გუჯა კახაძე: "ჰკითხეთ კახა კალაძესა და სანდრო კობახიძეს, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს"
თოქ-შოუ "არენაში" ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ყველაფერთან ერთად, ირონიანარევი ტონით თქვა - დამიკავშირდნენ და ნაკრების მომზადებაში დახმარება შემომთავაზესო.

"რამდენიმე დღის წინათ ერთმა ნაცნობმა ფიზმომზადების უცნობი სპეციალისტი დამაკავშირა. მითხრა, რომ ჯადოსნურ რაღაცებს აკეთებს და ორ დღეში ნაკრებს ფანტასტიკურ დონეზე მოამზადებსო. საერთოდ, რამდენად სერიოზულია ეს თემა, არც ღირს ლაპარაკი. სამწუხაროდ, ადვილი ნამდვილად არ არის იმ ფონზე, როცა ფეხბურთელები ნაკრებში მოუმზადებლები და უთამაშებლები მოდიან", - თქვა ქეცბაიამ.

როგორც დავადგინეთ, "ჯადოქარი", რომელიც ქეცბაიამ ახსენა, ფიზმომზადების სპეციალისტი გუჯა კახაძეა, რომელსაც "ლელო" ადრეც ესაუბრა, გუშინ კი მას უშუალოდ ქეცბაიას სიტყვებზე კომენტარისთვის დავუკავშირდით:

- ქეცბაიას ჩემმა ნაცნობმა სთხოვა, მოუსმინეო. ნაკრების მწვრთნელი დაჰპირდა მას, რომ დამელაპარაკებოდა. ამიტომაც დავუკავშირდი. ავუხსენი, რომ ნაკრებისთვის მაქვს საგანგებოდ შემუშავებული ორდღიანი პროგრამა. გაუკვირდა და არ დაუმალავს - ორკვირიანი რომ გეთქვა, დაგიჯერებდიო...

- ისე, ასეთ მცირე დროში რის გაკეთებას მოასწრებდით?

- ქეცბაიას ავუხსენი, რომ რაკი ფეხბურთელები მცირე დროით ჩამოდიან, ეს ორდღიანი პროგრამა სწორედ ამისთვის შევიმუშავე. ამ ვარჯიშებით ფეხბურთელებს სისწრაფეს მოვამატებინებდი, ამტანობა 2 ტაიმი ეყოფოდათ, აღდგენას მოედანზევე გააკეთებდნენ, კუნთის დაჭიმვისას ექიმი და 14-დღიანი მკურნალობა არ დასჭირდებოდათ, რადგან ამას სჭირდება 10-წამიანი საგანგებო გაჭიმვა და კუნთი მოწესრიგდება.

გარდა ამისა, ჩემი მეთოდით სირბილიც ვერ დაღლიდა ფეხბურთელებს. ამ დროს ზედმეტი წონა ხელს ვერ შეუშლიდათ და პოლონელებს ფიზიკურად ვაჯობებდით.

- ეს ყველაფერი მართლაც ძნელი დასაჯერებელია...

- დიახ, მესმის, ასეთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას უკვე შევეჩვიე... მაგრამ მაინც შესაძლებელია. ჩემი მეთოდი ტრადიციულებისგან იმდენად განსხვავებულია, რომ მისი დაჯერება უჭირთ. მაგალითად, მსუბუქად სირბილის სწავლას 30 წუთი სჭირდება.

30 წუთში სასტარტო სისწრაფესაც გავაუმჯობესებ და სისწრაფის მომატების დროს ფეხბურთელებს იმდენივე ენერგიას დავახარჯვინებ, რამდენსაც - ძუნძულზე. ვასწავლი გაწელვებს, რაც ტრავმიანობისგან იცავს...

მეზღაპრე არ ვარ და რასაც ვლაპარაკობ, ამ ყველაფრის შედეგები უკვე მივიღე. მათ კი, ვისაც არ სჯერა, ვეტყვი, რომ ჩემ მიერ შემუშავებული საგანგებო 2-დღიანი პროგრამა კახა კალაძემ "მილანში" თამაშის დროს გაიარა. ასევე გავიხსენებ სანდრო კობახიძის შემთხვევას, რომელმაც 14-ჯერ ივარჯიშა.

