ის უდავოდ მატჩის საუკეთესო კალათბურთელია, - თქვა "მილუოკი"-"ოკლაჰომას" მატჩის მიმოხილვისას ამერიკელმა კომენტატორმა
- დაუჯერებელია! - ასეთი მძიმე წონის ცენტრი გამთამაშებელივით არიგებს პასებს.

ფაჩულია დაცვაშიც არაფერს ანებებს ოკლაჰომელებს. ის უდავოდ მატჩის საუკეთესო კალათბურთელია, - თქვა "მილუოკი"-"ოკლაჰომას" მატჩის მიმოხილვისას ამერიკელმა კომენტატორმა.

ასეთი დასკვნა შეიძლება ნაადრევიც იყო, რადგან მატჩის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, "მილუოკი ბაქსი" მხოლოდ 11 ქულის სხვაობით იგებდა და ფაჩულიას 10-იანი ნიშნულისთვის არც ქულებში მიეღწია, არც მოხსნებში... თუმცა ქართველი ცენტრი იმდენად სასარგებლო იყო, შეხვედრის MVP-ად კომენტატორმა ნაადრევად აღიარა.

მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. პირველ მეოთხედში სტუმრებმა მილუოკელებს აშკარად აჯობეს და 22:15 მოუგეს.

საწყისი ათწუთეულის ბოლოს თამაშში ჩაერთო ფაჩულია, რომლის მოედანზე გამოჩენის შემდეგ შეწყდა ფარქვეშიდან "ბაქსის" რბევა. "ოკლაჰომას" კალათბურთელები პერიმეტრიდან სიზუსტით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდნენ და სამწამიანში მათი შეზღუდვა უმალ აისახა ანგარიშზე.

ზაზა პერსონალურად მეურვეობდა პერკინსს, თუმცა, თუ მეტოქე ფარს მოშორდებოდა, ზაზა აღარ მიჰყვებოდა და ფარქვეშ ტანდაბალი ოკლაჰომელების იერიშებს იგერიებდა.

შეტევაში ფაჩულია თავადაც გამოირჩეოდა სიზუსტით და თანაგუნდელებს პასებს "ლანგრით" ურიგებდა - მათ ისღა დარჩენოდათ, ზემოთ აწეულიყვნენ და ჩაეგდოთ.

ასე მიითვალა ზაზამ 4 შედეგიანი გადაცემა. იყო კიდევ ორი ეფექტური პასი, რომლებიც მის ანგარიშზე ერთი უბრალო მიზეზით არ დაფიქსირდა: ფარქვეშ დარჩენილი მილუოკელები წესების დარღვევით შეაჩერეს.

რადგან ამ სტატიის ავტორი ფაჩულიას თანამემამულეა, ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სიტყვა "ეფექტურის" ხმარებისას რამეს ვაჭარბებთ. ასე რომ არ არის, NBA-ს გუშინდელი მატჩების მიმოხილვაც ადასტურებს: საუკეთესო 10 მომენტს შორის ფაჩულიას ორი გადაცემა მოხვდა. ჯერ ნეით ვოლტერსს უპასა, შემდეგ ფარქვეშ შესულმა ზურგსუკნიდან ჯარედ ბეილსს გადასცა და ეფექტური ზემოდან გდებაც ვიხილეთ.

ამ მომენტმა ტოპ-10-ში მესამე ადგილი დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო

"ჰაილაითებში" ესპანელი მარკ გასოლის ფარული პასიც მოხვდა და გამოცემა BASKETUSA-ზე ასეთი სათაური გაჩნდა: "ფაჩულია და გასოლი საბონისის სტილში".

კარგია, "სილკ სპორტი" NBA-ს მატჩებსა და მიმოხილვებს რომ უჩვენებს. ქართველ მაყურებელსაც ეძლევა საშუალება, თავად ნახოს ზაზას თამაშის ამსახველი მომენტები.

