ბერძნულ საბუკმეკერო კანტორებში ფსონს ქართველი სპეციალისტის დანიშვნაზე უკვე იღებენ

როგორც ცნობილია, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად თემურ ქეცბაია განიხილება. საქართველოს ნაკრებიდან ახლახან წასულმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ მას ეს პერსპექტივა ხიბლავს, თუმცა უშუალოდ არავინ დაკავშირებია.

იხილეთ: თემურ ქეცბაია: საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით დაინტერესებული ვარ

სიახლე კი ის არის, რომ ბერძნული მედია დღეს წერს, რომ კლაუდიო რანიერის შემცვლელობაზე თემურ ქეცბაია უკვე ფავორიტია.

ბერძნულ ტოტალიზატორებში უკვე იღებენ ფსონებს ახალი მწვრთნელის ვინაობაზე. მათი წარმომადგენელთა განცხადებით, ქართველი სპეციალისტი აშკარა ფავორიტია.

თემურის მწვრთნელობაზე ბუკმეკერები 3/1-ზე იღებენ ფსონებს. მისი უახლოესი მდევარი ტაკის ლემონისია 7/1. მესამეზეა ნიკოს ანასტოპულოსი - 8/1.

chiko
არც მთლად მასე არ არის საქმე. ლიხტენშტეინის ლუქსემბურგის ანდორას და სან მარინოს გარდა ყველა გუნდი რაღაცას ახერხებს. ვიცი რო სუსტი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არც ისეა საქმე როგორც ვაჩენთ. დავიჯერო არ შეუძლიათ 1 ხელ წესიერად ითამაშონ 1 თამაში? როგორც პოლონეთთან პირველი ტაიმი. სტადიონზე ვიყავი და ზუსტად ვიცი რო ის პოლონეთმა კიარ ათამაშა საქართველომ ითამაშა ის ტაიმი. მერე რა ეტაკათ არ ვიცი გუნდი დეზორგანიზებული გახდა. ამას ფეხბურთელს ვერ დააბრალებ. არის კიდე ერთი მომენტი ზუსტად შეიძლება ვერ გავიხსენო, შარშან ვოლფსბურგის ფეხბურთელები თამაშობდნენ ანტიფეხბურთს მწვრთნელის გაშვება უნდოდათ, მოხსნეს ის მწვრთნელი ცუდი შედეგის გამო, მას მერე გუნდი დაფრინავდა, თურმე შეძლებიათ. რაღაც მსგავსი სეიძლება ხდებოდეს საქართველოს ნაკრებში. შეიძლება უბრალოდ ფეხბურთლები აკეთებდნენ სპეციალურად რო ქეცბაია წასულიყო. სხვას რას სეიძლება დააბრალო 25 წლის კაცი რომელიც 15 წელი ბურთს დაზდევს სწორ პასს ვერ აკეთებდეს და პასს ვერ იღებდეს. მიტუმეტეს ქართველები ტექნიკით ცნობილი ხალხია. ასეა თუ ისეა როცა გემი იძირება კაპიტანია დამნაშავე. ან ამინდი ვერ შეარჩია ან ეკიპაჟი, ან მარშრუტი. ქეცბაიასგან შედეგი უნდოდა ქართველებს, თორე მე რო დამაყენო საქარტველოს ნაკრების მწვრთნელად მეც წავაგებ 0-4 ს.
გულშემატკივარი chiko-s
მოკლედ მგონი ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით რა გვინდა. საერთოდ ბევრ ჩვენთაგანს არც კი აქვს წარმოდგენა რა უნდა მოვთხოვოთ ქეცბაიას და რა არა. კაკაურიძეს იმიტომ ვაკრიტიკებთ, რომ მისი ყველა სტატია პირდაპირ თუ ირიბად იყო და არის მიმართული ქეცბაიას კრიტიკაზე, მაგრამ იმ პრობლემებზე რასაც ქეცბა იძახდა არც ერთხელ არ გაუკეთებია სტატია, თუ მსგავსს აკეთებდა იქ მაინც პირველ ადგილას ყოველთვის ქეცბაიას ადანაშაულებდა. რატომ არ წერდა იმაზე, რომ ჩვენი თითქმის ყველა მეტოქე, გიბრალტარის გარდა ყველა რგოლში ჩვენზე ძლიერი იყო, ყველა პოზიციაზე უფრო ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ ვიდრე ჩვენ. თამაშის მიმდინარეობისას უფრო ძლიერად თამაშობენ ვიდრე ჩვენ. მცველი პოზიციას უფრო კარგად ირჩევს ვიდრე ჩვენი მცველი. ნახევარმცველი ბურთს კარგად იჭერს ვიდრე ჩვენი ნახევარმცველი, თავდამსხმელი უფრო ზუსტად ურტყამს ვიდრე ჩვენი თავდამსხმელი. საერთოდ ჩვენი მოწინააღმდეგე უფრო კარგად დარბის როგორც ბურთიანად ისე უბურთოდ ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები, უფრო სწრაფები არიან ვიდრე ჩვენ. მოწინააღმდეგეები საშუალო და გრძელ პასებს აკეთებენ და ასევე ღებულობენ უპრობლემოდ, მაშინ როცა ჩვენებს ასეთი პასების არც კეთება შეუძლიათ, არც მიღება. ელემენტარული პასის მიღებაც კი უჭირთ. ამდენ რაღაცას "ვითომ ჟურნალისტი", მითუმეტეს