ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკლავს ჯერ კლუბის ძირითადშიც არ ჰქონდა ნათამაშები, როცა ევროპული გრანდების ყურადღება დაიმსახურა

ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ჯერ არ ჰქონდა ნათამაშები კლუბის ძირითად შემადგენლობაში, როცა ადრეული ასაკიდან მიიპყრო ევროპული გრანდების - "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალის", "არსენალის", "ბარსელონას", "ჩელსისა" და "მილანის" ყურადღება, რომლებიც სკაუტების მეშვეობით ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ბიჭის თამაშს "კოპინიაში" - სან პაულუს შტატის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. იქ თავდამსხმელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, რისთვისაც მეტსახელი მიიღო - "ახალი რობინიო" - სახელგანთქმულ ფორვარდ რობინიოს მსგავსი დრიბლინგის გამო. ნეიმარმა სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატში ნაკრების რიგებში თამაშითაც გაითქვა სახელი.

2008 წელს ნეიმარმა პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა "სანტოსთან". ხელშეკრულება 2014 წლის ბოლომდეა ძალაში. კლუბმა ფეხბურთელს ისეთი ფასი დაადო, რომ ბევრმა პოტენციურმა მყიდველმა უკან დაიხია. გარიგების 40 პროცენტი კომპანია "გროპო სონდას" ეკუთვნის. თუმცა ზოგიერთმა კლუბმა განზრახვაზე ხელი არ აიღო, კერძოდ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "რეალმა". თუმცა მადრიდულ კლუბს ფეხბურთელის შეძენაზე პრიორიტეტული უფლება აქვს, რადგან ნეიმართან წინასწარი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

2009 წლის 7 მარტს ნეიმარმა პირველად ითამაშა "სანტოსის" ძირითად შემადგენლობაში - შეცვალა მაურისიო მოლინა. ამასობაში, ფორვარდზე პრეტენზია "მილანმაც" განაცხადა.

2010 წელს ფეხბურთის მეფემ - პელემ და ლეგენდარულმა რომარიომ ნეიმარის ნაკრებში შეყვანა და მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანა მოითხოვა. იმავე წლის გაზაფხულში ნეიმარმა პირველი ტიტული მოიგო - სან პაულუს შტატის ჩემპიონი გახდა "სანტოსის" შემადგენლობაში. გარდა ამისა, ის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს (19 მატჩში 14 გოლი გაიტანა).

2010 წლის 4 აგვისტოს ნეიმარმა ბრაზილიის თასი მოიგო. ამ ტურნირის 1/16 ფინალში "სანტოსმა" 8:1 მოუგო "გუარანის" და "ახალმა პელემ" ხუთი გოლი გაიტანა. ეს ტიტული "სანტოსს" 2011 წელს ლიბერტადორესის თასზე გამოსვლის უფლებას აძლევს.

წლევანდელ ჩემპიონატში გეიმარმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა, ამასთან 11-ჯერ დაიმსახურა მსაჯებისგან გაფრთხილება.

პელეს მოთხოვნის მიუხედავად, ნეიმარი სამხრეთ აფრიკაში ვერ გაემგზავრა, სამაგიეროდ, ბრაზილიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა - მანო მენეზეშმა მიიწვია ამერიკასთან ამხანაგურ მატჩში. "სანტოსის" ფორვარდი 11-ნომრიანი მაისურით გავიდა მოედანზე და დებიუტი 28-ე წუთზე გოლით აღნიშნა. მეორე მატჩი ეროვნულ ნაკრებში არგენტინის ნაკრების (0:1) წინააღმდეგ ჰქონდა.

ნეიმარი

ეროვნება: ბრაზილია

დაბადების თარიღი: 05.02.92

დაბადების თარიღი: მოჟი დას კრუზესი

პოზიცია: ფორვარდი

სიმაღლე: 174 სმ

წონა: 60 კგ

სერია A: 64 მატჩი - 27 გოლი

პაულისტა: 31 - 17

ბრაზილიის თასი: 11 - 12

სუდამერიკანა: 2 - 0

ბრაზილიის ნაკრები: 2 - 1

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა