ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა. თუმცა პირველი პარტიისგან განსხვავებით, 5:2-მდე ვერ მივიდა. 4:2-ზე მან საბოლოოდ გადაულოცა ინიციატივა კვიტოვას, რომელმაც ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და ჩეხეთს გადამწყვეტი ქულა მოუტანა. ეს გუნდი ფედერაციის თასის მფლობელი გახდა, ხოლო დარჩენილ მატჩებს აზრი დაეკარგა.

ჩეხეთი-გერმანია 3:1

1:0 პეტრა კვიტოვა-ანდრეა პეტკოვიჩი 6:2, 6:4

2:0 ლუსი საფაროვა-ანჟელიკ კერბერი 6:4, 6:4

3:0 პეტრა კვიტოვა-ანჟელიკ კერბერი 7:6(5), 4:6, 6:4

3:1 ჰლავაჩკოვა/ჰრადეცკა-გორგესი/ლისიცკი 4:6, 3:6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მაიამის "მასტერსი": კარლამ ვინუსი გააჩერა
ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ: ᓡᓘᓛᓝᓜᓐᓡᓐ ᓓᓐ ᓐᓜᓓᓠᓔᓐᓡ ᓒᓐᓡᓔᓘᓠᓜᓔᓑᓐ
ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ: ᓠᓣᓛᓘᓜᓣᓚᓘ ᓢᓠᓘᓣᓛᓤᓘ ᓞᓐᓠᓘᓖᓨᓘ
პეტრა კვიტოვა ფენომენალური იყო
გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში 6-მილიონიანი ბიუჯეტით აპირებს თამაშს
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა დაჭრეს
ფინალი კიმ კლაისტერსთან
დაჭრილ პეტრა კვიტოვას სამი თვე გაუცდება
საფრანგეთის ღია პირველობა: კვიტოვას ორი ნული
პეტრა კვიტოვას საშობაო საჩუქარი
ლონდონის ტურნირი დაჯგუფებულია
ᓠᓝᓪᓐ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓔᓚᓘᓢᓐ ᓘᓡᓕᓔᓜᓔᓑᓡ...