ეს ყველაფერი ქეცბაიასაც ვუთხარი - აზრი მათაც ჰკითხეთ-მეთქი...

- და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ქეცბაიას?

- ძნელი დასაჯერებელია, რასაც მეუბნები, მაგრამ თქვენი ტელეფონის ნომერი მაქვს და თუ დამჭირდა, დაგიკავშირდებითო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუჯა კახაძე
გერმანელებმა ფიზმომზადების ახალი მეთოდიკა შეიმუშავეს, ამიტომაც არ შექმნიათ მსოფლიო ჩემპიონატზე პრობლემები ფიზიკური კუთხით. Elizabeh. GB-ს ვეთანხმები! ქართველმა ფეხბურთელებმა სწრაფი აღდგენა თუ ისწავლეს, ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის სერიოზულ ძალად გადაიქცევიან. სწრაფად აღდგენის სწავლებას კი მხოლოდ ორ მსუბუქ 30 წუთიან ვარჯიშს ვანდომებ. რასაც 7 წლის ფეხბურთელი ადვილად ითვისებს ზრდასრულ ფეხბურთელს რატომ უნდა გაუჭირდეს იქნებ ვინმემ მიპასუხოს?
ბერდია
ეს ცუდათ ხო არ არი?
zura1504
ისე, 1-2 ვიდეოგაკვეთილი რომ დადოს სადმე ბატონმა გუჯამ, არ შეიძლება? იქნებ მერე უფრო დაუჯერონ?
zura
მე სრულიად ვადასტურებ გუჯა კახაძის მეთოდიკის ნოვატორობას. ეს რა თქმა უნდა რაღაც ახალია - ორდღიანი ვარჯიში, მაგრამ დანარჩენი - "სწორი" სიარული და "სწორი" სირბილი - მისგან მაქვს ნასწავლი და შედეგიც შესანიშნავი მივიღე. სხვა ერები არ ვიცი, მაგრამ ამ მეთოდიკის შესწავლის შემდეგ ქუჩაში ხალხს ვაკვირდები და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ ქართველების 80% მაინც არ დადის სწორად. მაგრამ ვინ უნდა გვასწავლოს თუნდაც სიარული, ჩვენ, ქართველები ხომ ყველაზე მაგრები ვართ..........
zura
ქეცბაია იმ კვირაში ნაკრებიდან წავა და სხვაგან სადაც შესთავაზებენ გუჯასაც იქ წაიყვანს,თუ არ გჯერათ აგერ ნახავთ და სანამ დროა ვინმემ შეამოწმოს ეს კაცი და ნაკრებში აიყვანონ ფიზ მომზადებაზე,თორემ ძალიან მალე დავკარგავთ ამ კაცს!!!!!! ქეცბაია ქართულ მილიონებთან ერთად ამ კაცსაც გააყოლებს კვიპროსში!!!
Niko Jashi
მეგობრებო, შორიდან საუბარს ჯობს მიხვიდეთ ბატონ გუჯასთან და საკუთარ თავზე გამოსცადოთ! არ წააგებთ.. პირიქით ბევრს მოიგებთ..! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უბრალოდ საინტერესო ხომ მაინც არის?! მე თვითონ გავიარე გუჯას ვარჯიშები! გამოვიყენოთ ეს ნიჭიერი კაცი სანამ საქართველო დაუტოვებია!
paata xuchua
ჯადოქრები გვაკლია ეხლა ეს ტუ ასე მაგარია ჯერ რომელიმე ქარტულ კლუბსი იმუსაოს
Levan
მართლა რა გახდა ამ კაცის მოსამზადებელი პროგრამა, ეგებ მართლა მაგარია და რატომ არ სცდით. ვინა ხართ თქვენ, არც ისე არ გინდათ არც ასე, და არ ამბობთ რა გინდათ საერთოდ. კარგი იქნებოდა თ უ დაახვევდით საერთოდ, ფედერაციიდანაც და სამინისტროდანაც
zura1504
რა ვერ გაიგეთ, ამ კაცს არ უყვარს სხვისი მოსმენა... და დარეკვასაც რა აზრი ჰქონდა :)))
Elizabeh. GB
დედანში მაქვს წაკითხული ქართული არტეფაქტიდან ნათარგმნი ,იტალიეილის,მეთექვსმეტე საუკუნეში ნამყოფის იმერეთში, მისიონერის მიერ ლათინურად ნაწერი-ნუსხით,და მხოლოდ ქართველისათვის გასაგები დასახელებებით ფანასკერტელის მიერ აღნუსხული ძველ ქართველ მეომართა ,უმალ-წამიერად ფიზიკურად აღდგენის განუმეორებელი კუნთთა ძაბვა-მოდუნება- ჭიმვითი მოძრაობებისა, თაობათა ქართველთა მიერ გადმონაცემი ახსნა -ქმედების განმარტვით ,კუნთების აღდგენასთან ერთად კი, გულ ღვიძლის,თირკმელების,ფილტვების უსწრაფესად აღდგენით, უმალ წესრიგში მოსაყვანად, სათანადო ნახარშების გმოყენებით-ვარდკაჭაჭა-ასკილის-ხასვის ფოჩების-ნივრის გულის-ჰენდროს-მუხის რკოს-ნიგვზის ქერქის....და სხვა და სხვა აწ დავიწყებული ქართული ფლორის უებარი სამკურნალო წამლების ჩამონათვალით...შეზავებითი ფროფორციებითი ვარიაციებით.ძველი ქართველები ზოგჯერ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, Dღეღამის განმავლობაში ხმალს იქნევდენ და რეალურად ფლობდენ სწრაფ აღდგენის, დღეს დღეობით დაკარგულად თვლილ ზნე-ჩვეულებებს და უიარაღოდაც კი , მტერთ დამჯაბვნელ, მომაკვდინებელ ფანდების ქართულ გასაიდუმლებულ ნუსხას, საბრძოლო ილეთებისას-ჭიდაობას რა უნდაო და ფეხის გამოკვრა უნდაო- ტვინით და გულით ,და ძლევაი საკვირველი მფლობელი მებრძოლის მიერ გადმოცემით ფლობდა,ამგვარ "ჯადოს"ყოველი მომავალი მებრძოლი ქართველი.
kaladzes kitxet!
Or dgeshi virs kengurud gadaakcevs, magariaaaaa!!!!
შაკო
მიეცით ამ კაცს შანსი მართლა რა
რეზო
აი ეგ კაცი უშველის გეცბაიას
SHUKOVANI
მიეცით ამ კაცს შანსი, რას ჰკარგავთ ამით?! პოლონეთს ხო გაგლიჯავენ ახლა შუაზე და... მაინც უნდა წააგოთ, და გეცადათ! ეგრე 1700 წელს რომ გეთქვა ვინმესთვის კომპიუტერის შესახებ, ეგრევე საგიჟეთში დააწვენდნენ, და რა, ვერ გამოიგონეს თუ?! ტფუ თქვენი რა!... რამდენიხანია ეს კაცი ითხოვს შანსს, თან უხელფასოდ.
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
გუჯა კახაძე: ამ მეთოდის გამო ბევრი ჩემში მტერს ხედავს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
გამოვიყენოთ NASA-ს მეთოდი ქართულ ფეხბურთში?
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ორი ტაიმი დაუღლელად - გუჯა კახაძის მიერ შემუშავებული მეთოდიკის "საიდუმლო"
"ამ ტემპით წლები დაგვჭირდება, რომ უცხოელებს ფიზიკურ მომზადებაში დავეწიოთ"
გუჯა კახაძე: რცხვენიათ აღიარონ, რომ ჩემი მეთოდით ივარჯიშეს
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]