ერედივიზიონის ფსკერიდან არნემის "ვიტესის" ამოყვინთვაში თავისი წილი ქართველმა მცველმაც დაიდო

არნემის "ვიტესში" გურამ კაშიას გამოჩენის შემდეგ კლუბის საქმეები სასიკეთოდ შეიცვალა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ქართველი მცველის დამსახურება ვერ იქნება, მაგრამ ერედივიზიონის ფსკერიდან "ვიტესის" ამოყვინთვაში მან თავისი წილიც დაიდო.

- ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. შეგიძლია თქვა, რომ "ვიტესში" ადაპტაციის პერიოდი დაასრულე?

- რა თქმა უნდა. კლუბში თავს უცხოდ ნაღდად არ ვგრძნობ. ჩემი ჩასვლისას მარჯვენა მცველის პოზიცია პრობლემური იყო, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის, მწვრთნელმა მაინც ამ პოზიციაზე დამაყენა. ჩემთვის მთავარი იყო, მეთამაშა და შეიძლება, კარშიც დავმდგარიყავი. სადებიუტო შეხვედრა კარგად ჩავატარე და "ვიტესშიც" კმაყოფილნი დარჩნენ.

- დამკვიდრების პერიოდში სხვა პოზიციაზე თამაში მისაღებია, მაგრამ მალხაზ ასათიანივით ხომ არ მოგივა?

- არა მგონია, რადგან მწვრთნელს გარკვევით ვუთხარი, რომ მარჯვენა მცველი არ ვარ და ჩემს პოზიციაზე თამაში მსურდა. გაიგო, მაგრამ, მე სადაც მჭირდები, იქ უნდა გათამაშოო და მართალიც არის, ფეხბურთელი ვერ დაიჟინებს, გინდა თუ არა, ამა და ამ პოზიციაზე დამაყენეო. თავდასხმაში რომ გამამწესოს, იქაც ვითამაშებ. თუმცა კმაყოფილი არ ვარ და ვფიქრობ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატში ცენტრალური მცველობაც არ გამიჭირდებოდა.

- მერაბ ჟორდანიას შესახებაც ვთქვათ, როგორ მიიღეს, როგორ აფასებენ.

- ჟორდანიამ არნემელ გულშემატკივრებს კლუბის აღორძინების იმედი ჩაუსახა და "ვიტესიც" ნელ-ნელა გუნდს დაემსგავსა. ჰოლანდიაში განსაკუთრებული მოტივაცია მაქვს. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს ჟორდანიამ მხოლოდ ქართველობის გამო ჩამიყვანა და დაუმსახურებლად მათამაშებენ. არც თავი უნდა შევირცხვინო, არც მერაბი და განსაკუთრებით ვინდომებ, მოკლედ, არნემში ჩემი ჩასვლა უნდა გავამართლო.

- ბოლო დროს ეროვნულ ნაკრებში გიწვევენ, რომელიც აშკარად შეიცვალა, ბრძოლა ისწავლა და ქულებსაც კი აგროვებს.

- ყველაზე კარგი ის არის, რომ გუნდს ზრდა დაეტყო და ის პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გამოჩდნენ, რომელთა იმედიც უახლოეს პერიოდში უნდა გვქონდეს. არადა, მცირე ხნის წინ იყო ლაპარაკი, რომ თაობა აღარ იზრდებოდა. მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ნიჭიერი ბიჭები გვყავს, ანანიძე, ყენია, ოქრიაშვილი... ჭანტურიაზეც მინდა გითხრათ. გიორგის თამაში არ მენახა და ვარჯიშებზე ნანახმა დამარწმუნა, რომ უნიჭიერესი თავდამსხმელი გვეზრდება, ძალიან ბევრი შეუძლია. მოკლედ, ამ ბიჭების იმედი უნდა გვქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა