ოთარ მარცვალაძე წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს?
რუსეთის I დივიზიონში წარუმატებელი სერიის შემდეგ, რასაც მწვრთნელის მოხსნა მოჰყვა, იმარჯვა ქართველ ლეგიონერთა "ტოსნომ". ლენინგრადის მხარის დერბიში "ტოსნომ" სტუმრად 3:1 მოუგო პეტერბურგის "დინამოს".

გამარჯვებულთა კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა, რომელმაც მატჩის შემდეგ "სოვეტსკი სპორტს" მცირე ინტერვიუც მისცა.

- პირველი გოლი გავიტანეთ და თამაშს ვაკონტროლებდით. ძალიან გაგვიმართლა, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ, ამის შემდეგ საბოლოო შედეგზე არც კი გვინერვიულია.

- შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელის, ნიკოლაი კოსტოვის გაშვებამ გუნდი შეაფუცხუნა?

- ყოველთვის ასეა, როცა ერთი მწვრთნელი მიდის და მეორე მოდის, ჩნდება ახალი ემოციები. ეს ყოველთვის მოქმედებს გუნდზე.

- "დინამო" როგორ მოგეწონათ?

- ჩვენ და ჩვენს დღევანდელ მეტოქეს განსხვავებული მიზნები გვაქვს. მგონი, აშკარაა, რომ ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია. ისე, "დინამო" სიმპათიური გუნდია, გადარჩენისთვის იბრძოლებს.

- მწვრთნელის გაგდების შემდეგ "ტოსნოს" მიზნები არ შეცვლილა?

- არა, ჯერ ისევ ისეა - ჩვენი მიზანი რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლაა.

- როგორ მოგეწონათ დერბი?

- წელიწადნახევრის წინ კრასნოდარის დერბიში ვითამაშე - აი, ეს იყო! ტრიბუნებზე 30 ათასი ადამიანი იჯდა, აქ კი 3 ათასიც ვერ შეგროვდა. პეტერბურგი დიდი ქალაქია, მაგრამ ფანები ბევრნი არ არიან. დასანანია.

"ტოსნოს" დროებით 34 წლის კირილ კაშიჩევი წვრთნის, რომელმაც ოთარ მარცვალაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა:

"მარცვალაძის გამოჯანმრთელება იგვიანებს, მას წვივის უკანა კუნთი აქვს დაზიანებული. შესაძლოა, წლეულს თამაში კიდევ შეძლოს, შეიძლება ვერა".

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან