სავარაუდო ტრანსფერი

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველი ეტაპის შეჯამებაში ვწერდით, რომ "ლაციოს" ერთი კარგი გამტანი თავდამსხმელი არ აწყენდა. და აი, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომაული კლუბის მესვეურები "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, როკე სანტა კრუსის მიმართულებით გააქტიურდნენ. პარაგვაელ ფორვარდს დიდი ხანია საკლუბო დონეზე თავი არ გამოუჩენია და ვერ გეტყვით, რამდენად არის გამტანი ფორვარდი, მაგრამ ფაქტია, რომ "ლაციო" თავდამსხმელს ეძებს და სრულიად საფუძვლიანადაც. ეძებს იმიტომ, რომ სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი ცენტრფორვარდის პოზიციაზე სერჯო ფლოკარის არ უნდა ათამაშებდეს. ეს ჩვენი მოსაზრება არ გეგონოთ, ამაზე უკვე დიდი ხანია იტალიაში საუბრობენ.

როკე სანტა კრუსი 29 წლის გახლავთ და "მანჩესტერ სიტიში" მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, რომაელები პარაგვაელს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანენ და თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულებაც გაფორმდება. აქედანვე ცნობილია, რომ რომაელებს სანტა კრუსის გამოსყიდვა 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ. უახლოეს დღეებში პარაგვაელი იტალიის დედაქალაქში უნდა ჩავიდეს და ეს საკითხიც საბოლოოდ გადაწყდება. სატრანსფერო გეგმებზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ედუარდო რეია საუბრობს:

"თავდამსხმელის გადაბირებას ნამდვილად ვცდილობთ და რამდენიმე ფეხბურთელთან გვაქვს მოლაპარაკებები. ერთ-ერთზე აუცილებლად შევაჩერებთ არჩევანს და ამ რგოლს გავაძლიერებთ. მცველის დამატებაც გვსურს, რადგან სტეფან რადუს დაშავების შემდეგ უკანა ხაზში სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. გუნდს, რომელიც მაღალი ადგილებისთვის იბრძვის, ერთი ფეხბურთელის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ასეთი პრობლემები არ უნდა შეექმნას. ასე რომ, როგორც მინიმუმ ორი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა დავიმატოთ".

აქვე ვთქვათ "ლაციოს" პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს შესახებ, რომელსაც მყარად აქვს გადაწყვეტილი ედუარდო რეიასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. ლოტიტოს თქმით, რეია მისი ალექს ფერგიუსონია და სურს, რომ ეს მწვრთნელი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ედგეს სათავეში "ბიანკოჩელესტეს". პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხს სეზონის ბოლოს მიხედავს და რეიას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზერბს, რომელიც 2015 წლამდე იქნება გათვლილი. კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი, წესით არც მწვრთნელი უნდა იყოს, რადგან ლოტიტო მის სრულ ფინანსურ მხარდაჭერას პირდება.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა