ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კასანო მილანს შეუერთდა

კასანო მილანს შეუერთდა

ტრანსფერი

ანტონიო კასანო უკვე მილანშია, სულ მალე ხელშეკრულებას გააფორმებს და "როსონერის" სრულუფლებიანი წევრი გახდება. ადრიანო გალიანიმ თავისი გაიტანა და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი "მილანის" ღირსებას დაიცავს. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ანტონიო გუშინ ნაშუადღევს მივიდა "მილანელოზე" და ახალ თანაგუნდელებს გაეცნო. ბუნებრივია, "მილანის" იტალიელ ფეხბურთელებს კარგად იცნობს და მათი შეხვედრა მეტად გულთბილი გამოდგა. კასანომ კარგა ხანს ისაუბრა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, რომელიც დიდი სიხარულით შეეგება ახალწვეულს. მოვუსმინოთ იბრას:

"კასანოს სახით შესანიშნავი ფეხბურთელი დავიმატეთ. ისედაც უძლიერესი გუნდი გვყავს და მასთან ერთად, კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით. ანტონიოს თანაბარი წარმატებით შეუძლია გოლის გატანა და საგოლე გადაცემების კეთება. ბრწყინვალე შენაძენია, სიხარულისგან სიტყვებს ვერ ვპოულობ. ერთი სული მაქვს როდის გავალ მინდორზე და მეტოქე მცველებს კასანოსთან ერთად შევუტევ".

კასანო-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე რა გითხრათ და აი, გატუზო-კასანოს წყვილი კი მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს რობერტო დონადონი წვრთნიდა, რომელიც მაშინდელ მოვლენებს ასე იხსენებს: "არ მივეკუთვნები იმ მწვრთნელთა კატეგორიას, რომლებიც ზედმეტად მკაცრად უდგებიან საქმეს და ფეხბურთელები მუდმივ წნეხში ჰყავთ. თუმცა, ის, რასაც გატუზო და კასანო ერთად ჩადიოდნენ, გამოგიტყდებით და ნერვებს მიშლიდა. ყველას აშაყირებდნენ და შემდეგ იხოცებოდნენ სიცილით - ასეთ რთულ ტანდემთან ჩემ ცხოვრებაში არ მიმუშავია".

აი, ასეთ შარში გაეხვა მასიმილიანო ალეგრი და ვინძლო ინანოს კიდეც, რომ კასანოს გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთა. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ კმაყოფილებას გამოხატავს: "ფილიპო ინძაგის მძიმე ტრავმამ გვიბიძგა იმისკენ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელი გადაგვებირებინა. რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობდით, რომელთა შორის ანტონიო კასანო გამოვარჩიეთ. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ჯერ ისევ ახალგაზრდაა და კიდევ დიდ ხანს ითამაშებს უმაღლეს დონეზე. მასთან ერთად "მილანის" შეტევები უფრო მრავალფეროვანი და ამოუცნობი გახდება, რაც ჩვენს საჩემპიონო შანსებს ერთი-ორად გაზრდის".

მოკლედ, კასანოს ტრანსფერით ალეგრიც მეტად კმაყოფილია. ანტონიოს დებიუტი კი ალბათ დუბაიში შედგება, სადაც "მილანი" მოსამზადებელ შეკრებას გაივლის და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - მათ შორის ერთს კი ფაბიო კანავაროს "ალ აჰლისთან". სწორედ აზიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდთან უნდა შედგეს ანტონიოს დებიუტი "მილანის" შემადგენლობაში.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა