პოლონეთის ნაკრებთან წაგებული შეხვედრის გამო ეროვნული გუნდის საყრდენი ნახევარმცველი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის
პოლონეთის ნაკრებთან წაგებული შეხვედრის გამო ეროვნული გუნდის საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის:

"პოლონეთი ძლიერი ნაკრებია, მაგრამ მეტი კონცენტრაცია და აგრესია რომ გვქონოდა, მოგება სულაც არ იყო წარმოუდგენელი. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ბიჭებმა არ მოინდომეს და თავი დაზოგეს, მაგრამ ეტყობა, მაინც რაღაც დავაკელით. "სტანდარტულებისას" დავკარგეთ კონცენტრაცია და ამიტომ წავაგეთ.

რამდენი მაყურებელი მოვიდა, ჩვენი კიდევ სჯეროდათ და მრცხვენია, ხალხს იმედი კიდევ ერთხელ რომ გავუცრუეთ.

მომხდარს ძალიან განვიცდით, მაგრამ ეს ხალხისთვის შვება არაა. მათ ამ გულისტკენისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო, მაგრამ მჯერა, გულშემატკივარი ასეთ მძიმე დროს არ მიგვატოვებს. მათი მხარდაჭერა ახლა უფრო გვჭირდება".

დაუშვილს ახალი მწვრთნელის კანდიდატურაზეც ვკითხეთ:

"ფეხბურთელი ვარ და ამაზე ლაპარაკს მოვერიდები. საწყენი ისაა, ქეცბაია ნაკრებიდან ასეთი სამარცხვინო წაგებით რომ გავაცილეთ. არადა, მიმაჩნია, რომ მისი ხელმძღვანელობით, საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ.

მოვა ახალი მწვრთნელი და იქნებ უკეთესად მან მაინც გვათამაშოს. დროა, ქვეყანას სახელი გავუთქვათ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. ისინი უკეთეს ფეხბურთს იმსახურებენ.

მჯერა, ეს შესაძლებელია, რადგან ძალიან კარგი თაობები და ბიჭები მოდიან. ხომ ხედავთ, შესარჩევ ეტაპზე არც ერთი ასაკობრივი ნაკრები არ ჩარჩენილა".

ეროვნული გუნდის ნახევარმცველი საკლუბო ამბებზეც გველაპარაკა:

"უკრაინა ომშია ჩართული და ცხადია, ქვეყანას და საფეხბურთო კლუბებსაც პრობლემები შეექმნა, მაგრამ "კარპატიში" ეს პრობლემები მხოლოდ ამის შედეგი არაა, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დაიწყო. რას ვიზამთ, ასეც ხდება".

ჩვენი ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაუშვილი, შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "უფაში" გადავიდეს:

"არ უარვყოფ, "უფა" დაინტერესებულია. თუმცა ჯერ ლვოვის "კარპატიში" ვთამაშობ და ამით კმაყოფილი ვარ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ველოდები.

წინასწარ არც მსურს ლაპარაკი, სად შეიძლება გადავიდე, რადგან რამდენჯერაც ასე გავაკეთე, იმდენჯერ არაფერი გამოვიდა. დაველოდები ზამთარს და ყველაფერი მეცოდინება, რა არის რეალური და რა - არარეალური".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]

გუადუა
ბუბა,არც შენ და არც ის ლეგიონერები ვინც იყო გამოძახებული პოლონეთთან თამაშის დროს, აწი არასოდეს არ უნდა გაეკაროთ საქართველო ნაკრებს,ეს თქვენთვის უნდა გახდეს ბოლო წერტილი.არცერთი თქვენთაგანის ადგილი არაა ნაკრებში და კაცობა ამაში მაინც იქონიეთ რომ უარი თქვათ. აცალეთ ჩემპიონატის ბიჭებს,ისინი ადგილობრივი მწვრთნელის ხელით თქვენზე 20 ჯერ მეტს გააკეთებენ! თქვემ კი სამუდამოდ მშვიდობით!
levani
საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა 2007 წელს საფრანგეთში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან დიდი ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ დაიფიცეს. რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ასრულებენ კიდეც. იმედია ეს პოლონეთთან 0:4 იქნება ის გარდამტეხი წერტილი რასაც ქართული საფეხბურთო გენის გაღვიძება ქვია. Iმედის ევროპის შესარჩევი მარტამდე გვემშვიდობება და ამ ბოლო თამაშით ქართველები ბოლო სირცხვილს და დამცირებას ვიგრძნობთ
kalia
ამას ვაფშე რა უნდა :(((( ვაახ რა ფეხბურთეკები თამაშობენ ნაკრებში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"კარპატი" ნიკა სანდოხაძეს იჯარით ლატვიის "რიგასში" გაუშვებს
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ანდრო გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
ნიკა სანდოხაძე "კარპატიში" დაბრუნდა და "სეპტემვრისთან" ითამაშა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები