გამოცემა "ევრობასკეტმა" სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა - ვილი ისიანი "ლებ ვერცხლის" წარმომადგენელ "კანარიასში" გადავიდაო
ორშაბათის "ლელოში" დავწერეთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ორი ქართველი კალათბურთელის გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს - ვილი ისიანის "გრან კანარიამ" თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" უმასპინძლა. ვილი პირველად შეიყვანეს უმაღლესი ლიგის განაცხადში, რაც უთუოდ სასიამოვნო ფაქტია.

ამ მატჩიდან მესამე დღეს გამოცემა "ევრობასკეტმა" სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა - ვილი ისიანი "ლებ ვერცხლის" წარმომადგენელ "კანარიასში" გადავიდაო. "ლებ ვერცხლი" ესპანეთის რიგით მესამე ლიგაა. მასში 17 წლის ახალგაზრდის გადასვლა სათამაშო პრაქტიკის მიზნით, შესაძლოა, სარწმუნო ჩანდეს, მაგრამ, როგორც ირკვევა, საქმე უბრალო შეცდომასთან გვაქვს.

გუშინ თავად ვილის შევეხმიანეთ და ამ ამბის შესახებ ვკითხეთ. ალბათ, ძველი ინფორმაციაა, იმ პერიოდისა, "გრან კანარიაში" რომ გადმოვედიო, - გვითხრა ისიანმა და დასძინა: ჩემს გუნდში ჩვეულებრივად ვვარჯიშობ და არსად წასვლას ვაპირებო.

ვილი "გრან კანარიას" 18-წლამდელთა გუნდთან ერთად ესპანეთის ჭაბუკთა ჩემპიონატში თამაშობს; ასევე, ასპარეზობს მეოთხე ლიგაში დუბლშემადგენლობასთან ერთად და როცა რომელიმე კანარიელი ვერ ეხმარება, უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ "გრან კანარიაშიც" იხმობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
დღეს საქართველო ევრობასკეტს იწყებს - კალენდარი
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე იგორ კოკოშკოვის კანდიდატურაც განიხილება
უმასპინძლებს საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს? - პასუხი დღეს გვეცოდინება
რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
სერბეთმა იტალია ბეჭებზე დადო!