სპორტულ ჟურნალისტობაზე რომ აქვს პრეტენზია, რომ ვერ ხედავს ამ ზემოთჩამოთვლილს და ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის ბრალი რომ ჰგონია ამიტომ გვაქვს ჩვენც პრეტენზია ამ "ვაი ჟურნალისტ" "ამხანაგ" კაკაურიძის მიმართ და ქეცბაიასაც ამ ყველაფერზე ეშლებოდა ნერვები. ეს "ვაი ჟურნალისტები" თამაშს კი არ არჩევდნენ წესიერად, ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ როგორ ითამაშა, არამედ მიადგებოდნენ ქეცბას და პირდაპირ ბრალს სდებდნენ. წარმოგიდგენიათ? რა, ქეცბაია ეუბნება წესიერი პასი არ გააკეთოო.. პასი არ მიიღოო... ისე ირბინე, რომ ხუთ მეტრში დაგეწიონოო... კარში ზუსტად არ დაარტყათოო... მოკლედ ეს კაცი ყოველთვის ამბობდა სამწუხაროდ არ მყავს ისეთი შემადგენლობა რომ ის ფეხბურთი ვათამაშო რაც ქართველ გულშემატკივარს მოსწონს და თან შედეგიც დავდოო. დაფიქრდით ყველა სანამ ქეცბაიაზე ცუდს დაწერთ ან ფიქრობთ. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ქეცბაია უნდა წასულიყო ბევრად ადრე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ნაკრებს არ სჭირდებოდა ძვირადღირებული მწვრთნელი, ზაპოროჟეცზე, ან ნივაზე არ არის აუცილებელი ალონსოს, ჰემილტონის ან ფეტელის დასმა, რადგან ვერც ზაპოროჟეცი და ვერც ნივა ვერ გაასწრებს ვერც მერსედესს, ვერც რედბულს და ვერც ფერარის.
თაზო
იმაზეც ხომ არ დებენ ფსონს, რამდენ ხანს გაძლებს მწვრთნელად და რამდენ ფეხბურთელთან ექნება კონფლქტი:)):)):))
chiko
რატო მისტირიხართ თემურს? კაი ფეხბურთელი იყო, საქართველოს ისტორიაში ერთერთი საუკეთესო, მაგრამ ნაკრებში არაფერი გამოუვიდა. დრო იყო წასულიყო. წარმატებები საბერძნეთში. ხო კიდე შეეშვით ამ ჟურნალისტებს. ჟურნალისტი იმისთვისაა რო გააკრიტიკოს და კითხვები დაუსვას. ქეცბაიას არ უყვარდა კრიტიკული შეკითხვები, მაგას კიარა ტრაპატონის და სკოლარის უტრაკებენ ჟურნალისტები ეგეც არ მყავდეს ეხლა მარჩელო ლიპი იუკადრისა სეკითხვები.
nodiko
ქეცბაია კარგი მწვრთნელია და კარგი ადამიანია.თუმცა ფაქტია აქ ამოწურა თავისი შესაძლებლობები.წარმატებებს ვუსურვებ გულით და სულით.
კლას
გმერტმა ცარმატებები მოგცეს კაცურო კაცო კეცბა სიმარტლის კაციხარ
დატო
მინასიანის ტამადობიტ გარეზარი ჯურნალისტები
Giga
კაკაურიძე სახეზე მაინტერესებს ერთი. სულით ლამაზია და სხეულითაც ეგრე იქნება.. ბოღმებო (ძალით ჟურნალისტებო) შეგვაძულეთ თავი თუ ატყობთ
რომანი
უმადურო ,შურიანო კარტველებო კეძბაია მაგარი პიროვნებაა.ვუსურვებ ძარმატებებს საბერძნეტის ნაკრებში.დაიოკეთ კარტველებო ბოღმაააააა.
akim-s
ასე მაგრად ჯერ არ გამცინებიაააააა..... :))))))))))))))))) მაგარი იყო "აკიმ", ძალიან მაგარიიიიიიიიიიიიიიიიი:))))))))))))))))))))))))))) არც ვიფიქრებდი ასე მაგრად რამე თუ გამაცინებდა. არადა მართალიც ხარ, "ალეკო კაკაურიძეს" ინფარქტის დიდი რისკი გარანტირებული აქვს. ალბათ ზის ეხლა და მოთქვამს ტავისთვის, სადღაც კუთხეში. და თუ დანიშნეს მერე ნახე სტატიები საბერძნეთის ნაკრების ყოველ წაფორთხილებაზე. ალბათ არც მინაშვილი გაუშვებს ხელიდან ქეცბას წარუმატებლობას, თუ ასეთი რამე მოხდა. მაგრამ ქეცბა შენ ვიცით რომ მაგარი ხარ და წარმატებებს გისურვებ და ასევე ყველა ქართველს ვუსურვებ წარმატებებს სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, საქართველოსთან დაპირისპირებულის ბანაკის გარდა :))))) "აკიმ" მაქსიმალური ქულა შენს კომენტარს :))))
GIORGI
წარმატებები ქეცბაიას, ყველაფერი ერთ კაცის ბრალი რანაირად შეიძლება იყოს
data
chven xo agvashena da iq warmatebebi ") :D
akim
ქეცბაია რომ საბერძნეთის ნაკრებს ჩაუყენონ სათავეში, გაზეთ "ლელო"-ს კოლექტივს და პირველ რიგში ალეკო კაკაურიძეს, ინფაქტები გარანტირებული აქვთ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