მოკლედ, პირველ ტაიმში მას 6 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. NBA-ს რეპორტაჟებისას ტრადიციადაა ქცეული პირველი ტაიმის შემდეგ საუკეთესო კალათბურთელთან მინი-ინტერვიუს ჩაწერა. "ოკლაჰომასთან" მატჩის საწყისი ტაიმის კომენტირება ზაზა ფაჩულიას სთხოვეს:

- შეხვედრა ცოტა მძიმედ დავიწყეთ, პირველ მეოთხედში დაცვაში თამაში ვერ დავალაგეთ, თუმცა მნიშვნელოვანი იყო მეორე პერიოდის ეფექტურად დაწყება. სწორედ ამან განაპირობა 10-ქულიანი ჩამორჩენის +3-ად გადაქცევა.

მსგავს დაბალქულიან შეხვედრებში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგიას. მეორე მეოთხედში სათამაშოდ სულ სხვა ენერგიით გამოვედით, ბურთსაც კარგად ვატრიალებდით და დაცვაშიც ბევრი რამ გამოგვდიოდა. ვნახოთ, რა იქნება მეორე ტაიმში.

მეორე ნახევარში სურათი არ შეცვლილა: როცა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა (მესამე პერიოდის შუაში), "მილუოკი" 2 ქულით იგებდა, მეოთხე პერიოდის მეექვსე წუთზე კი ბაქსელთა უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა - 77:66. სწორედ ამ დროს დაჯდა ფაჩულია სათადარიგოთა სკამზე და სხვაობაც ნელ-ნელა "შეთხელდა".

საფინალო სირენამდე 31 წამით ადრე "ოკლაჰომამ" დეფიციტი 4 ქულამდე ჩამოიყვანა და კიდევ უფრო გააძლიერა მასპინძლებზე დაწოლა, თუმცა დარჩენილ დროში ზუსტი საჯარიმოებით მილუოკელებმა მეტოქეს შანსი მოუსპეს და 85:78 დაამარცხეს.

ზაზას ორმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა: 22 წუთი, 8 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. მან 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მასპინძელთაგან 19 ქულით მეიო გამოირჩა, ხოლო ნაითს 16 ქულა ჰქონდა.

ნამატჩევს "ბაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ხაზი გაუსვა სათადარიგოების დამაჯერებელ თამაშს, ხოლო ფაჩულიამ დასძინა:

- ვარჯიშებისას სათადარიგოები სასტარტოებს ხშირად ვეთამაშებით. ანგარიშში დიდი სხვაობა არ ფიქსირდება, რადგან თანაბარი გუნდები ვართ. კალათბურთი გუნდური თამაშია და NBA-ს მატჩებისას დიდი მნიშვნელობა აქვს სათადარიგოების დახმარებას. ეს დღეს კარგად გამოჩნდა და დავრწმუნდით, რომ სწორ გზას ვადგავართ. თუმცა სავალი ბევრი გვაქვს.

"მილუოკის" მოგება-წაგებათა გრაფაში 4-4 უწერია და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ღმერთო, გვიმრავლე ასეთი ქართველები-
ა მ ი ნ !
ipolite
ბატონი ზაზა!ეს უნიჭიერესი პიროვნება გულს უხარებს თავის ძვირფას დედას,მეუღლეს,შვილებს,სანათესაოს, მეგობრებს,კოლეგებს,მთელ საქართველოს და ყველა კეთილ ადამიანს მსოფლიოში.საქართველოს უმრავლოს ღმერთმა ასეთი ადამიანები.ასეთი მაღალი,დიდად თავმდაბალია.
zaza
ბრავო ზაზა!!!!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა ჩაგდებული ქულებით უდიდეს ლეგენდას გადაასწო [VIDEO+PHOTO ]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ევროპელების სუპერ დაპირისპირება მოქმედი MVP-ის სასარგებლოდ დასრულდა [VIDEO]
დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი - ლუკამ ჯორდანსაც გადაასწრო [VIDEO]
გოგას კარგი თამაში და გამართლებული იმედები! "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
რასელ უესტბრუქი "ლეიკერსის" კალათბურთელია
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ის დაბრუნდა! იანისის ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდა [VIDEO]
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]
"ლეიკერსი" ფანტასტიკურ ფორმაშია! ამჯერად მარტივი გამარჯვება "ოკლაჰომასთან"[VIDEO]