ბელგიაში პეტკოვიჩმა მოიგო, ტაილანდში - ჰანტუხოვამ
ჩოგბურთის ბევრმა მოყვარულმა სკეპტიკურად აღიქვა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ვეტერანმა სლოვაკმა დანიელა ჰანტუხოვამ მწვრთნელად აიყვანა ცნობილი სპეციალისტი კარლოს როდრიგესი.

თუმცა მათმა თანამშრომლობამ მალე მოიტანა შედეგი. დანიელამ ტაილანდში თავის საყვარელ ტურნირზე მესამედ მოიპოვა ტიტული, სულ კი WTA-ს ტურში ეს მისი მეშვიდე გამარჯვება იყო.

ქალაქ პატაიაში გამართული ტურნირი შემადგენლობით ჩამორჩებოდა ანტვერპენის ტურნირს. ჰანტუხოვას პირველივე წრეში სერიოზული მეტოქე ჰყავდა ყაზახი ზარია დიასის სახით, რომელსაც სამ სეტში მოუგო, რის შემდეგაც იოლად ჩამოიცილა გზიდან ორი ჩინელი. ნახევარფინალში კი მორიგი რთული მატჩის ჯერი დადგა.

ახალზელანდიელმა მარინა ერაკოვიჩმა ერთ-ერთ ეტაპზე რუს ვერა ზვონარევასთან 2:5-ზე ორი მატჩბოლი მოიგერია და გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ნახევარფინალში უკვე მას არ გაუმართლა - ერაკოვიჩი ახლოს იყო ფინალთან, მაგრამ ვერ შეძლო ორი მატჩბოლის გამოყენება. ბრძოლა ტაი-ბრეიკზე დასრულდა, რომელიც ჰანტუხოვამ 7:3 მოიგო.

ფინალში დანიელა აილა ტომლიანოვიჩს შეხვდა. ხორვატული წარმოშობის ავსტრალიელისთვის ეს იყო პირველი ფინალი WTA-ს დონეზე. ამასთან, მას ჰარდზე ერთხელ ჰყავდა დამარცხებული სლოვაკი. ამჯერად, აბსოლუტურად თანაბარი თამაში გამოვიდა. ტომლიანოვიჩი ცუდმა მეორე მოწოდებამ დააღალატა, რის გამოც ათი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. ჰანტუხოვამ ბოლო მომენტში გამოსტაცა გამარჯვება მეტოქეს - 3:6, 6:3, 6:4.

გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა ანტვერპენში კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო ისე, რომ ფინალში ბრძოლა არ დასჭირვებია. გადამწყვეტი მატჩის წინ მისმა მეტოქემ, ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ ორგანიზატორებს აცნობა, რომ კისრის არეში ტკივილს გრძნობდა და ამის გამო უარი თქვა კორტზე გასვლაზე.

რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა სერიოზული დარტყმა იყო ბელგიური ტურნირისთვის, რომელიც 2008 წლის შემდეგ პირველად ტარდებოდა. ტურნირის დირექტორი კიმ კლაისტერსი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფინალის დღეს ძველი წლების გახსენება და მაყურებლების გართობა მოუწევდა. ბელგიელმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო და პეტკოვიჩის წინააღმდეგ კორტზე გავიდა. უფრო მეტიც, კიმმა მოიგო მინი-მატჩი - 5:3, რის შემდეგაც გერმანელმა განაცხადა - კარგია, რომ კლაისტერსმა კარიერა დაასრულაო.

ყველაზე დაძაბული მატჩი კი მეორე წრეში გაიმართა. პეტკოვიჩმა რვა (!) მატჩბოლი მოიგერია ბელგიელ ელისონ ვან უიტვანკთან მატჩში. თამაშის ხანგრძლივობაც უნიკალური იყო - სამი საათი და 20 წუთი. ეს ჯერჯერობით ყველაზე გრძელი მატჩია ამ სეზონში ქალებს შორის. ბუნებრივია, ასეთი ტრიუმფის შემდეგ პეტკოვიჩი აღმაფრენას გრძნობდა და მეოთხედფინალში ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოუგო დომინიკა ციბულკოვას - 7:6(2), 6:0, ნახევარფინალში კი ორი ტაი-ბრეიკი აიღო ბარბორა ზახვალოვასთან შეხვედრაში.

ანტვერპენში გამარჯვებით ანდრეა WTA-ს რეიტინგის ტოპ-ათეულში გადაინაცვლებს.

ანტვერპენი (ბელგია)

ფინალი

ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 3)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 5) უარი.

პატაია (ტაილანდი)

ფინალი

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-აილა ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 3:6, 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მაიამის "მასტერსი": კარლამ ვინუსი გააჩერა
მარტინა ჰინგისი ყოფილი ქმრის ცემაშია ეჭვმიტანილი
ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ: ᓡᓘᓛᓝᓜᓐᓡᓐ ᓓᓐ ᓐᓜᓓᓠᓔᓐᓡ ᓒᓐᓡᓔᓘᓠᓜᓔᓑᓐ
მარია შარაპოვა მოგებით დაბრუნდა
ფედერაციის თასი: ბოლო ტიტული ჩეხეთისაა
ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓘ: ᓠᓣᓛᓘᓜᓣᓚᓘ ᓢᓠᓘᓣᓛᓤᓘ ᓞᓐᓠᓘᓖᓨᓘ
აშშ-ის ღია პირველობა: ამერიკას ერთი ამერიკელი შემორჩა
მარტინა ჰინგისს აშშ-ის ღია პირველობაზეც ვნახავთ
გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში 6-მილიონიანი ბიუჯეტით აპირებს თამაშს
ავსტრალიის ღია პირველობა: სერენას რეკორდი და რაფტერის დაბრუნება
მარტინა ჰინგისი მოგებით დაბრუნდა
ᓠᓝᓪᓐ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓔᓚᓘᓢᓐ ᓘᓡᓕᓔᓜᓔᓑᓡ...